RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სიცრუის დაუმარცხებელი გენიოსი

28.05.2010  |  11:43

6079.jpegსაქართველო ყოველთვის ამრცხებდა თავის მტრება, ამტკიცებს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სახელმწიფოს მეთაურმა, რომელიც გორში პირველივე გასროლის ხმაზე დაცვის ტყვიაგაუმტარ ჟილეტებს ეფარებოდა და საკუთარ არმიასთან ერთად ქვეყნის შუაგულმადე იმაზე ადრე დაიხია, ვიდრე რუსეთის ჯარები ჩააღწევდნენ გორამდე, გუშინ დიდი აღლუმი ჩაატარა. სამხედრო ტექნიკის და ნატოს ფორმებში გამოწყობილი ჯარისკაცების დანახვამ ორატორი ტრაბახის ხასიათზე დააყენა, რსაც GeorgiaTimes-ის თანამოსაუბრეები უმეცრებად და სიცრუედ თვლიან, მაგრამ, პოლიტიკური ჯამბაზისთვის სრულიად ორგანულად მიიჩნევენ.

რუსთავლეის პროსპექტზე აღლუმის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამინებისთვის ძეგლის გახსნის დროს მიხეილ სააკაშვილმა უმარავი ლამაზი სიტყვა თქვა: თავისუფლების სიყვარულზე, საუკუნეების განმავლობაში ქართველი ხალხის სიმამაცესა და გამძლეობაზე. სწორედ ამ თვისებების გამო გაუძლო ამ ქვეყანამ საუკუნეებს და გადარჩა. საქართველომ, მიხეილ სააკაშვილის თქმით უამრავ შემოსევას გაუძლო, მგრამ დამოუკიდებელი დარჩა.

„ჩვენი ნაცია ვერ შეეგუა ღორსებისა და პატივის აყრას, არ მოიშალა ოცნება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე, ყოველთვის ამრცხებდა მტერს და ისე გაიმარჯვა, რომ ისნი ყველანი გადაშენდნენ, მათი ადგილი მხოლოდ ისტორიის ფურცლებზეღა დარჩა".- განაცხადა პრეზიდენტმა.

თუმცა სიმართლე რომ ითქვას სპარსების და თურქების დამარცხებაში ქართველებს რუსეთის იმპერიის ჯარი დაეხმარა. რაც შეეხება ამჟამინდელ დემოკრატიულ რუსეთს, სააკაშვილის რწმენით „მთავარ მტერს", ის სულაც არ გადაშენებულა და დაამარცხა კიდეც საქართველო 2008 წლის აგვისტოში.

თუმცა, აგვისტოს მოვლენები თბილისში, დიდი ხანია უკვე დამარცხებად კი არ არის გამოცხადებული, არამედ გამარჯვებად. რომლის შედეგადაც, პრეზიდენტის აზრით, მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველო ოკუპირებულია. ამავე უკუღმართი ლოგიკის მიხედვით, იმ ჯარისკაცებმა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების ავანტიურის დროს დაიღუპნენ და სამარადისოდ ჩაიბეჭდა მათი სახელები ესპანელის მიერ დამზადებულ სტელაში, შეაჩერეს რუსეთის ჯარი, რომელსაც თითქოს და თბილისის დაპყრობა სურდა. „2008 წელს ჩვენს ჯარისკაცებს ასე გმირულად რომ არ ებრძოლათ მტერთან, პუტინის გეგმა განხორციელდებოდა და დღეს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი აღარ იარსებებდა. ახლა ჩვენ 26 მაისს კი არ აღვნიშნავდით, არამედ ოკუპაციის დღეს".- განაცხადა გუშინ სააკაშვილმა.

სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ბავშვებთან ერთად , რომლებიც ნაციონალურ დროშებს აფრიალებდნენ - ტრიბუნაზე მდგარმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დამოუკიდებლობას - „საერთო კავკასიური ოცნება" უწოდა. მან ქანდაკებაზე გრავირებული რუსეთთან მემომრების სახლებეზე მიუთითა და განმარტა, რომ „ყველა უნდა იყოს მზად საკუთარი სამშობლოსთვის დაეცეს, რათ ჩვენი სახელები ამ მონუმენტზე დარჩენილ ცარიელ ადგილებზე დაიწეროს".

ოპოზიციამ იგნორირება გაუკეთა აღლუმსაც და სტელის პრეზენტაციასაც, მაგრამ წინააღმდეგაც არ გამოსულან. გადაწყვიტეს არ გაენაწყენებინათ არმია და პრეზიდენტის შიზოფრენიისთვის მიეცათ გასაქანი, ასე განგვიმარეტა მოძრაობა „დაიცავი საქართველოს" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ.

ოპოზიცია სერიოზულად არ აღიქვამს იმას, რაც სააკაშვილმა აღლუმზე განაცხდა. „ჩვენს სამშობლოს სათავეში ჯამბაზი უდგას და რასაც ის ლაპარაკობს, არავის არ აღელვებს. თავის მმართველობის პერიოდში, მას არცერთხელ არ უთქვამს სიმართლე".- განუცხადა GeorgiaTimes-ს კონფლიქტების დარეგულირების დარგში საქართველოს ექს-მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ. თუმცა მან არ უარყო ის, რომ მისმა ქვეყანამ მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მარავალი თავდასხმა გადაიტანა მეზობელი იმპერიებისგან და ყოველთვის ის როგორღაც იგერიებდა მათ.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქვეყნის ერთი მესამედი ოკუპირებულია რუსეთი ჯარების მიერ, საქართველო - დამოუკიდებელი ქვეყნაა. მაგრამ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს სააკაშვილთან. მასთანაა დაკავშირებული ოკუპაცია, იმიტომ რომ მან შექმნა იმის ყველა წინაპირობა, რომ რუსული ინტერვენცია მომხდარიყო.

-თქვენ ეთანხმებით მის ნათქვამს, რომ რუსეთის ჯარები თბილსის დაპყრობას აპირებდნენ და რომ არა ქართული არმია...

-მე საერთოდ არ ვაპირებ მისი გამონათქვამების კომენტირებას. რაც შეეხება რუსეთის მიზნებს, რუსეთის საოკუპაციო ნაწილებს თბილისში შემოსვლა, რომ ნდომებოდათ ისინი შემოვიდოდნენ. გზა ხსნილი იყო, სააკაშვილის მთელი გარემოცვა, მისი თამადობით გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ჯერ კიდევ ივნისში ცნობილი იყო, რომ რუსეთის მხრიდან თავდასხმა მზადდებოდა, ამის მიხვედრა ჩრდილო კავკასიაში ჯარების გადაადგილებითაც შეიძლებოდა, მაგრამ ამისთვის მთავრობა რანაირად არ მოემზადა და მოვა დრო, როცა ამისთვის ყოველი მათგანი აგებს პასუხს სასამართლოში.

სხვა ქართველი ოპოზიციონერი, „ალიანსი საქართველოსთვის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე - საკუთარ პარადისადმი უარყოფით დამოკიდებულებას იმით ხსნის, რომ ქვეყანა ახლა რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ამას გარდა, მას აფხაზების და ოსების ნდობის დაბრუნება ესაჭიროება და არა მათი დაშინება, იარაღის მორიგი ჟღარუნით.

ჩვენთან ძალიან დაძაბული სიტუაციაა. სააკაშვილი ექსცენტრიული პოლიტიკური მოღვაწეა და ჩვენ იმისთვის ვიბრძვით, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს. არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, იმისთვის რომ ხელისუფლება შეიცვალოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100