RSS
на русском en in english
18.12.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?

03.06.2010  |  10:23

6115.jpegსაქართველოს ოპოზიცია არ აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების აღიარებას. პარტიის ლიდერმა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 30 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად გააფორმა მის მიერვე დაგეგმილი არჩევნების შედგები, ვინაიდან საარჩევნო პროცესი ფარსი იყო და არა რესპუბლიკაში არსებული პრობლემების გადაჭრის მექანიზმი. ბურჯანაძემ საქართველოს ოპოზიციურ ფრონტს მიმართა ბრძოლის გაგრძელების მოწოდებით, რომელშიც გამარჯვება პრეზიდენტისა და პარლამეტის ვადამდელი არჩევნები იქნება. დაუჭერს თუ არა მხარს მის ინიციატივას ქვეყნის ოპოზიცია?

ბურჯანაძის თქმით, საქართველოში 30 მაისს ჩატარებული თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები, - ვირტუალური დემოკრატიისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალია, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში.

ექს-სპიკერს სოლიდარობას უცხადებს ოპოზიციური „ნაციონალური ფორუმი". მოძრაობის ლიდერი კახაბერ შარტავა, ვარაუდობს, რომ სპექტაკლის ავტორმა ანუ მთავრობამ, შეძლო მთელი ოპოზიციის ჩათრევა მისი დაქსაქსულობის გამო. ოპოზიცია კი, რეალურად ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად არ იბრძოდა, რაც დაადასტურა კიდეც არჩევნების შედგებმა.

„ეროვნულმა ფორუმმა" ყველა ოპოზიციურ ძალას კონსულტაციების მოწყობა შესთავაზა საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის საკითხზე, რათა შეცვლილ საარჩევნო გარემოში ოპოზიციამ შეძლოს ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და დანიშვნა.

შარტავამ გამოხატა დარწმუნება, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება ამჟამინდელ პირობებში, იგივე შედეგს გამოიღებს და ის ხელისუფლების გამარჯვებით დასრულდება, რომელთაც „ამომრჩეველთა დაშინების ბერკეტები" აქვს.

ბურჯანაძის ინიციატივის პერსპექტივებზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი საქართველოს ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს გაესაუბრა.

რამდენად საფუძვლიანია ბურჯანაძის მოთხოვნები?

პეტრე მამრაძე, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ერთერთი ლიდერი.

ის რომ, არჩევნები მნიშვნელოვან წილად ფარსი იყო - სიმართლეა. მაგრამ საქმე იმაში კი არ არის, როგორ ჩატარდა არჩევნები, თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლებმა ამ შემთხვევაშიც აღნიშნეს მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის განსხვავების არ არსებობა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის. მთავრი, ქვეყანაში არსებული ის ატმოსფეროა, თუ როგორ დაამუშავეს ბოლო თვეების განმავლობაში მოსახლეობა. მოქალაქეთა ნახევარი არჩევნებზე არ გამოცხადდა, რაც საქართველოსთვის, რათქმაუნდა ძალიან დაბალი დასწრების მაჩვენებელია. დანარჩენები კი, ძალით მიიყვანეს. ანუ მმართველი ნაციონალური პარტიის კონტროლიორები იდგნენ და ამოწმებდნენ: ვინ მოვიდა და ვინ არა.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, მოსახლეობას არ აქვს ოპოზიციური პარტიებისადმი ნდობა, არ აქვთ იმის რწმენა, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რაღაც უკეთესს გააკეთებს ქვეყნისთვის. ეს იმი შედეგია, რომ საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია ფრუსტრაციაში იმყოფება პრემანენტული და ჩემი შეხედულებით, უადგილი მიტინგების გამო, რომლებიც დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, როდესაც იკეტებოდა პროსპექტები, ადამიანები კი ეგრეთ წოდებულ გალიებში ისხდნენ. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდით, რომ ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდება, რომ ამით სააკაშვილის ხელისუფლება მხოლოდ გამყარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დენეზეც.

შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ქვეყანას სჭირდება არჩევნები, მაგრამ არავინ არ მოაწყობს მათ და ოპოზიციას მაჟამად არავითარი ძალა არ გააჩნია იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება ამ ნაბიჯის გადასადგმელად. ჩემთვის, ეს რეალობასაა მოწყვეტილი. დიახ, საჭიროა გაერთიანება, შორს უნდა მოვისროლოთ პირადი ამბიციები, ყველა ფრონტზე ყოვედღიურად უნდა დავიცვათ ხალხის ინტერესები, ვინაიდან საქართველოში არანახულად ირღვევა ადამინის უფლებები. კორუფციისა და დამოუკიდებელი სასამართლოს არ არსებობის გამო ჩვენ უკვე დიდი ხანია შეუმდგარი ქვეყნების სიაში შეგვიყვანეს, სადაც ყოფილი სსრკ-დან მხოლოდ უზბეკეთია მოხვედრილი. საჭიროა ბრძოლა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. თუ კი ამ ნიადაგზე მასობრივი დესტაბილიზაცია იქნება, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მანანა ნაჭყებია, პარტია „ახალი მემარჯვენეების" აღმასრულებელი მდივანი, ისინი ბლოკ „ალიანსი საქართველოსთვის" წევრები არიან.

მე ვთვლი, რომ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის ყველაზე სწორი გზა - ეს არჩევნებია. თუ კი ჩვენ მივაღწევთ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, ეს ძალიან კარგი იქნება. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნოთ ამჟაინდელი ხელისუფლების დამღუპველ პოლიტიკაში. რამდენად შევძლებთ ამას - ეს უკვე სხვა საკითხია. ბურჯანაძის მოწოდება სულაც არ ნიშნავს, რომ საქმე გაკეთებულია. საჭიროა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უცხოურ ორგანიზაციებთან მუშაობა. მოთხოვნა ლეგიტიმურია, მაგრამ ამასთან ერთად, ადგილობრიბი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ბურჯანაძის უარს მე არ უჭერ მხარს.

რას შეცვლის ვადამდელი არჩევნები?

პეტრე მამრაძე

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100