RSS
на русском en in english
26.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რამაზ საყვარელიძე: რუსეთმა სააკაშვილის რეიტინგი აამაღლა

31.10.2008  |  16:11

1/5/7/57.jpegზღვა, მწვადი და კარგი განწყობა - სულ ცოტა ხნის წინ ასეთ ასოციაციას იწვევდა საქართველო მზეს მონატრებულ რუსებში. ქართველები კი ღიმილით დნებოდნენ მხოლოდ მოსკოვის ხსენებაზეც კი. ახლა ერები გაიყო ომის და წყენების გამო. რა ხდება დღეს თბილისში? როგორ იცხოვრებენ აწი მეზობლები, როგორ უნდა დალაგდეს ურთიერთობები? ჩვენ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ქართველ პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.

-სამხედრო შეტევებს საქართველოს საზღვრის მხრიდან , მადლობა ღმერთს, ადგილი აღარ აქვს. აი შიდა პოლიტიკური ვითარება კი დაიძაბა, რუსული და დასავლური მასმედიები აცხადებენ, რომ ოპოზიცია გააქტიურდა ქვეყანაში. თქვენი აზრით, რატომ დაირღვა ასე სწრაფად ოპოზიციის მიერ შეპირებული მორატორიუმი და რატომ აქვს ადგილი ხელისუფლების კრიტიკას ყველა მხრიდან?

-ოპოზიციამ დააღვია მორატორიუმი, რომლის პირობაც აგვისტოს მოვლენების დროს დადო, მას შემდეგ, რაც „ცხელი ფაზა" ლიკვიდირებული იქნა. როგორცკი სამხედრო ქმედებები საქართველოსა და ბევრი დასავლური ქვეყნის დაჟინებით შეწყდა, ოპოზიციამ წამოაყენა კითხვა: ვინ არის მომხდარში დამნაშავე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა აუცილებელია, რათა აღმოიფხვრას აგრესიის ახალი მცდელობები.

-თქვენ თვლით, რომ სამხედრო ქმედებების განმეორება შესაძლებელია?

-კარგი იქნებოდა იმის იმედის ქონა, რომ არა. მაგრამ თავად რუსეთი ხშირად ამბობს, რომ ასეთი საშიშროება არსებობს. ამასთანავე ორივე მხარის რიტორიკა აგვისტოს წინა პერიოდს ძალიან გავს. ამიტომაც გარკვეულ წრეებში, რომლებიც თვალს ადევნებენ სიტუაციას და აანალიზებენ მას, გაჩნდა შეგრძნება, რომ აგვისტოს მოვლენები რაღაც სახით შეიძლება განმეორდეს.

-თქვენი აზრით, ომის თავიდან აცილება მართლა არის შესაძლებელი, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს?

-ასეთ აზრს მხოლოდ ოპოზიცია არ გამოთქვამს. საქმე ისაა, რომ დასავლეთის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა წარმომადგენელმა, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს, საქართველოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩვენს ქვეყანას შეეძლო თავი აერიდებინა დაშვებული შეცდომებისთვის. შეიძლება, კონფლიქტის არიდება რთული იყო, მაგრამ იმის არ დაშვება, რომ საქართველო გამხდარიყო მისი ინიციატორი - ეს უბრალოდ აუცილებელი იყო.

დღეს ევროპა რუსეთს არაადეკვატურ პასუხში ადანაშაულებს, მაგრამ ამ ქმედებების გამომწვევი რომ საქართველოა, არავინ აყენებს ეჭვქვეშ.

-თუმცა საქართველოს ხელისუფლება ახლაც უარყოფს ცხინვალზე თავდასხმის ფაქტს. საპარლამენტო კომისიის პირველივე სხდომაზე, რომელიც აგვისტოს მოვლენების შესასწავლად გაიმართა, თქვეს, რომ მათ მხოლოდ რუსეთის პროვოკაციას უპასუხეს...

-ძაღლის თავი ინტერპრეტაციაშია დამარხული. საქართველო მყარად დგას იმ აზრზე, რომ სამხედრო ქმედებები დაიწყო ცხინვალის მხრიდან სროლის ატეხვის შემდეგ. რუსეთი და დასავლეთი კი ათვლის წერტილად სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადალახვას იღებს. მოსალოდნელია, რომ თითოეული მხარე თავის შეხედულებას გაახმოვანებს.

-ასეა თუ ისე ოპოზიცია უკვე მომავალ კვირას ახალ აქციებს გეგმავს ხელისუფლების წინააღმდეგ. პესიმისტები შარშანდელ სცენარს წინასწარმეტყველებენ, როდესაც მიტინგი დაშალა სპეცდანიშნულების რაზმმა. შესაძლებელია მოვლენების ასეთი განვითარება?

-მე ვფიქრობ, რომ წელს უფრო რბილი ფინალი იქნება ვიდრე შარშან იყო.

-იმიტომ რომ ხელისუფლებამ ჭკუა ისწავლა დაშვებული შეცდომებიდან?

-რაიმეს პროგნოზირება საკმაოდ რთულია. თბილისში არავინ თვლიდა, რომ საქართველო ამ ომში ჩაებმებოდა... მაგრამ გამოვიდა, რომ საღი აზრი ერთს გვკარნახობს, ქმედებები კი სულ სხვანაირია.

-აგვისტოში მე თბილისში ვიყავი. თქვენი კოლეგების უმეტესობა ამტკიცებდა რომ შეუძლებელია ომის დაწყება. ამასთანავე, ჯერ კიდევ ომამდე საქართველოში ფინანსური კრიზისი დაიწყო. იქნებ სწორედ ომის მეშვეობით უნდოდა ხელისუფლებას ხალხის ყურადღების გადატანა ეკონომიკური პრობლემებიდან?

-არა მგონია, რომ ეს ყოფილიყო ხელისუფლების მიზანი. მაგრამ ახლა მას ომშიც და ეკონომიკურ პრობლემებშიც ადანაშაულებენ.

-და მაინც რა იყო მიზანი?

-ასე გიპასუხებთ: უბრალოდ გამოაშკარავდა გამოუცდელობა და იმპულსურობა, სუფთა ადამიანური არასრულყოფილება.

- დიახ, მაგრამ ომის პირველ საათებში თბილისში დადიოდა ჭორები, რუსეთ-საქართველოს საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ. ახლა კი მოგვცემენ ცხინვალს, მაგრამ შემდეგ აფხაზეთს დაისაკუთრებენ და ასე გააგრძლებენ ქართველები და რუსები მშვიდობიან თანაცხოვრებასო...

-ფაქტები გვიჩვენებს, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ლეგენდა იყო. რუსეთმა არა მხოლოს არ დაგვითმო ცხინვალი, არამედ თავისი გავლენის სფეროც გაზარდა რეგიონში.

-მაგრამ ხელისუფლება დღემდე დაჟინებით ამბობს, რომ საქართველომ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში...

-ახლა ამაზე სააკაშვილის მომხრეებიც კი აღარ საუბრობენ. საუბარი იმაზეა, რომ საქართველომ დიპლომატიური ომი მოიგო საერთაშორისო არენაზე. თუმცა, საჭიროა იმის აღიარება, რომ საქართველომ კი არ გაიმარჯვა - რუსეთმა წააგო.

-დიპლომატიური გამარჯვებაც უფრო და უფრო საეჭვო ხდება. რატომ გამოდის მაშინ ევროპა უფრო და უფრო ხშირად კრიტიკით საქართველოს წინააღმდეგ?

-ის, რომ ევროპა ჩვენს ხელისუფლებას აკრიტიკებს, არავის აკვირვებს. საქართველომ ხომ აიძულა ევროპული სახელმწიფოები თავიანთთვის უჩვეულო თამაში ეთამაშათ... რაც შეეხება ხელისუფლების მხარდაჭერას, მე ვთვლი, რომ ყველაზე მეტად სააკაშვილის პოზიციებს რუსეთი აძლიერებს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100