RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ხვანჭკარა ჩუმად ბრუნდება რუსეთში?

02.06.2010  |  10:19

6109.jpegრუსეთის სამომხმარებლო მეთვალყურეობის ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ ქართველ მეღვინეებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მათ მხოლოდ უნდა დაადასტურონ, რომ უკვე აღარ აწარმოებენ იმ ღვინოს, რომელსაც სტალინი სვამდა. ზოგი ექსპერტი თვლის, რომ ონიშენკოს ამ დეკლარაციას არაფერი მოყვება, ზოგი კი ურთიერთობების "დათბობას წინასწარმეტყველებს". ამასობაში კი, სანდო წყაროების ცნობით, ქართული ღვინო უკვე იყიდება მოსკოვში!

რუსეთი მზად არის ითანამშრომლოს ქართველ მეღვინეებთან. ამის შესახებ განაცხადა ამ დღეებში გენადი ონიშენკომ. მისი თქმით, არაფერია შეუძლებელი.

ონიშენკოს თქმით, ქართველმა მეწარმეებმა უბრალოდ უნდა თქვან: "ჩვენ გვსურს აღდგენა, ჩვენ დავამყარებთ წესრიგს". ამას გარდა, ონიშენკოს თქმით, მათ უნდა დაამტკიცონ, "რომ აღარ აწარმოებენ იმაზე 10ჯერ მეტ, ვიდრე რეალურად შეუძლიათ წარმოება, ექსკლუზიურ ღვინოს, რომელსაც სვამდნენ სტალინი და მეგობრები".

თუმცა ონიშენკო მსგავსი განცხადებით არაერთხელ გამოსულა. ამის შესახებ განაცხადა ქართველმა ეკონომისტმა გია ხუხაშვილმა:

-მე მსგავსი რამ რამდენჯერმე გამიგია. თანაც ონიშენკო გულისხმობს, რომ მოლაპარაკებები არა სახელმწიფო სტრუქტრურების გავლით, არამედ პირდაპირ ბიზნესმენებთან უნდა მოხდეს. ეს ცოტა უცნაური განცხადებაა. თუკი ჩვენ ვსაუბრობთ სტანდარტებზე, გაყალბებაზე, ბაზრის დაცვის მექანიზმებზე უნდა ვიპოვოთ შესაბამიდი სტრუქტურები ორივე მხარეს და არა ბიზნესმენები. როგორ შეძლიათ მათ გარანტიის მიცემა: პატიოსანი სიტყვით? თუ დედას დაიფიცებენ? ეს ყველაფერი რომ უფრო დამაჯერებელი იყოს ორივე ხარემ უნდა უზრუნველყოს ბაზრის დაცვა. მე ვფიქრობ, რომ ონიშენკოს ეს განცხადება სუფთად ფორმალურ ხასიათს ატარებს და არ აპირებე პრობლემების რეალურად გადაწყვეტას.

-2006 წელს ხომ იყო ფალსიფიკაციის ფაქტები, რაც გახდა კიდევაც აკრძალვის მიზეზი?

-ფალსიფიკაციის პრობლემა იყო. თუმცა გაყალბებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი მზადდებოდა ან რუსეთის ტერიტორიაზე, ან საქართველოსთვის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში. ამ პრობლემის გადაჭრა იყო საჭირო. ახლა საქართველოში ფალსიფიკაცია ფაქტიურად არ ხდება, რაც შეეხება ღვინოს. "ბორჯომის" თაობაზე კი ვფიქრობ, რომ ეს იყო გამოგონილი პრობლემა, რადგანაც "ბორჯომის" ფალსიფიკატი მზადდებოდა რუსეთში. ხოლო დანაშაულის სხვაზე გადაბრალება, ჩემი აზრით, არც ისე კორექტულია.

-არ გეჩვენებათ, რომ რომ ონიშენკოს ეს განცხადება იყო ნოღაიდელისა და სხვა ქართველი ოპოზიციონერების მოსკოვში ვიზიტის შედეგი?

-მე არ გავაზვიადებდი ნოღაიდელის მნიშვნელობას როგორც რუსულ, ისე ქართულ სინამდვილეში. იმედი მაქვს, რუსეთში ჭკვიანი პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც ესმით, რომ ნოღაიდელს არც პოლიტიკურ და არც ეკონომიკურ სფერაში რეალურად არაფრის შეთავაზება არ შეუძლია რუსეთისთვის.

-და სხვა ქართული ორგანიზაციები? რუსეთში მათი რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება...

-თუკი არსებობს რაიმე ბიზნეს-სტრუქტურები, სავაჭრო პალატები, მაშინ ამ დონეზე შეიძლება კონსულტაციების ჩატარება და საერთო ენის გამონახვა. რაც სეეხება ოპოზიციონერ პოლიტკოსებს, ვთვლი, რომ ამ დონეზე ასეთი სერიოზული საკითხები არ წყდება.

სხვა ქართველი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რუსეთი უბრალოდ იძულებული იქნება გააუქმოს აჯრძალვა იმასთან დაკავშირებით, რომ 1 ივლისიდან ძალაში შედის ბელორუსიასთან და ყაზახეთთან საბაჟო კავშირის ნორმები. ქართული პროდუქცია ამ ქვეყნების გავლით შეძლევს რუსულ ბაზარზე მოხვედრას, რადგანაც ის აკმაყოფილებს ბელორუსებისა და ყაზახების მოთხოვნებს.

ჩვენ ამის შესახებ აზრი ვკითხეთ ევგენი ფიოდოროვს - სახელმწიფო დუმის ეკნომიკური პოლიტიკის, მეწარმეობის და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარეს, ტექნიკური დარეგულირების კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს. ის ამტკიცებს, რომ ყაზახეთთან და ბელორუსიასთან ეკონომიკური საზღვრების გახსნა არ არის დაკავშირებული საქართველოდან ღვინის შეტანასთან. რუსეთში არსებობს სტანდარტები, რომლებსაც პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს. სამი ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნები იქნება შეთანხმებული 1,5 წლის განმავლობაში.

ხოლო მზიანი საქართველოს ღვინო, თქვა დეპუტატმა, უკვე არის რუსეთში თავისუფალ გაყიდვაში.

-არც ისე დიდი ხნის წინ მე ვიყიდე პირდაპირ გორიდან ჩამოსული ხვანჭკარისა და ქინძმარაულის მთელი ყუთი.

-მაშინ რატომ მოუწოდებს გენადი ონიშენკო ქართველ ბიზნესმენებს ღვინის ექსპერტიზაზე გაგზავნისკენ?

¬-კარგი ხარისხი საქართველოში წარმოუბული ღვინის მხოლოდ გარკვეულ ნაწილს აქვს. იმაზე, რომ ბევრი უხარისხო ღვინო არის, თუ გახსოვთ, თავად ქართული მხარეც საუბრობდა. მომწოდებლები ღვინოს აბარებენ ფიტოსანიტარულ კონტროლზე და თუკი ის შეესაბამება სახელმწიფო სტანდარტებს, მაშინ უფლებას აძლევენ რუსეთში გაყიდვისას და არა აქვს მნიშვნელობა, თუ სადაური ღვინოა - ქართული, ამერიკული თუ რაიმე სხვა.

როგორ შეიძლებოდა ჟურნალისტებისთვის შეუმჩნევლად შეპარულიყო ქართული ღვინო ბაზარზე? დავუშვათ, რომ ერთი ყუთი ღვინის შეტანა ჩვეულებრივად შეეძლოთ საქართველოდან წამოსულ მგზავრებს. მაგრამ თუკი ღვინო მართლაც ღიად იყიდება, მაშინ დეპუტატმა იყიდა ან ქართული ფალსიფიცირებული ღვინო, ან რუსეთში არალეგალურად შეტანილი საქონელი - ივარაუდა ანალიტიკოსმა მიხეილ კოლჩანოვმა.

-რუსეთში არ შემოდის ქართული ღვინო 2006 წლის შემდეგ. არც ერთ მწარმოებელს არ მიუღია ოფიციალური ნებართვა. შესაბამისად, რუსეთში ქართული ალკოჰოლის რეალიზაცია აკრძალულია. საუბარია ან არალეგალურად შემოტანილ ღვინოზე, ან იმაზე, რომ რაღაც ღვინოს ქართულად ასაღებენ.

-ქართული ღვინო რომ რუსეთის ბაზარზე გაიყიდოს, რუსმა სპეციალისტებმა ქართული ქარხნები უნდა დაათვალიერონ?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100