RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო „გაქართველების“ მცდელობაში

26.05.2010  |  10:22

6060.jpegქართველი სომხები შეშფოთებას გამოხატავენ რესპუბლიკაში ნაციონალიზმის აყვავების გამო. სპეციალისტების აზრით, საქართველო ცდილობს საკუთარი სახელმწიფო მონოეთნიკურად გაადააქციოს, დასახული მიზნის მიღწევა კი ხალხების ასიმილაციის გზით სურთ. „გაქართველების" პოლიტიკის შესახებ GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი საქართველოში მცხოვრებ სომხებს და რესპუბლიკაში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, 1926 წლიდან 2002 წლამდე ქართველების პროცენტული მაჩვენებელი რესპუბლიკაში 54 -იდან 83 - ამდე გაიზარდა. ამასთან ერთად სწრაფად მცირდება საქართველოში მცხოვრები, სხვა ნაციონალობის წარმომადგენელთა რიცხვი. მაგალითად, სომხური მოსახლეობა ქვეყანაში მცხოვრები საერთო რიცხვიდან, 80 წლის განმავლობაში 18-იდან 6 პროცენტამდე შემცირდა.

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფონდის „ნორავანიუ"-ს ექსპერტი თამარა ვადანიანი თვლის, რომ ნაციონალურ უმცირესობათა ზემოთ აღნიშნული პრობლემები საქართველოში. დაკავშირებულია რესპუბლიკის მისწრაფებაში ააშენოს ნაციონალური სახელმწიფო. „იმისთვის რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს, ქართველებმა ორი გზა აირჩიეს - ასიმილაცია და ემიგრაცია. ამჟამად სულ უფრო ხშირად ცდილობრნ ამის ასიმილაციის გზით გაკეთებას".- მის ციტირებას ახდენს „კავკაზსკი უზელ".

არასახარბიელო სურათს ისიც ემატება, რომ 86 ათასიანი სომხური სათვისტომოს ინტერესების იგნორირება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელიც 30 მაისს ჩატარდება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ავტორიტეტული პარტიების სიებში არცერთი სომეხი არ არის. არც მმართველი ნაციონალური მოძრაობის სიებში არიან ისინი.

თბილისელ სომეხთა ასამბლეის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ ამგვარი მიდგომა არ შეესაბამება მრავალკუტურული და მრავალნაციონალური ქალაქის ტოლერანტულ პრინციპებს და ხელს არ უწყობს ეთნიკური სომხების პოლიტიკურ და სამოქალაქო მონაწილეობას.

საქართველოში სომხების პრობლემებზე და რესპუბლიკაში აყვავებულ ნაციონალიზმზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი თბილისელ სომხებს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაესაუბრა.

არნოლდ სტეპანიანი, საზოგადოებრივი მოძრაობა „მრავალნაციონალური საქართველო"-ს თავმჯდომარე.

90-იანი წლების შემდეგ საქართველოში ნაციონალიზმმა იკლო, მაგრამ უკანასკნელ პრიოდში, კვლავ შეიმჩნევა ნაციონალისტური განწყობილებების ზრდა. ამას საჯაროდ გამოხატავენ და მე შემიძლია ამის დადასტურება. უფრო მეტიც, ამჟამად ქვეყანაში არსებობს აგრესია ეგერეთ წოდებული ახალი უმცირესობების მიმართ, მაგალითად ჩინელები.

სპეციალურ ქსელში როგორიცაა Facebook სულ უფრო მეტი ჯგუფები იქმნება, რომელბიც ნაციონალისტურად არიან განწყობილნი და შეურიგებლობისა და ფაშიზმის პროპაგანდირებას ეწევიან. ახლახანს გამოვიდა წიგნი „გიტლერი", რომელშიც ფაშიზმი აღწერილია ისეთ წყობილებად, რომელსაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური სისტემის შეცვლა შეუძლია, თანაც დადებით კონტექსტში. მე არ ვიცი რატომ გამოსცეს ეს წიგნი სწორედ ახლა. ასევე ხშირია სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები გაზეთებსა და ტელევიზებში. მაგალითად, ერთერთი ცენტრალური კომერციული ტელერახის პროგრამის მიმდინარეობისას ერთერთ მონაწილეს ჰკითხეს, ხომ არ რცხვენია მას მისი სომხური წარმოშობის. ამიტომაც ახლა თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ საქართველოში ნაციონალიზმი ძალას იკრებს.

რაც შეეხება სტატისტიკას, მე მაგალითად მას არ ვენდობი. და იმიტომ არა, რომ ის რაღაც გაუგებარ ტენდენციებს გვაჩვენებს, არამედ იმიტომ რომ, მე არ ვიცი როგორ მუშაობენ მასზე. ის მონაცემები, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტი აქვეყნებს, ძალზე შორსაა რეალობისგან. თუმცა მე შემიძლია დავადასტურო, რომ სმოხების რიცხვი საქართველოში ორჯერ შემცირდა, მაგრამ არამარტო მიგრაციის ხარჯზე, არამედ იმის ხარჯზეც, რომ სათვალავში არ იღებენ აფხაზ სომხებს. თუმცა რესპუბლიკაში ქართველთა რაოდენობამაც საგრძნობლად იკლო. ჩემის აზრით, მონაცემები ქართველების შსახებ იმიტომ გაზარდეს ხელოვნურად, რომ აღწერის შემდეგ მალევე არჩევნები იყო დაგეგმილი.

-რა არის იმის მიზეზი, რომ 30 მაისის არჩევნებზე არცერთ პარტიაში არ არის არცერთი სომეხი?

-მე მინდა ვიფიქრო, რომ ეს არაპროფესიული მიდგომა და სისულელეა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს საქართველოში მცხოვრები სომხების შეურაცხყოფაა. მმართველი პარტიის სიაში არიან ეთნიკური აზერბაიჯანელები, მაგრამ არ არიან სომხები. მაშინ როდეასც თბილისში მათი რაოდენობა 12-ჯერ მეტია. ამასთან ერთად ოპოზიციურ ნაციონალურ საბჭოში არ არის ნაციონალური უმცირესობის არცერთი წარმომადგენელეი. სინანულით გვიხდება იმის კონსტატირება, რომ თბილისის საკრებულოში არცერთი სომეხი არ იქნება, თუმცა საქართველოს დედაქალაქში სომეხთა რაოდენობა 8 პროცენტს შეადგენს. და მართალია ხელსიუფლება ბევრს საუბრობს საქართველოს მარავალნაციონალურობაზე და მეგობრულო თანაცხოვრებაზე, რეალურ პოლიტიკაში ეს განცახადებები არ აისახება.

ვფიქრობ, რომ შექმნილი სიტუაცია - არ არის მხოლოდ ხელისუფლების შეცდომა. პირველ რიგში, ეს საზოგადოების შეცდომაა, რომელმაც ჯერაც ვერ მოილაპარაკა იმის შესახებ, თუ რომელი ფორმულა აირჩიოს საკუთარი აღმშენებლობისათვის. ჩვენ მუდმივად ძიების პროცესში ვართ და ყველაზე უარესი ის არის, როცა ეს ძიება ჩიხში შედის და ჩვენ არ გვსურს ამის გაცნობიერება. ჩვენ არ ძალგვიძს იმის შეგნება, რომ 21-თე საუკუნეში ვცხოვრობთ, რომ ჩვენი საზოგადოება მართლაც მარავალნაციონალურია და მრავალკულტურული. ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია, ქვეყნის მომავლის ასაშენებლად. სანამ ჩვენ აქამდე არ მივალთ, ჩვენს საზოგადოებაში ეთნოსებსშორის ურთიერთოებთან დაკავშირებული, დიდი პრობლემები იქნება.

რუბენ ელჩიანი, სომხური ნაციონალური უმცირესობის წარმომადგენელი, უმუშევარი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100