RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ეკლესიას ვალები შეახსენეს

23.06.2010  |  10:37

6201.jpegსაქართველოს მართლმადიდებლური ტელეარხი "ერთსულოვნება" იძულებლი გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა. გათიშვის მიზეზი გახდა, ტელეკომპანიის  "ევრიკა"-ს წინაშე დავალიანება, რომელსაც ეკუთვნის სიხშირე. ქვეყნის ხელისუფლებას ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოუხდენია "ერთსულოვნების" ეთერიდან გაქრობაზე.

ქართულმა  მართლმადიდებლობამ, როგორ  პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს,  ქართულ ტელესივრცეში საკუთარი ფასი ჰპოვა - 60 ათასი დოლარი.  მართლმადიდებლურ ტელეარხ "ერთსულოვნებას" სწორედ ამ თანხის გამო ჩამოართვეს მაუწყებლობა, სიხშირის მფლობელებმა - ტელერადიოკომპანია "ევრიკა".  სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევისა და მისი წლის ადამიანად აღიარების და მიუხედავად.

"ერთსულოვნების" ხელმძღვანელობას უჭირს  კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რა ვადებში დაბრუნდება ტელეარხი ეთერში. გენერალური დირექტორი ზაქარია ცხოვრებაძე მხოლოდ იმედს გამოთქვამს, რომ ადრე თუ გვიან არხი საკუთარ სიხშირეს მიიღებს და არავიზე არ იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ხელისუფლება, ჯერჯერობით არანაირ კომენტარს არ უკეთებს "ერთსულოვნების" ეთერიდან გაქრობას. ამ დღეებში საქართველოს ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ისაუბრა რესპუბლიკისთვის მეღვინეობის მნიშვნელობაზე, თუმცა მართლმადიდებლურ არხთან დაკავშირებულ ინციდენტზე სიტყვაც კი არ უთქვამს. არადა სულ რაღაც ერთი თვის წინ მან, ილია მეორესთან ერთად გელათის სასულიერო აკადემიის რეაბილიტირებული შენობა გახსნა. უფრო მეტიც, მან პირობა დადო, რომ სამუშაოები გაგრძელდებოდა.  რეჟიმის წარმომადგენლების დუმილი ორმაგად უფრო საინტერესოა იმის გამოც, რომ სწორედ გასულ კვირას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გამოყოფილი იქნა საქართველოსთვის საკმაოდ სოლიდური თანხა (27 ათასი დოლარი), თბილისში სომხური ეკლესიის წმინდა გევორქის აღსადგენად. რატომ არ მოჰყვა არანაირი რეაგირება "ერთსულოვნების" პრობლემებს?

ამ თემაზე GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი ესაუბრა მართლმადიდებლური მედია-საგანმანათლებლო ცენტრის "ჟიზნ"-ის  დირექტორ მაქსიმ ობუხოვს და საერთაშორისო საზოგადოებრივი ფონდის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის პრეზიდენტ ვალერი ალექსეევს.

როგორ აფასებთ რესპუბლიკაში მართლმადიდებლური ტელეარხის დახურვის ფაქტს?

მაქსიმ  ობუხოვი

მხოლოდ სინანული შემიძლია გამოვხატო ტელეარხ "ერთსულოვნების" დახურვის გამო. თანამედროვე  მისია ძალიან რთულია,  კომუნიკაციის ისეთი  საშუალებების გამოყენების გარეშე, როგორებიცაა ინტერნეტი და ტელევიზია.  ვფიქრობ, ქართული ტელეარხის პრობლემებს, შესაძლოა რუსი სპონსოებიც გამოეხმაურონ. ეს კარგი ნაბიჯი იქნებოდა, იმიტომ რომ, საქართველო მართლმადიდებლური  უნდა იყოს. მართლმადიდებლური ტელეარხის მაუწყებლობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იგივე იმ ეკლესიების და ზარების  განახლება. თუ კი ჩვენ დავკარგავთ მართლმადიდებლურ რწმენას, ვინ ივლის ამ განახლებულ ეკლესიებში? უზარმაზარი ყურადღება უნდა დაეთმოს ადამიანების სულიერებას და აზროვნებას. მინდა ვუსურვო "ერთსულოვნებას", რომ გამოიძებნონ სპონსორები რუსეთშიც და საქართველოშიც, რომლებიც შეძლებდნენ მის აღდგენას და ეთერში დაბრუნებას.  თუ ჯერჯერობით ეს არ გამოვა, მაშინ მაუწყებლობა ინტერნეტში უნდა განაგრძონ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დახურონ ეს პროექტი.

ვალერი ალექსეევი

ქართული მართლმადიდებლური ტელეარხის  მაუწყებლობის შეწყვეტა,  საზოგადოებრივ აზრზე, საქაერთველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გავლენის მოხდენის შესაძლებოლობებს ავიწროვებს. აუცილებელია გქონდეს კავშირის პირდაპირი ხაზი მოსახლეობასთან, დროულად მოახდინო მათი ინფორმირება და ქართველ ხალხს მიაწოდო საკუთარი აზრი აქტულაურ პრობლემებთან დაკავშირებით, აწარმოო მნიშვნელოვანი სარწმუნოების ჩანერგვისაკენ მიმართული სამუშაოები. დღესდღეობით ტელევიზია - უმნიშვნელოვანესი კავშირის არხია და მისი ჩანაცვლება შეუძლებელია.

თქვენის აზრით, რატომ არ ჩაერია ამ პროცესში სახელმწიფო და არ დაუჭირა მხარი ეკლესიას?

მაქსიმ  ობუხოვი

შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება  თვლის რომ, მართლმადიდებლური ტელეარხის პრობლემები - კერძო  საკითხია. მაგრამ, სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა უკიდურესად მნიშვნელოვანია მართლმადიდებლობისთვის, მათ  შორის ქვეყნის მოქალაქეების კეთილსინდისიერების და კანონმორჩილების  თვალსაზრისითაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების ახლანდელი პოზიცია - იგივეა, როგორიც საბჭოთა სახელმწიფოს პოზიცია იყო.  მაგრამ, ვფიქრობ გადასახადების გადამხდელები არ იქნებოდნენ იმის წინააღმდეგნი, რომ მათი სახსრები მართლმადიდებლური ტელეარხის მხარდაჭერას ხმარდებოდეს.  და ჩემი პირადი შეხედულებით სახელმწიფომ,  70 წლის განმავლობში ეკლესიის   საშინელი და უაზრო დევნის კომპენსირება უნდა მოახდინოს. დემოკრატიის პრინციპები, მოიცავენ კომპენსაციას. დიახ, ჩვენ ვერ დავაბრუნებთ დახვრეტილ მღვდლებსა და ბერებს, მაგრამ სახელმწიფოს ამი კომპენსირება სხვა ფორმით შეუძლია, ისეთი მასშტაბური პროექტების სახით, რომგორებიცაა სასულიერო სემინარიები და მართლმადიდებლური ტელევიზია.

ვალერი ალექსეევი

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100