RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ჰალსუხის ჭამა განუკურნებელია

31.05.2010  |  09:28

6087.jpegსაქართველოს პრედზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ჰალსტუხის შეჭმის პიობას დებს, თუ კი მას დაუმტკიცებენ, რომ არსებობს ბათუმზე უფრო ლამაზი ქალაქი. და ვინაიდან მსოფლიოში ამგვარი არქიტექტურულ-ბუნებრივი მარგალიტები არც თუ ისე ცოტაა, რაში სჭირდება სააკაშვილს კვლავ გაიხსენოს სამხრეთ ოსეთში დამარცხების სტრესული მდგომარეობა, ამას GeorgiaTimes-ი სპეციალისტებთან არკვევდა.

მხიარულთა და მიხვედრილთა კლუბში ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი „გრინფისმა" დაცვის ქვეშ აიყვანა. ვინაიდან ეს ეთადერთი ძუძუმწოვარია, რომელიც საკუთარი გარდერობის საგნებს ჭამს. საკუთარი უნიკალურობის დამტკიცება საქართველოს ლიდერმა კიდევ ერთხელ იმით სცადა, რომ პირობა დადო კიდევ ერთხელ ბისზე დაღეჭოს მამაკაცის გარდერობის საგანი, თუ კი ვინემ დაამტკიცებს, რომ ბათუმზე ლამაზი ქალაქი არსებობს.

ადგილობრივ მოსწავლეებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილი სიამაყით ამბობდა, თუ როგორ სწრაფად ვითარდება აჭარის დედაქალაქი. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფელბაში მოსვლამდე და დრაკონის სახით ასლან აბაშიძის განდევნამდე, ქალაქში არ იყო ლამაზი მოედანები, არც თანამედროვე სასტუმროები, პერიოდულად ელექტრობაც - ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა.

„ მრავალს ამის არ სჯერა, სააკაშვილმა ტვინი შეჭამა ზღაპრების მოყოლით, რომ ბათუმი 300 ათასიანი ქალაქი გახდება, რომ ბათუმში მოსკოვზე მეტი სასტუმროები იქნება, რომ ის მეორე მონაკო ან სან-ტროპე გახდება... ვისაც არაფრის არ სჯერა, საკუთარ ტელეკომპანიებში ჯდომა შეუძლიათ და იმის საუბარი რაც სურთ. მაგრამ ბათუმის ახალ ტბაში ბაყაყები გაცილებით უფრო ლამაზად ყიყინებენ, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი ვინც ტელევიზიით გამოდის".- საკუთარი შეგრძნებები გაუზიარა თანამემამულეებს მიხეილ სააკაშვილმა.

„თუ კი სადმე შავ ზღვაზე არსებობს კიდევ ასეთი სილამაზე, მე შემიძლია ჩემი ჰალსტუხი მეორედ შევჭამო",- დაასკვნა მან და სკოლა დამთავრებულთა მქუხარე აპლოდისმენტები გამოიწვია ამით.

მიხვდენენ თუ არა სკოლის მოსწავლეები, რომ მათ წინაშე ნამდვილი პრეზიდენტი გამოდის და არა პაროდისტ-სატირიკოსი? და დაუსვეს თუ არა საკუთარ თავს კითხვა, რატომ უყვარს სახელმწიფოს მეთაურს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებზე, საკუთარი პანიკური რეაქციის გახსენება, როდესაც წამყვანმა დასავლურმა ტელევიზიებმა ის ჰალსტუხის ღეჭვისას აჩვენეს?

„ რათქამუნდა ასეთ დროს, უნებლიედ შეიძლება შეჭამო საკუთარი ჰალსტუხი",- განაცხდა სააკაშვილმა ომიდან რამოდენიმე თვის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ დეპუტატები შეაშფოთა.

„მაგრამ ჩემი და ჩვენი შიში და ჩვენი ზურგი მტერს არ უნახავს და არც არასოდეს ნახავს".- დაამატა პრეზიდენტმა, რაც აფსოლუტური ჭეშმარიტება იყო: რუსეთის ჯარებს არ უნახავთ თბილისისკენ უკან დახეული არმიის ზურგი - მხოლოდ ტერფები ელავდნენ და სამხედრო მანქანების კვამლი მოჩანდა შორიდან.

ჰალსტუხთან დაბრუნება კი, მას არარერთხელ მოუწია ფიქრებით.

2009 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა იალტაში უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს ჰალტუხების გარეშე შეხვედრა ურჩია, კიევში სააკაშვილის მიღებისას. „ჰალსტუხები ახლა ფასეულია... ალბათ თქვენ ჩემი გესმით",- განაცხდა რუსეთის პრემიერმა, ჟურნალისტების სიცილის თანხლებით.

სააკაშვილმა მეორე დღესვე იპოვნა საჭირო პასუხი ამაზე:" ადრე პუტინი ჩემი სხეულის სხვა ნაწილებს ემუქრებოდა და მე უფრო მშვიდად ვიქნები, თუ კი ის უფრო ზემოთ გადაინაცვლებს", ის რუსეთის პრემიერის დაპირებაზე მინიშნებდა მისი „კვერცხებით" დაკიდების შესახებ, რომელიც დასავლური პრესის ინფორმაციით, პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მისცა 2008 წლის აგვისტოში.

საქართველოს პრეზიდენტის კიევში ვიზიტის შედეგების მიხედვით, ანეკდოტი გაჩნდა: „რატომ არ შეჭამა სააკაშვილმა კიევში საკუთარი ჰალსტუხი? იმიტომ, რომ ის მწვანეა და ჯერ კიდევ არ დამწიფებულა".

ახლა როდესაც ჰალსტუხი მომწიფდა, მიხეილ სააკაშვილი კი კვლავ არასასურველია პოსტიდან მისი უახლოესი ჩანაცვლების ჭორების გამო, თავისივე თამებრძოლების მიერ, ის მადიანად უცქერის საკუთარი ქვეშევრდომების სამოსს.

საკუთარი ოპოზიცია ამჯობინებს ხელი არ შეუშალოს პრეზიდენტრის შიზოფრენიულ გამოხტომებს, თუმცა დაპირებების შესრულებას და ნარკოტიკზე ტესტის ჩაბარებასაც ითხოვს. ექს-მინისტრი გოგა ხაინდრავა ამტკიცებს, რომ სააკაშვილი კოკაინს მოიხმარს.

რუსი სატირიკოსები საკუთარი კომპეტენციის სფეროში აღარ განიხილავენ, საქართველოს პრეზიდენტის ემოციონალურ მდგომარეობას. „მე არ ვიზიარებ ამ კომიკურ დამოკიდებულებას, ნებისმიერი ნერვული გარღვევის მიმართ. მე სულაც არ მეცინება იმაზე, რომ ადამიანი ემოციების მოჭარბებისგან ასე მოიქცა. ორ წელიწადზე მეტი, ამის გამო სიცილის საბაბს ვერ ვხდეავ",- განუცხადა GeorgiaTimes-ს ეფიმ შიფრინმა.

ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ ფსიქოლოგისთვის მიგვემართა. თუმცა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე განგვიმარტეს, რომ სააკაშვილის მიერ ჰალსტუხი ჭამის შესახებ შეხსენებები, ავადმყოფობის მაჩვენებელი კი არ არის, არამედ ცუდი ტონის გამოვლინებაა ბავშვობაში მიღებული ცუდი აღზრდის გამო. და ეს - გამოსუწორებელია, თვლის კათედრის გამგე ელენა შესტოპალი.

-მე ვფიქრობ, რომ ეს არა არის დიდი გონების მაჩვენებელი. აქ არ არის საჭირო იყო ფსიქოლოგი, იმისათვის რომ მიხვდე, ამ ადამიანს აქვს გარკვეული სახე, რომელიც მას აინტერესებს და რატომღაც ჰალსტუხი მასში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს. მაგრამ ეს ყველაფერი, პოლიტიკურად არამტკიცე მოქმედებას ადასტურებს. დიდი პოლიტიკური გამოცდილების ადამიანი, რომელსაც საუკეთესო აღზრდა აქვს მიღებული, ასე არასოდეს არ იტყოდა. ეს არ არის მის რაიმე კომპლექსებთან დაკავშირებული ან კიდევ სხვა რამესთან. ეს არასაკმარისი აღზრდის ბრალია.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100