RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

კახა ძაგანია: ქართველი ლეიბორისტები მოსკოვთან დიალოგისათვის მზად არიან

18.11.2008  |  18:27

1/7/3/73.jpegპირველად, მიმდინარე ოთხი თვის მანძილზე საქართველოს ერთ-ერთი, ოპოზიციური პარტია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებზე ალაპარაკდა. ამის თაობაზე, ლეიბორისტების მდივანმა, კახა ძაგანიამ გაზეთ Georgia Times -თან ინტერვიუში ისაუბრა.

ჩვენი საუბრის ინფორმაციული მოტივი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ, დღეს გამართული პრეს-კონფერენცია გახდა. ნათელაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ლეიბორისტების პოლიტ-საბჭომ რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენა გადაწყვიტა. პარტია მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან, ფედერაციის საბჭოს სენატორებთან და სხვა პოლიტიკოსებთან.

ხელისუფლების რეაქციამ დიდხანს არ დააყოვნა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ- გივი თარგამაძემ ლეიბორისტებს საქართველში რუსეთის „ფილიალი" უწოდა და განაგრძო: „მათთვის ვინც ოდნავ მაინც ერკვევა პოლიტიკაში, შალვა ნათელაშვილი დიდი ხანია ამოცნობილია. კარგია, რომ ბოლოსდაბოლოს მან ეს გახსნილად და საკუთარი ინიციატივით გააკეთა. მე მომხრე ვარ, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას".

რატომ გადაწყვიტეს ლეიბორისტებმა, პირველებს გაეწოდებინათ ხელი ჩრდილოელი მეზობლისთვის და თან ასე დემონსტრატიულად? რით აიხსნება ეს რბილად, რომ ვთქვათ არა პოპულარული განცხადება? რამდენად დაუჭერს მხარს ამ წინადადებას ქვეყნის მოსახლეობა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ, რუსეთის მიმართ სიყვარულით არ იწვის?

გადაწყვეტილება, რუსეთთან დიალოგის აღდგენის თაობაზე პარტიის დახურულ სხდომაზე მივიღეთ.ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ხელისუფლებამ დაკარგა უნარი აწარმოოს ნებისმიერი დიალოგი საერთაშორისო დონეზე. ზუსტად ასევე ფიქრობს საქართველოს მოსახლეობაც. ხელისუფლების მთელი საგარეო პოლიტიკა, უკეთესი პატრონის ძიებისკენ არის მიმართული. ამან ჩვენი სახელმწიფო კატასტროფამდე მიიყვანა. აი რატომ არის აუცილებელი მეზობელთან კარგი ურთიერთობის დაუყოვნებლივ აღდგენა. პირდაპირ, შუამავლის გარეშე! ეს ფუნქცია იკისრა ჩვენმა პარტიამ, რომლის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა არა ერთხელ დაადანაშაულა მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ ოსეთში ომის პროვოცირებაში, დავადანაშაულეთ ასევე იმაში, რომ პრინციპში მისი გამოისობით რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ნათელაშვილმა ქვეყნის ახლანდელ ხელმძღვანელობას პოსტების ნებაყოფლობით დატოვება ურჩია.

-რას მოიმოქმედებს თქვენი პარტია, ამ ახალი ინიციატივის რეალიზებისათვის -მოლაპარაკებების საგნაი სავიზო რეჟიმი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა უნდა გახდეს. ხელისუფლების პროვოკაციულმა პოლიტიკამ მოიტანა ის,რომ ქართულ პროდუქციას რუსეთის ბაზარზე არ უშვებენ. თავად ჩვენი მოქალაქეები კი . . . ჯერ უვიზო რეჟიმი მოიხსნა, დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ კი რუსეთში შესვლა საერთოდ შეუძლებელია. იქ კი ბევრი ჩვენი თანამემამულეა, რომლებიც საქართველოში დარჩენილ ოჯახებს, რთულ ეკონომიკურ პირობებში რუსეთიდან ეხმარებიან. ჩვენ თანამშრომლობის თუნდაც იმ დონეს უნდა დავუბრუნდეთ,რომელიც ომამდე იყო.

-თქვენი აზრით ვინ დაწვა თბილისსა და მოსკოვს შორის დარჩენილი უკანასკნელი ხიდები?

- ორივე ხელისუფლებამ, როგორც რუსეთის, ასევე საქართველოსი. ხალხის ნებისთვის საერთოდ არ მიუქცევიათ ყურადღება. საქართველოში რუსები ისევ ძველებურად უყვართ და ვიმედოვნებ, რომ დამოკიდებულება არც თქვენ შეგიცვლიათ. სწორედ საიმედო დიალოგის გზით უნდა აღვადგინოთ ეკონომიკური ურთიერთობები და შემდგომში ამ ნიადაგზე გადავჭრათ პოლიტიკური საკითხები. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები მოსკოვშია და ჩვენ გვინდა უკან დავიბრუნოთ.

-თქვენ უშვებთ, იმ ვარიანტს, რომ კრემლი დათმობს თავის პოზიციებს და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზე უარს იტყვის?

-დარწმუნებულნი ვართ, რომ დროთა განმავლობაში, როცა დიალოგი დალაგდება, ეკონომიკური ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგება და კულტურული კავშირები აღდგება ტერიტორიული საკითხების გადაწყვეტაც სავსებით შესაძლებელია. საერთასორისო სამართალში არსებობს უამრავი ნიუანსი, რომელთა მეშვეობითაც ყველაზე რთული პრობლემების, მათ შორის ტერიტორიულის აღმოფხრვაც შესაძლებელია, ჯერ-ჯერობით ჩვენ - კულტურის მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, მეცნიერებს, სპორტსმენებს და ყველა ჩვენ მოქალაქეს მოუწოდებთ კეთილი ნების და ურთიერთ გაგების აქტიური პოზიციისაკენ. ჩვენი თანამემამულეები სახალხო დიპლომატიაში უნდა ჩაერთონ და უნდა რუს კოლეგებთან ადრე არსებული ურთიერთობები უნდა აღადგინონ.

-ამჟამად საქართველოში ძლიერი ანტი-რუსული განწყობაა. როგორ შეხვდა საზოგადოება თქვენს წინადადებას?

-მინდა შეგისწოროთ: ანტი-რუსული კი არა ანტი-კრემლისტური. რასაკვირველია ხალხი გაბრაზებულია - სამხედროებმა მათ სახლები დაუნგრიეს, ესროლეს და დაბომბეს, მაგრამ ანტი-რუსული განწყობა თვით აგვისტოს მოვლენების დროს არ იყო. ხალხში რუსებისადმი უფრო ნოსტალგია სუფევს, ვიდრე აგრესია. ხელისუფლების პოზიცია არ გამოხატავს ხალხის ნებას. ყველა ქართველმა ბავშობიდან იცის, რომ მეზობელმა, მეზობელთან უნდა იმეგობროს და არა იომოს.

-უკვე შეხვდით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და სახელმწიფო დუმის წევრებს?

-არა.ჯერ კონსულტაციებიც არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი ჩვენი ინიციატივით დაინტერესდება.

-რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს წინადადებაზე სხვა ოპოზიციურ პარტიებს?

-ჯერ-ჯერობით არავითარი კომენტარი არ მიგვიღია. თუ სხვა პარტიებს ეყოფათ გამბედაობა და მერაბიშვილის (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი) არ შეეშინდებეთ, ისინი მხარს დაგვიჭერენ. სერიოზული პოლიტიკოსები, ხომ ჯანსაღი აზრით და რაციონალიზმით ხელმძღვანელობენ. მათ ესმით, თუ ვინ შეიძლება მოცემულ მომენტში მოკავშირე იყოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100