RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რატომ დაიშალა ”ალიანსი საქართველოსთვის”?

17.06.2010  |  10:27

6173.jpegოპოზიციურმა ალიანსმა არსებობა შეწყვიტა. როგორც მისმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, ალიანსში შემავალი პარტიები ახლა ურთიერთობების  ახალ ეტაპზე გადავლენ. ამასთანავე ოპოზიციონერმა პირობა დადო, რომ გაერთიანებაში შემავალი ძალების კოორდინაცია კვლავაც შენარჩუნდება. ახალი პოლიტიკური კავშირების პერსპექტივებზე და ალიანსის დაშლის მიზეზებზე ჩვენი კორესპონდენტი გაესაუბრა ქართველ ოპოზიციონერებს და პოლიტოლოგებს.

ირაკლი  ალასანიას თქმით, ალიანსი ერთი წლის განმავლობაში არსებობდა და ეს წელი იყო ძალიან საინტერესო. ამასთანავე, ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ მათი ურთიერთობების ძველი ფორმის განახლება წარმოუდგენელია. "ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენს პარტიებზე მუშაობა და მათი გაძლიერებისკენ ძალების მიმართვა",- განაცხადა ალასანიამ. ოპოზიციონერმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ თითოეული პარტია, რომელიც ალიანსში შედიოდა, თავად მიიღებს გადაწყვეილებას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

"ალიანსი  საქართველოსთვის" ჩამოყალიბდა 2009 წელს. მასში შევიდა ირაკლი ალასანიას პარტია "თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკური პარტია დავით უსუფაშვილის ლიდერობით, დავით გამყრელიძის "ახალი მემარჯვენეები" და სალომე ზურაბიშვილის "საქართველოს გზა".

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ალიანსმა ამომრჩეველთა ხმების 9% მოაგროვა. იმავდროულად, თბილისის საკრებულოში შესასვლელად ალიანსს ხმა მისცა თბილისელების 18-მა პროცენტმა, ირაკლი ალასანიამ კი მეორე ადგილი მიიღო.

არჩევნების  დასრულებისთანავე ალიანსი  დატოვა სოზარ სუბარმა. ქართული  მასმედიის ინფორმაციით, წავლის შესახებ გადაწყვეტილებას  მას ერტი თვით ადრე ჰქონდა მიღებული, როდესაც უარი თქვა საკრებულოში შეთავაზებულ ადგილზე, მაგრამ არ სურდა ამ გადაწყვეტილების გახმაურება, რათა არ ევნო ალიანსისთვის და ოპოზიციისთვის მთლიანობაში. ამასთანავე, სუბარმა აღნიშნა, რომ თუკი არის გამარჯვების შანსი, არ არის საჭირო "ბრძოლა წაგებისთვის". სწორედ ასე მიანიშნა ყოფილმა სახალხო დამცველმა ქართველი ოპოზიციონერების უუნარობაზე, რომ ერთმანეთს შორის მოილაპარაკონ.

ირაკლი ალასანიამ მაშინ სუბარის საქციელს სისუსტე უწოდა. "არიან დაამიანები, რომლებიც რწმენას პირველივე წარუმატებლობისთანავე კარგავენ. ნამდვილ მებრძოლებს დაბრკოლებები აძლიერებს. პირადად მე არასდროს ვყოფილვარ გარანტირებული გამარჯვების გეგმის ნაწილი. ყველაზე რთულ ვითარებებშივ კი მე სწორედ ჩემი შრომით და თანამებრძოლების მხარდაჭერით ვიმარჯვებდი და ასე ვაპირებ გაგრძელებას. სოზარმა კი თავისი გზა აირჩია",- თქვა ალასანიამ.

ორი კვირის შემდეგ კი ალიანსი საერთოდ დაიშალა. ამის მიზეზებზე ვესაუბრეთ ცნობილ პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს.

ირინა სარიშვილი, პარტია "იმედის" ლიდერი:

ალიანსის დაშლა მოსალოდნელიც იყო. საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ყველა ალიანსი და გაერთიანება სპონტანურად ჩამოყალიბდა და გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ისინი დაშლისთვის არიან განწირულები. ამიტომაც მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში მოიძებნება თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ეს გაუკვირდა. ეს ხალხი ერთმანეთთან არაფრით იყო დაკავშირებული. იგივე შეიძლება ითქვას სხვა გაერთიანებებზეც. როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ პრაგმატული თვალსაზრისით ერთმანეთი სჭირდებოდათ.

განსაკუთრებით დიდი შეცდომა დაუშვა ალასნიამ, რომელსაც პოლიტიკაში გამოჩენის დროს იდი პერსპექტივები ჰქონდა იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერი გამხდარიყო. არ უნდა დაეკავშირებინა ბედი რესპულიკელებისთვის, რომლებიც არ სარგებლობენ საქართველოში პოპულარობით. არა მგონია, რომ ალასანიამ იგივე სახელი მოიპოვოს, რაც მას აქტიურ პოლიტიკაში გამოჩენისას ჰქონდა.

გიორგი გაჩეჩილაძე, პარტია "საქართველოს მწვანეების" ლიდერი:

ალიანსის დაშლა მოსალოდნელი იყო, რადგანაც ამ გაერთიანებაში ისეთი პარტიები შედიოდა, რომლებსაც საერთო ინტერესები არ ჰქონდათ იდეოლოგიური თვალსაზრისით. ამას გარდა, პარტიები არჩევნეისთვის გაერთიანდნენ და როგორც კი ალასანიამ თაისი შედეგი აჩვენა, მან დაიწყო ფიქრი საკუთარი პოზიციის გაძლიერებაზე. საერთოდ, სუბარის წასვლამ აჩვენა, რომ ალიანსის შიგნით ძალიან დიდი პრობლემები იყო, რადგანაც ასეთი ცნობილი სახალხო დამცველის დაკარგვა ამ პოლიტიკური გაერთიანების ერთობას ეჭვქვეშ აყენებდა. თუმცა, რა თქმა უნდა, სტრატეგიის თვალსაზრისით არჩევნებში ალიანსი ერთობას ინარჩუნებდა.

ალექსანდრე რონდელი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ქართული ფონდის პრეზიდენტი:

ვფიქრობ, ალიანსის დაშლა არჩევნების შედეგებთან არის დაკავშირებული. კავშირები იქმება რაიმე მიზნის მისაღწევად რთულ მომენტში. როგორც ჩანს, ახლა მათ გადაწყვიტეს კლასიკური პარტიის შექმნა, სოლიდურად და მომავლის გათვლით.

აქვს თუ არა პერსპექტივები საქართველოში ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას?

ირინა სარიშვილი:

ჩვენ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ადგილობრივი არჩევნების შემდეგ სრულიად უცნობი პოლიტიკური ვაკუუმის წინაშე ვართ.ფაქტიურად ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. ამით არც ხალხს უგრძვნია თავი უკეთ და არც ხელისუფლება გამხდარა უფრო პოპულარული. უბრალოდ, მთავრობა დასტაბილურდა, რადგანაც მოსახლეობამ რაიმე შეცვლის ყოველგვარი იმედი დაკარგა.

ახლა ჩვენ გადავედით პოლიტიკური ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვფიქრობ, სექტემბრიდან პოლიტიკაში გამოჩნდება ხალხი, რომლებიც აქამდე დუმდნენ ან ვერ პოულობდნენ საკუთარახლანდელ მდგომარეობაში. როდესაც მე ამას ვამბობ, ვგულისხმობ არა მხოლოდ ჩემს პოლიტიკურ პარტიას. ვფიქრობ, შემოდგომაზე დავიწყებთ პოლიტიკური საქმიანობას, თუმცა ამ დროს აქციებისა და რადიკალური ზომების იმედი არ უნდა გავქონდეს. ეს დრო ოპოზიციამ სრულიად გააზრებულად გამოტოვა.

გიორგი  გაჩეჩილაძე:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100