RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ექსპერტები ოპოზიციას ადანაშაულებენ

01.06.2010  |  17:54

6101.jpegკითხვაზე, თუ როგორ მოახერხა უპასუხისმგებლო სააკაშვილმა 2008 წლის ომის შემდეგ ჩატარებული პირველი არჩევნების მოგება, ექსპერტები გვპასუხობენ: ოპოზიცია უფრო სუსტი აღმოჩნდა თავისი დაქსაქსულობის გამო. ხალხმა უკვე ნაცადი პოლიტიკოსები არჩია. ამასობაში კი ხმების დათვლა და საჩივრების მიღება გრძელდება. ჯერ ადრეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის საბოლოო გამარჯვების ზეიმი.

თავდაპირველად, თბილისის მხოლოდ ერთ უბანში მოახერხა დავით საგანელიძემ, "ახალი მემარჯვენეების" წევრმა ნაციონალური მოძრაობის წევრისთვის პირველობის ჩამორთმევა, თუმცა, რამდენიმე საათის შემდეგ ის მაინც დამარცხდა - ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ხმების 16 პროცენტი მოემატა და დაწინაურდა.

სხვა შემთხვევებში ნაციონალები პირველივე მონაცემების მიხედვით იმარჯვებდნენ. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ მიიღო ხმების 53,5 პროოცენტი, ხოლო ირაკლი ალასანიამ - 20.

საქართველოს პროვინციებში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა ნაციონალური მოძრაობის წარმატებები - 61,2 პროცენტი. ქრისტიან-დემოკრატები ჯერჯერობით ალიანსს უსწრებენ ნახევარი პროცენტით. თუმცა ხმების დათვლა გრძელდება.

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებს დემოკრატიული უწოდა. ევროკავშირის დამკვირვებლებმა აღნიშნეს პროგრესი 2008 წლის შემდეგ. "ის რაც მე და ჩემმა კოლეგებმა რამდენიმე უბანზე ვნახეთ, ადასტურებს იმას, რომ არჩევნები კარგად იყო ორგანიზებული. უცილებელია იქ მომუშავე ხალხის პროფესიონალიზმის აღნიშვნა, თუმცა იყო ძალიან უმნიშვნელო დარღვევები",- უთხრა ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა პერ ეკლუნდმა.

მხოლოდ ეუთოს მისიამ ცათვალა საჭიროს, რომ აღფრთვანების ნაცვლად მიეთითებინა დარღვევებზე: ბიულეტენის ჩაყრა და აურზაური ხმების დათვლის დროს.

თუმცა მთლიანობაში იქმნება სამართლიანი არჩევნების ჩატარების ატმოსფერო. შეესაბამება თუ არა ეს საზოგადოებაში მიღებულ აზრს?

პოლიტოლოგი გიორგი ხუხაშვილი თვლის, რომ არჩევნებს შეიძლება ეწოდოს პატიოსანი. თუკი გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ, ამაში დამნაშავე მხოლოდ ოპოზიცია იქნება. არც ერთი არჩევნები არ ტარდება გაყალბების გარეშე, ზოგიერთი წვრილმა შეუმჩნეველი რჩება ხოლმე დამკვირვებლებისთვის, თვლის რუსლან ხარაბუა, დსთ-ს ქვეყნების კავკასიური ინსტიტუტის განყოფილების თანამშრომელი. თავის მხრივ ქართული სტრატეგიული კვლევებისა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი არ ჩქარობს დასკვნების გაკეთებას, რადგანაც გრძელდება საჩივრების განხილვის პროცესი.

ხუციშვილი: ეს არჩევნები ყველა წინამორბედისგან განსხვავდება, რადგანაც ძალიან ორგანიზებულად და მშვიდად ჩატარდა. თუმცა, დარღვევებიც იყო. ძირითადად პროვინციებში და არა დედაქალაქში. დედაქალაქში თავად ამომღეცვლებიც და დამკვირვებლებიც აღნიშნავენ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდა. მე ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი არის ყველა ძველ არჩევნებთან შედარებით.

ხარაბუა: თუკი ყველა ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე ვისაუბრებთ, ყოველთვის ხდება ჩვეულებრივი თვალისთვის შეუმჩნეველი თაღლითობები. მთელი სისტემის გასაგებად მასში უნდა მონაწილეობდე. საქართველოში, სადაც უკვე ჩატარდა სახელმწიფო ორგანოების არჩევნები თითქმის ორი წლის წინ, არასოდეს აუვლიათ გვერდი ამ ტაღლითობებისთვის. ოპოზიციაც სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ეს ფაქტები ამხილოს. თუმცა ეს ყველაფერი ყოველთვის როდი მიდის დამკვირვებლებამდე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში იმყოფებიან. საქართველო არჩევნების დროს სერიოზული "ტყუილის" ერთ-ერთი მაგალითია. საუბარი იმაზე, რომ არჩევნები სამართლიანად,ყოველგვარი დარღვევის გარეშე ჩატარდა, გულახდილად რომ ვთქვა, პრაქტიკულად შეუძლებელია.

მენაღარიშვილი: იმას, რომ ამ არჩევნების გარკვეული ეტაპები ადრინდელთან შედარებით უკეთ იყო ორგანიზებული, ბევრი აღნიშნავს. რაც შეეხება საბოლოოდ შეფასებებს, უკეთესია შედეგებს და პროცესის დასრულებას დაველოდოთ. მხარეების მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვა, ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. ვისურვებდი, რომ ყველაფერი ექსცესების გარეშე დასრულდეს, თუმცა არავინ იცის ეს ასე მოხდება, თუ არა. არსებობს იმის შანსი, რომ ამ არჩევნებს ეწოდოს სამართლიანი და დემოკრატიული.

-რისი წყალობით იმარჯვებს მმართველი პარტია?

ხუციშვილი: მმართველი პარტია უმთავრესად იმიტომ იმარჯვებს, რომ ოპოზიცია არის სუსტი. არა იმიტომ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სარგებლობს ხალხში პოპულარობით. საქმე ისა, რომ ოპოზიციასთან შედარებით, ხელისუფლების პარტიამ შეძლო ხმათა უმრავლესობის შეგროვება. ოპოზიცია სუსტია, ვერ შეძლო გაერთიანება, რათა ერთიანი კანდიდატი წაეყენებინა. ძალიან ბევრი ხმა იყო ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც გაიყო. შედეგად, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოაგროვა ხმათა უმრავლესობა. მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ თავად ოპოზიციის საკითხია. მან ასეთ პრაქტიკულ მომენტებში უნდა შეძლოს გაერთიანება და ერთიანი კანდიდატის არჩევა , მაგრამ ეს არ მოხდა.

ხარაბუა: აქ რამდენიმე მომენტია. პირველ რიგში, მე უკვე ვისაუბრე არასამართლიან თამაშზე. თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიზეზია. მეორე ის არის, რომ ოპოზიციას ძალა არ აქვს, ის დაქუცმაცებულია. ოპოზიციაში არის სურვილი, ყველა პარტიას აქვს ძაა, მაგრამ მათი საერთო ძალა ნულოვან მაჩვენებელზეა. ეს დაყოფა მათ არ აძლევთ გამარჯვების საშუალებას. მათ წააგეს ადგილობრივი არჩევნები, წააგეს საპარლამენტო არჩევნები, წააგეს საპრეზიდენტო არჩევნები. ერთობის არ არსებობამ კვლავ მისცა სააკაშვილს გამარჯვების საშუალება.

მენაღარიშვილი: აქ ბევრი ფაქტორია. ხელისუფლებას უფრო დიდი და სოლიდური რესურსები ჰქონდა: ფინანსურიც და ადამიანურიც. ოპოზიცია კი დაშლილი იყო. ათ ვერ შეძლეს ერთ მუშტად შეკვრა. ჯერჯერობით დამარცხებულები სხვადასხვანაირად იქცევიან. თოფაძემ აღიარა წაგება. ბატონმა ჭანტურიამ უგულავას მიულოცა კიდევაც გამარჯვება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100