RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილის ოცნება – ადვილად ხელმისაწვდომი ევროპა

19.05.2010  |  10:20

6023.jpegსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ევროპა მისი ქვეყნისთვის არ უნდა იყოს ძნელად მიღეწევადი მიზანი. ამის შესახებ განცხადება მან თბილისში, სოწორედ ამგვარი დისკუსიებისთვის შექმნილ ევროპის სახლში გააკეთა. როგორც ამ დაწესებულების შემქმნელები თვლიან, თავისუფალი საუბრისა და კამათის საშუალება, დააჩქარებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. მართლაც წარმატებულია თუ არა საქართველოს ევროინტეგრაცია, GeorgiaTimes-ისთვის კომენტარი გააკეთეს თბილისელმა და მოსკოველემა ექსპერტებმა.

თბილისის ევროპის სახლში ორი დისკუსია შედგა. ერთ-ერთ მათგანს შაბათს მიხეილ სააკაშვილი და პოლონეთის ექს-პრეზიდენტი ალექსანდრე კვასნევსკი ესწრებოდნენ.

პოლონელმა სტუმარმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მიღწევებს ევროპეიზაციისს მიმართულებით 2001 წელთან შედარებით, სწორედ ამ წელს იყო ის უკანასკნელად საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკვე ევროპული ფასეულობების მქონე ქვეყანაა და ევროპამ ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. „საქართველო არ უნდა უყურებდეს ევროპას ისე როგორც ძნელად მისაღწევ მიზანს, ევროპამ კი უნდა გაიგოს, თუ რამდენად აუცილებელია საქართველოსთვის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია",- დაასკვნა მან.

შემდეგ დღეს ევროპის სახლმა ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი ექსპერტები მიიღო, რომლებმაც უკვე მეთელი სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაცია განიხილეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც რეგიონის ლიდერად დასახელდა ბრიუსელთან დაახლოების საქმეში. ყველა ეს სახელმწიფო და ასევე უკრაინა, ბელორუსია და მოლდავეთი ევროპული პროგრამის „აღმოსავლური პარტნიორობის" მონაწილეები არაიან.

ამ პროექტის წყალობით ევროკავშირი, ამ ქვეყნებში რეფორმებს აფინასებს და აძლიერებს საკუთარ გავლენას პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეს რუსეთის შეშფოთებას იწვევს. ამასთან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა რამოდენიმე დღის წინ სენატორების კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემისას აღნიშნა, რომ აღმოსავლურ პარტნიორობას არ მოაქვს შესამჩნევი რეზულტატები, შესაბამისად შეშფოთების მიზეზიც აღარ არსებობს. ამას გარდა, მან მინიშნება გააკეთა პროექტის ზოგიერთ ინიციატივაში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობაზე.

ამგვარად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ევროინტეგრაცია, მათი ნატოში მისწრაფებისგან განსხვავებით, რუსეთისთვის აღარ არის გამაღიზიანებელი ფაქტორი, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები კვლავ აგრძელებენ „ჩრდილოური კურსისთვის" „დასავლური კურსის" დაპირისპირებას. მაგალითად თავად ევროპული სახლის გახსნის იდეა, მიხეილ სააკაშვილის თქმით, სწორედ 2008 წლის ომის და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ გაჩნდა.

ამასობაში, ექსპერტები არ თვლიან, რომ რუსეთთან თანამშრომლობა და ევროინტეგრაცია - შეუთავსებელი პროცესებია. მაგრამ ისიც ესმით, საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომ საქართველოს ევროკავშირთან შეერთება, შეუძლებელია ადვილად მიღწევადი მიზანი იყოს. საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის წევრმა არჩილ გეგეშიძელმ განუცხადა GeorgiaTimes, საქართველო მართლაც ლიდერობს ევროინტეგრაციის საკითხში იმ აზრის გამო, რომ გაცილებით უფრეო ამბიციურ მიზნებს ისახავს.

-საქართველო უფრო ღიაა და მზად არის ყველაზე შორს წავიდეს ინტეგრაციის გზაზე, სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით.

- ევროპის სახლში პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა კვასნევსკიმ განაცხადა, რომ საქართველო ძლიერ შეიცვალა 2001 წლის შემდეგ. ევროპიზაციის მიმართულებით შესამჩნევია პროგრესი. თქვენის აზრით, რომელი მაჩვლენებლები ადასტურებენ ამას და კიდევ რა პრობლემებია გადასაწყვეტი?

- მე ვფიქრობ, რომ შავი აფრიკის ქვეყნების გარდა, დედამიწაზე 2001 წლის შემდეგ საერთო პროგრესირება მოხდა. ასე რომ ამაში არაფერი გასაოცარი არ არის. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ამ დროის განმავლობაში მრავალი რამ მოხდა ამ კონტექსტით. ყველაზე უკანასკნლეი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმ ახალი ინიციატივის წევრი გახდა, რომელსაც „აღმოსავლური პარტნიორობა" ჰქვია. მანამდე, 2005 წელს საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი „ევროპის სამეზობლო პოლიტიკას" შეუერთდნენ. აი შარაშან კი, სწორედ მაისში, პოსტსაბჭოთა სივრცის ექვსი ქვეყანა ახალი ინიციატივის მონაწილე გახდა, რომლის ფარგლებშიც ეს ქვეყნები, კერძოდ კი საქართველოს, სიღრმისეული ინტეგრაციის საშუალება მიეცემა ევროკავშირთან. აქ არ არის საუბარი ევროკავშირის წევრობაზე, მაგრამ ჩნდება საერთოევროპულ ბაზარზე ინტეგრირების შესაძლებლობა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დახმარებით. მაგრამ, იმისათვის რომ მართლაც მიღწეული იქნეს ეს სტატუსი და მდგომარეობა, ნამდვილი მოდერნიზაციაა საჭირო და ყველა ტექნიკური თუ სხვა რესურსი გამოიყენება. ყოველ კონკრეტულ ქვეყნაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას. აი სააქართველოში არსებობს ამ ახალი შესაძლებლობების გამოყენების პოლიტიკური ნება. მაგრამ, დასაშვებია ისეთი პრბლემებიც არსებობდეს, რომლებიც ამ პროცესის სასურველ ტემპს დააგდებენ. ასე რომ პროცესი მიდის. ივნისში ხელი მოეწერება, ევროპელი მოქალაქეებისათვის საქართველოს ვიზის გაცემის გაიოლების შეთანხმებას. მაგრეამ, ყველაზე მთავარის ის არის, როგორც მე უკვე აღვნიშნე, ეს თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და ასოციაციის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაა. აი ყოველივე ეს ცვლის და ამაღლებს ქვეყნების სტატუსს, რომლებიც მიაღწევენ ევროინტეგრაციის პროცესში ამ ყველაფერს. ყოველივე ეს რაღათქმაუნდა 2001 წელს არ იყო და არც ამ საკითხზე საუბრობდნენ. ამაზე ოცნებასაც კი ვერ ბედავდნენ. შესაძლოა 5-10 წლის შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე იყოს საუბარი, თუ კი რათქმაუნდა, შესაბამისი კონიუქტურა და ორმხრივი სურვილი იქნება.

- სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ევროპამ უნდა ნახოს, თუ როგორ სჭირდება საქართველოს ევროინტეგრაცია. ნუთუ ახლა ამას ვერ ხედავენ იქ? არსებობს რაიმე ეჭვი ევროპელების დაინტერესებულობასთან დაკავშირებით?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100