RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვაშაძემ ანკესი გადააგდო

20.05.2010  |  10:39

6034.jpegთბილისი შეაშფოთა პოლონელი სტუმრის ალექსანდრ კვასნევსკის განცხადებამ იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე მზად არის რუსეთთან აწარმოოს მოლაპარაკებები, ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე. თავიდან უხერხულმა დუმილმა დაისადგურა, რომლის შემდეგაც ორშაბათს მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ, ან კვასნევსკის ან საკუთარი შეფის სიტყვების შელამაზება სცადა. ამ უნებლიე ნიადაგის მოსინჯვას თუ უნებლიე გულახდილობას GeorgiaTimes-ისთვის კომენტარს უკეთებენ თბილისელი და მოსკოველი პოლიტიკოსები.

გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კვლავ უწინდელი პოზიცია დააფიქსირა: საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაშია მზად რუსეთთან სასაუბროდ თუ კი ის უარს იტყვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა ნინო კალანდაძემ, ყველა საქართველოს პრობლემაში მოსკოვია დამნაშავე. სწორედ მანვე უნდა გამოასწოროს სიტუაცია.

ამ საკითხის დაზუსტება „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს" ერთერთი წევრის პეტრე მამრაძის განცხადების შემდეგ გახდა საჭირო, რომელიც ვაშაძის პოლონეთის ექს-პრეზიდენტისადმი ნათქვამი რეპლიკის განმარტების მოსმენამ დააინტერესა. პოლონელმა სტუმარმა საქართველო ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ საქართველო, ვაშაძის თქმით მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად.

„ვაშაძემ დღეს მითხრა, რომ საქართველო მზად არის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ნებისმიერ ადგილზე და ნებისმიერ დროს დაიწყოს მოლაპრაკებები რუსეთთან".- ალექსანდრ კვასნევსკის ციტირებას ახდენს რუსული მამსედია. „ამას მე ევროპული ქვეყნების ლიდერებს შევატყობინებ, იმიტომ რომ ეს ძალზე სერიოზული სიგნალია მათთვის. ევროპას შეუძლია სერიოზულად შეუწყოს ხელი რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების დაწყებას",- დასძინა კვასნევსკიმ.

კალანდაძის თქმით, ის პირადად ესწრებოდა ამ შეხვედრას, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ქართული მხარის პოზიცია უცვლელი რჩება. რუსეთთან მოლაპარაკებები კი ჟენევაში მიმდინარეობს, სადაც წამოყენებულია კიდეც დეოკუპაციის მოთხოვნა, დევნილების დაბრუნება და სხვა მრავალი.

GeorgiaTimes-მა სიტუაციის კომენტირება რუს დეპუტატს სერგეი მარკოვს სთხოვა. მისი შეხედულებით, ვაშაძე მართლაც აუცილებლად თვლის წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებებს, მაგრამ მთავრობაში მთავარი პოლიტიკური ფიგურები - კატეგორიულად წინააღმდეგები არიან ამის და აი სწორე ამიტომაც:

- ის ადამიანები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს - სააკაშვილი, მერაბიშვილი და უგულავა, რომლებმაც გასცეს სამხრეთ ოსეთში ომის დაწყების და რუსი მშვიდობისმყოფლების დახვრეტის ბრძანება. მათთან რაიმე სახის მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია. სწქორედ ამიტომაც ისნი არ არიან დაინტერესებულნი ურთიერთობების გაუმჯობესებით. ვაშაძე კი ამ შემთხვევაში არ არის დამოუკიდებელი. უეჭველია, რომ ის მრავალჯერ და სხვადასხვა ფორმატით იტყოდა: რომ აუცილებელია რუსებთან ურთიერთობების აღდგენა და არ არის აუცილებელი ახლავე მათგან რაიმეს მოთხოვნა. საჭიროა კომუნიკაციების აღდგენა, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, უნდა გაიხსნას საელჩოები. მაგრამ მას ჰყავს უფროსი, რომელიც ბოროტმოქმედია - ეს სააკაშვილი გახლავთ, რომელიც მას ამის გაკეთებას უკრძალავს. სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება საინფორმაციო ხარვეზები... ამ პირობებში სააკაშვილს არ შეუძლია წასვლა, იმიტომ რომ მას ბრალდებებს წაუყენებენ მკვლელობებში, მათ შორის პრემიერ ჟვანიას მკვლელობისაც, რომელსაც როგორც ამბობენ, ლამის მან თავად ჩაარტყა საფეთქელში საფერფლე. ამიტომაც, ის ბოლო წუთამდე შეეცდება ადგილის შენარჩუნებას. და სწორედ ამიტომაც, მას საბოლოო ჯამში სავარაუდოდ ჩამოაგდებენ. რაიმე სახით განმეორდება ის რაც გამსახურდიას და შევარდნაძეს დამერთა.

- მაგრამ, შევარდნაძემ გარკვეული გარანტიები მიიღო ალბათ?

- მაგრამ შევარდნაძეს ხომ არავინ არ მოუკლავს.

- ამის და მიუხედავად საქართველოში მას გამსახურდიას ლიკვიდაციაში სდებენ ბრალს, დაკითხვებზე იბარებენ.

- ყოველ შემთხვევაში, ამის პირდაპირო მოწმეები არ არსებობენ. შევარდნაძემ გარანტიები იმის სანაცვლოდ მიიღო, რომ მან პირობა დადო არ გაეცა ძალის გამოყენების ბრძანება. შესაძლოა, რაღაც მომენტში, როდესაც დაიწყება არეულობა, მშვიდად წასვლის სანაცვლოდ სააკაშვილმაც მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ, როგორც წესი ისინი გარანტიების სხვა ადამიანებისგან იღებენ. შედეგ კი ლიდერები იცვლებიან.

- საქართველოს საგარეო საქმთა მინისტრის მოადგილემ იმავე ბრიფინგზე განაცხადა, რო უკრაინა არასოდეს არ წავა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

- ბევრ რამეში ვეთანხმები. მაგრამ, ალბათ აქ სიტყვა რასდროს - შეუფერებელია. არასდროს - ეს ძალიან ხმამაღალი სიტყვაა. მაგრამ, უახლოეს მომავალში რათქმაუნდა ეს არ მოხდება. პირველ რიგში, უკრაინას თავად აქვს პრობლემები რეგიონებთან, რომლებსაც არნაირ სიხარულს არ ანიჭებთ უკრაინის შემადგენლობაში ყოფნა. ამიტომაც სეპარატიზმის წახალისება - უკრაინის ინტერესებში არ არის. მეორეს მხრივ, უკრაინას კარგი ურთიერთობები სჭირდება დასავლეთთან, განსაკუთრებით რუსეთთან აშკარად გაუმჯობესებული ურთიერთობების ფონზე. დასავლეთს არც ისე მოეწონება, თუ კი ისინი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებენ. და მესამეც - რუსეთსაც არ სჭირდება უკრაინის მიერ ამ რესპუბლიკების ცნობა. რაში გვჭირდება ჩვენ ეს? ჩვენ გვესაჭიროება ბელორუსიის აღიარება, იმისთვისხ რომ ეს რესპუბლიკები რუსეთ-ბელორუსიის მოკავშირე სახელმწიფობი გახდნენ. თუ კი ყველა აღიარებს აფხაზეთს, მაშინ ის მრავალვექტორული პოლიტიკის განვითარებას შეძლებს. რაში გვიჭირდება ჩვენ ეს? მათ არავინ სცნობს ჩვენს გარდა, ამიტომაც ისინი თითქმის სრულიად ჩვენს ხელში არიან.

Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100