RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ინალ პლიევი: არგუმენტები აღიარების სასარგებლოდ - უდავოა!

31.10.2008  |  15:58

1/5/8/58.jpegოთხშაბათს 29 ოქტომბერს ოფიციალურად დაშალეს სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტრო. შერეული საკონტროლო კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკური განყოფილების ყოფილმა თავმჯდომარემ ინალ პლიევმა ინტერვიუ მისცა „GeorgiaTime"-ის ინტერნეტ გამოცემას. მან ჩამოაყალიბა ამ ფაქტის მიზეზები და ასევე გამოთქვა თავისი აზრი რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

უკვე აღარ არსებობს საკანონმდებლო ბაზა სამინისტროს ქმედებისთვის, - ხსნის პლიევი . - გამოჩნდა ახალი ფაქტორები: სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფო გახდა. ჩვენ თვითონ უნდა მივხედოთ ჩვენს საქმეს.

ეს იყო არა ძალისმიერი ქმედება, - აგრძელებს ის, - არამედ სამოქალაქო, რომელიც უზრუნველყოფს შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსური ნაწილის მუშაობას და დევნილების საკითხის გადაწყვეტას. სამინისტროს დახურვა აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის, ბრძანებით მოხდა. ეს არ იქონიებს დევნილებზე ზეგავლენას, ამ საკითხზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

შერეული საკონტროლო კომისია არ მომკვდარა, ის ტრაგიკულად დაიღუპა ქართველების შეტევის გამო 7 და 8 აგვისტოს, 2008 წელს. ზუსტად მაშინ ქართულმა ბატალიონმა, რომელიც შედიოდა შერეულ სამშვიდობო ძალებში , დატოვა თავისი შტაბი და სროლა გააჩაღა თავისი გუშინდელი მეგობრების წინააღმდეგ - ოსი და რუსი სამშვიდობოების მიმართულებით, რომელთაც წინა დღეს ქართველები მეგობრულად ესალმებოდნენ, ესაუბრებოდნენ სხვადასხვა თემაზე, იკვებებოდნენ ერთ სასადილოში.

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ღალატს ჰქონდა ადგილი, მან ყველა მშვიდობიანი მოლაპარაკება გაწყვიტა, ამოხოცა სამოქალაქო პირები, რომლებსაც არაფერი ცუდი არ ჩაუდენიათ. სააკაშვილის გამო დაიღუპნენ ისინი, ვისაც ის თვალთმაქცურად თავის საყვარელ ოსებს უწოდებდა. მაგრამ გამცემლობის პიკს ქართველმა ოფიცრებმა და ჯარისკაცებმა მიაღწიეს. თუკი სააკაშვილი პირადად არ იცნობდა სამშვიდობოებს,ქართველი ჯარისკაცები კარგად იყვნენ მათთან, ისინი იქამდე დაეცნენ, რომ მეგობრებზე აღმართეს იარაღი. სხვათა შორის, ქართველ გენერალ მამუკა ყურაშვილს არაერთხელ უთქვამს მშვიდობის სადღეგრძელო რუს და ოს სამშვიდობოებთან ერთად სუფრაზე ყოფნისას. მან გასცა 7 აგვისტოს ნაღმების აფეთქების ბრძანება. ასე რომ ყველა მშვიდობიანი შეთანხმება გათელეს ქართველებმა და დასავლელმა ლიდერებმა, რომლებსაც გზა-კვალი აურია ეუთოს მისიამ და ახლა თავადაც ნანობენ, რომ სააკაშვილთან დაიჭირეს საქმე.

-რა როლს თამაშობდა შერეული საკონტროლო კომისია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებაში? და როგორი იყო ნდობის დონე მხარეებს შორის?

შერეული საკონტროლო კომისია უნიკალური მექანიზმი იყო მოლაპარაკებებისთვის, მშვიდობიანი შეთახმებების მიღწევისთვის, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო. მაგრამ ახლა უკვე ნათელია : რომელ მოლაპარაკებაზეა საუბარი ყაჩაღებთან, მკვლელებთან, რომლების ნდობაც არ შეიძლება?! 7 აგვისტოს ყურაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო წესრიგის დამყარებას აპირებდა. შემდეგ კი ბი-ბი-სისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ არ ძალუძს საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება, არ ახსოვს როდის რა თქვა. აი ასე, ერთს არ ახსოვს, მეორეს მინინგიტი ჰქონდა. ვისთან ვაწარმოოთ მოლაპარაკება?

ჩვენ ადრე გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა იმ ხელშეკრულებების ნდობა, რომლებსაც საქართველო აფორმებდა საერთაშორისო დონეზე. მაგრამ როგორც ცხოვრებამ გვიჩვენა, სააკაშვილს და მისთანებს ვერანაირი ხელშეკრულება ვერ შეაჩერებს, ერთადერთი ძალა რომლისაც მათ ეშინიათ ეს არის სასტიკი შურისძიება. ზუსტად ცხოვრებამ აჩვენა ეს, ამიტომაც აღარ არსებობს შერეული საკონტროლო კომისია.

-როგორ უწყობდა მისი საქმიანობა ხელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას? მე ვგულისხმობ არა მხოლოდ უკვე მიღწეულ აღიარებას, არამედ პერსპექტივასაც.

ეს პროცესი, საერთაშორისო უფლებებისგან შორს მყოფი მიზეზების გამო, სამწუხაროდ, თითქმის 20 წელი გაიწელა, ამ წლების განმავლობაში პირდაპირი ვაკუუმის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო საზოგადოებამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხის განხილვისას უნდა მიაქციოს ყურადღებას არა მხოლოდ სსრკ-ს შიდა კანონმდებლობას, რომელიც ეხებოდა რომელიმე მხარის გამოსვლას კავშირიდან, ანუ უფლებებს რომლებიც ავტონომიებს ენიჭებოდათ, არამედ აუცილებელია საერთაშორისო ნორმატიული აქტებისა და პრეცენდენტების განხილვაც, რომელიც უკავშირდება ახალი სახელმწიფოების აღიარებას.

-და როგორია დასავლეთის ლიდერების ამჟამინდელი პოზიცია?

მათ უარს, სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე, არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესი არგუმენტი დამოუკიდებლობის აღიარებისა არის კონსტიტუციური გარანტიის მაღალი დონე, ასევე სოციალური და დემოკრატიული უფლებები და თავისუფლებები, რომლებითაც სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები სარგებლობენ.

ამ დროისთვის რესპუბლიკამ თავი წარმოაჩინა, როგორც სახელმწიფომ ჩამოყალიბებული დემოკრატიული საზოგადოებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობის საკითხს ეხება, ჩვენთან რეფერენდუმის გზით წყდება, ხოლო ხელისუფლების ცვლა ხდება მხოლოდ და მხოლოდ საერთო ფარული არჩევნების მეშვეობით, ყოველგვარი სკანდალებისა და რევოლუციის გარეშე.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100