RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საუბრები ავტონომიაზე

15.06.2010  |  12:31

6166.jpegზოგიერთი ექსპერტის აზრით ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი პრობლემა მწიფდება. ჩერქეზული საზოგადოების წევრები ითხოვენ ავტოომიას. როგორია ასეთი წინადადების პერსპექტივები?

ჩერქეზული ავტონომიის აღდგენს გადაწყვეტილება მიირეს ჩერქეზები, აფხაზების და ბალკარების შეხვედრაზე.

შეკრების მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი რეზოლუცია. მოძრაობის ლიდერის მუჰამედ ჩერქესოვის თქმით, სამი პრეზიდენტის მმართველობის განმავლობაში რესპუბლიკაში ხდებოდა ყველა დონისა და რანგის ხელმძღვანელების ცვლილება. უმეტესობა მათგანი ყარაჩაელები არიან.

"ისინი დომინირებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პარლამენტში და სხვა სტრუქტირებში,- განაცხადა მან.- ასეთ ვიტარებაში სხვა ეროვნების წარმომადგენლებისთვის რთულია ღირსეული სამსახურის მოძებნა".

ავტონომიის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარი ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. გამწვავებული სიტუაცია იმით გაღრმავდა, რომ ამ წლის აპრილიდან რესპუბლიკა ფაქტიურად ხელისუფლების გარეშე ცხოვრობდა. პრეზიდენტის რწმუნებულმა ალექსანდრე ხლოპოლინმა მოითხოვა სიტუაციაში გარკვევა. ერთი კვირის წინ მთავრობს ხელმძღვანელი გახდა მურადინ კემოვი, რომელიც მანამდე ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა.

პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვის თქმით, რუსეთის შიგნით ჩერქეზეთის ავტონომიის მოთხოვნა ეთნიკური ნაციონალიზმის სერიოზული გამოღვიძებაა. ექსპერტმა შეგვახსენა, რომ ეროვნული ამბიციების აფეტქებიტ სარგებლობის მიღებას ცდილობს საქართველო, რომელმაც უკვე დაიწყო რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზების გენოციდის მოწყობის საკითხის გაბერვა.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტი დაინტერესდა რუსი ჩერქეზების ისტორიით. დეპუტატები შეხვდნენ ისტორიკოსებს, რომლებსაც დაევალათ ამ სკაითხის შესწავლა. შედეგად პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი სამუსაო ჯგუფი, რომლის აქტივისტმა, ნუგზარ წიკლაურმა, უკვე განაცხადა, რომ საქართველო ფლობს ამ გენოციდის დამადასტურებელ საარქივო მასალებს.

ჩერქეზების მიერ ავტონომიის აღდგენის მცდელობაზე და თბილისის ჩარევაზე ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა ვალერი ხომიაკოვს, ეროვნული სტრატეგიის საბჭოს გენერალურ დირექტორს.

დღევანდელ ვითარებაში მსგავს ჩანაფიქრებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მით უმეტეს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას - რუსეთში არ არსებობს ავტონომიები. არსებობს რესპუბლიკები, ოლქები, მაგრამ თითოეული მათგანი არის კონსტიტუციის სრულუფლებიანი წევრი. ჩერქეზეთის მთავრობა ამაზე არ წავა, მას არ ასურს ხალხისა და რესპუბლიკის ლიკვიდაცია.

მოცემულ შემთხვევაში საუბარი შეიძლება იყოს კულტურულ ავტონომიაზე. აუცილებელია წეს-ჩვეულებების და ენის შენახვა. თუმცა უაზრობაა რუსეთის შემადგენლობაში რაიმე ავტონომიის არსებობაზე საუბარი. მათ უნდა წაიკითხონ რუსეთის კონსტიტუცია. ვერ წარმომიდგენია, რომ ფედრაციის საბჭოს ორმა მესამედმა ხმას მისცეს მსგავს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ყველაფერი დასრულდება უშედეგოდ. არ უდნა გაისარჯოს არავინ მსგავს თემებზე.

შეუძლია თუ არა თბილისს თავისი "წვლილის" შეტანა ჩერქეზეთისა და მოსკოვის ურთიერთობებში?

საქართველოს ხელისუფლებაში არის რამდენიე გავლენიანი ადამიანი. რა თქმა უნდა, კავკასია რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ზონაა. ეს მეფის დროიდან ასე ხდება. თამაში აქ ყოველთვის იყო და იქნება. რუსეთის ნებისმიერ მოწინააღმდეგე კავკასიას იყენებს ხოლმე. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს თამაში რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას არ მოიპოვებს. ეს მხოლოდ საქართველოს დასუსტებას გამოიწვევს. შეიძლება ზედმეტი თამაში მოუვიდეთ, როგორც ეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში მოხდა.

საქმე ის არის, რომ კავკასიას სჭირდება მკაფიო საკადრო და ეკონომიკური პოლიტიკა. ახლა, ჩემი აზრით, ეს აკლია კავკასიას ყველაზე მეტად. სწორედ ამ პრობლემებიდან ჩნდება ნაპრლაები ურთიერთობებში.

 

ჩიგოევი რუსლან

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100