RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ჩარევა პუტინურად

26.05.2010  |  10:18

6059.jpegრუსთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ოპოზიციასთან კონტაქტებს არ მიიჩნევს საქართველოს საქმეებში ჩარევად. მისი შეხედულებით, ეს მხოლოდ და ხმოლოდ ხალხებს შორის მეგობრობის გამოვლინებაა, რომელიც ასე ძლიერ დააზარალა მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ. თუმცა, რუსი ექსპერტების აზრით ამ გზით სრულად შეუძლებელია საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა. თბილისში კი იმაზე მიუთითებენ, რომ რუსეთი საკმაოდ უხეშად ერევა საქართველოს პოლიტიკაში, მაგრამ სულ სხვა სახით.

მოსკოვი არ აპირებს საქართველოს საშინაო სამქეებში ჩარევას, განუცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს.

„საქართველოს ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ საზოგადოებას მშვენივრად ესმის: როგორც მინიმუმ აუცილებელია ნორმალური სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარება",- განაცხდა რუსეთის მეორე პირმა( ზოგიერთის აზრით კი პირველმა).

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ქართულმა და დასავლურმა გამოცემებმა არაერთხელ ამხილეს პრორუსული კანდიდატების წამოყენებაში საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. რუსეთის სპეც-სამსახურების ფავორიტად ხან პეტერბურგელ ბიზნესმენ ალექსანდრე ებრალიძეს ასახლებდნენ, ახლა კი ეჭვის თვალით აკვირდებიან მოსკოვში, ოპოზიციონერ ზურაბ ნოღაოდელის და ნინო ბურჯანაძის გახშირებულ ვიზიტებს.

არავის არ სჯერა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე დარჩენილ ერთადერთ „ფერად" ლიდერს, რუსეთი არ შეცვლის თავის მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი ადამიანით. ამიტომაც ოპოზიციონერთა რუსული ვოიაჟებიც, სახელმწიფო გადატრიალების მზადებად განიხილება.

თუმცა, პუტინმა უარყო ეს ეჭვები. მისთვის საქართველოს პარლამენტის ექს-თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი - „კარგი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველოსთან ნორმალური სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები დამყარდეს". სპიკერი ხომ „პოლიტიკურად ახლოს იყო მმოქმედ პრეზიდნტთან" და იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდა „რომლებთანაც სულ ცოტა ხნის წინ, ძალიან რთული იყო საუბარი". ახლა კი, შესაძლებელი გახდა მასთან საერთო ენის გამონახვა.

და მაინც, თუ კი ხელისუფლებაში პრორუსული პოლიტიკოსები მოვლენ, ეს არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ვისაუბროთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების სწრაფ ნორმალიზაციაზე, ფიქრობს სერგეი მიხეევი, ფონდ „პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის" გენერალური დირექტორის მოადგილე. ის პუტინის მსგავსად არ თვლის, რომ ოპოზიციასთან კონტაქტები, საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას ნიშნავს.

- ისინი თავისუფალი ადამიანები არიან, თავისუფალ ქვეყანაში. ისინი ჩადიან იქ სადაც სურთ და ხვდებიან იმ ადამიანებს ვისაც სურთ. მე არ ვიცი როგორ შეიძლება ამის ჩარევად შეფასება. ეს ყველგან ხდება. ბოლოს და ბოლოს, იგივე ქართველი ჟურნალისტები ან დიპლომატები მუშაობდნენ ან მუშაობენ მოსკოვში და ხვდებოდნენ იმ პიროვნებებს, ვისთანაც შეხვედრას თვლიდნენ საჭიროდ. ეს ხომ არ ფასდებოდა რუსეთის საშინაო სამქეებში ჩარევად? ჩვენ ადრე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ვხვდებოდით.

- საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ ქართველები უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების „გვერდის ავლით" კონტაქტებით. მაგრამ, ამავდროულად ისინი მიესალმებიან ავიაკავშირის აღდგენას, ადრე კი მიესალმებოდნენ ცხინვალიდან ქართველი მოზრდების გათავისუფლებას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რუსეთმა ქართველბის გულიკენ იპოვნა გზა?

- სინამდვილეში, სიტუაცია კვლავაც ძალზე რთულია, მისი სერიოზული გაუმჯობესება ჯერჯერობით არ არის მოსალოდნელი. ტერიტორიული საკითხი, დიდი ხნით დაფიქსირდა. მე ვერ ვხედავ სტატუს-ქვოს შეცვლის საშუალებას. მაგრამ, ეს არ გამორიცხავს კონტაქტებს და გარკვეულ პრაქტიკულ საკითხებს.

- რა კომენტარს გაუკეთებდით ჭორებს იმის შესახებ, რომ სააკაშვილი თავად დაეძებს კონტაქტებს მოსკოვთან?

- მე ამის შესახებ არანაირი მოაცემები არ მაქვს. შესაძლებელია. სააკაშვილი როდესღაც ცდილობდა კრემლთან კონტაქტის დამყარებას, მაგრამ ჩვენთვის ძალიან უცნაურ პირობებზე. შესაძლოა ის მართლაც ეძებს კონტაქტს. მაგრამ ერთადერთი კონტაქტი, რომლებსაც სიტუაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია - ეს პუტინია ან მედვედევი. ამ ადამიანებთან კი მან, ურთიერთობები გაიფუჭა. ამიტომაც იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის მთავრობის წევრებზე გავა, ეს არაფერს არ მოუტანს მას. ყველაფერი ფუჭი იქნება.

- თქვენ მოისმინეთ პოლონეთის ექს-პრეზიდენტის ალექსანდრე კვასნევსკის ფრაზა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის მოპლაპარაკებებისთვის, წინაპირობების გარეშე. თუმცა, ეს ფრაზა შემდგომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უარყო, მაგრამ შეიძლება მთავრობა ფიქრობს დროებით გადადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხი?

-თუ კი ისინი მომავლისთვის გადადებენ ამ საკითხს, ანუ უახლოესი 100 წლით, მაშინ შესაძლოა საუბრის თემაც გამოჩნდეს. მაგრამ მე ეჭვი მეპარება, იმიტომ რომ სააკაშვილისთვის ეს, სრული დამარცხების აღიარება იქნება.

ქართველი ექსპერტი მამუკა არეშიძე, არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიის სტარტეგიული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელი, სწორედ ასე მოქცევას ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას - რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ რუსეთთან მოლაპარაკება ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის მოლოდინის გარეშე. რაც შეეხება კრემლის ჩარევას საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, არეშძიძის თქმით ეს ძლიერ იგრძნობა საქართველოში და არა მხოლოდ იმ პარტიებში, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ მოსკოვთან.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100