RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ისტორიკოსების ექსკურსებს პოლიტიკოსების განცხადებებზე არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ

03.12.2008  |  17:15

8/9/5/895.jpegმამუკა არეშიძე - კავკასიის სტრარეგიული გამოკვლევების ცენტრის დირექტორი (ქ.თბილისი), ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, კონფლიქტოლოგი. მან შესავალში გამოტანილი სიტყვებით ჩვენ კორესპონდენტს აუხსნა, რომ სურს პოლემიკაში შესვლა ოს ისტორიკოსთან, მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან, ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კატთედრის ხელმძღვანელ ვალერი ძიძოევთან. იმისათვის, რომ გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები იმის თაობაზე თუ რატომ ვერაფრით ვერ პოულობენ ოსები და ქართველები საერთო ენას, აქვს თუ არა აზრი ისტორიული მოვლენებით დასაბუთებულ დაუსრულებელ კამათს.

-ბატონო არეშიძე რაში მდგომარეობს ისტორიული სიმართლე ქართველებისა და ოსების ურთიერთობაზე?

-ბატონი ძიძოევის მტკიცებით 1774 წელს ოსეთი ნებაყოფლობით შეუერთდა რუსეთის იმპერიას და თითქოს ამის უარყოფას ცდილობს საქართველო, რომელიც მეორე მისივე მტკიცებულებით მთელი მეოცე საუკუნის მანძილზე და ახალი ასწლეულის განმავლობაში მეთოდურად, მიზანმიმართულად ძირკვავას სამხრეთ ოსეთის ძირძველ მოსახლეობას. ეს დასკვნები გაკეთდა „ობიექტურად დადასტურებული ისტორიული ფაქტებისა და საკუთარ გამოძიებაზე დაყრდნობით" . ხოლო ოპონენტებს თავისი გამოძიებები აქვთ,რომლის საფუძველზეც სხვა დასკვნებამდე მიდიან. კამათი იმაზე თუ ვისი ისტორიული ხედვაა ჭეშმარიტი დაუსრულებლად შეიძლება. ეს სავსებით ახშობს გზას დიალოგისაკენ. ამასთანავე აგვისტოს მოვლენების შემდეგ გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში ერთმანეთს ორივე მხარე ადანაშაულებს. დიახ, ომი ადამიანებს სამწუხაროდ მხოლოდ აბოროტებს და ეს ფონი კიდევ უფრო ართულებს დიალოგის შესაძლებლობას.

პირადად მე ამათუიმ ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან მრავალეროვანი თანაარსებობა ამდიდრებს, როგორც ჩვენს ისტორიას, ასე ჩვენს კულტურას. ხოლო ისტორიის გადაწერის მცდელობებით დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებ,მითუმეტეს საქართველოში. ისტორიული ფაქტების დამახინჯებით საბჭოთა პერიოდშიც სცოდავდნენ. თუმცა ის რაც საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ დაიწყო ყოველგვარი მოლოდინის ზღვარს გაცდა. ასეთი საკუთარი ხალხის „ისტორიის მემატიანეები" განსაკუთრებით სამეცნიერო და პოლიტიკურ წრეებში მომრავლდნენ. პოლიტიკოსებს კიდევ არაუშავს, მეცნიერული მტკიცებულებებს მათგან არავინ ელის. თუმცა პროფესორები და ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორები ვფიქრობ უფრო დაკვირვებულნი უნდა იყვნენ. ნებისმიერ მათ მიერ დამახინჯებულ ფაქტის საწინააღმდეგოდ, ხომ სხვადასხვა წყარო და უამრავი ისტორიული დოკუმენტი არსებობს, რომელთა გადაწერაც უბრალოდ შეუძლებელია და ყოველი ასეთი მცდელობა, უხერხულობის განცდას ბადებს ვაი ისტრიკოსების გამო.

ასე, რომ რაც შეეხება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებას. არცერთ ისტორიულ დოკუმენტში, მე-18 საუკუნის ბოლომდე არ ყოფილა ნახსენები ოსეთი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მაშინ ასეთი პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეული ბუნებაში არ არსებობდა. რაც შეეხება თარიღებს, 1774 წელს თურქეთსა და რუსეთს შორის დადებული იქნა ზავი, რომლითაც ყაბარდოეთის ნეიტრალიტეტი იქნა გამოცხადებული, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ოსური მთის თემები. ჩრდილო კავკასიაში ოსები ცხოვრობდნენ ოთხ ხეობაში (თაგაური, ალაგირი,ქურთაული, დიდგორი). ეს ოსური ხეობები იმ დროში ყაბარდოს ემორჩილებოდნენ და ფორმალურად რუსეთის ქვეშევრდომები გახდნენ, რეალურად კი რუსეთის ქვშევრდომობა მათ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღეს. მშვიდობის დამყარებისთანავე ოსებმა რუსეთში მიავლინეს ელჩები ასტრახანის გუბერნატორთან, თხოვნით რუსეთის მფარველობის შესახებ. ამით ხომ ისინი გზას გაიხსნიდნენ კავკასსიის ზეგანებისკენ, რომლებსაც ფლობდნენ ყაბარდოელები და ოსებს იქ არ უშვებდნენ.

- ქართველების რუსეთის ტერიტორიაზე გამოჩენის ვერსიას თუ ეთანხმებით? თუ მზად ხართ ეს ვერსიაც უარყოთ?

-ალბათ მას მხედველობაში აქვს სამხრეთ ოსეთი... არ ვიცი, თუ კი ლაპარაკი ნამდვილად რუსეთის ტერიტორიაზეა, მაშინ ქართველები ოდითგანვე სახლობდნენ ჩრდილო კავკასიაში ( ბალკარეთი, ყაბარდო, ჩრდილო ოსეთი) და ქალაქი სოჭიც, რომლის შემადგენელ რაიონში დღემდე არის ქართული სოფელი პლასტუნკა. მაგრამ ეს სულაც არ არის მიზეზი იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მტკიცება ამ მიწების ქართულ ოდინდელობაზე. თუ კი, საუბარი სამხრეთ ოსეთზეა, მაშინ ეს ისტორიული დვალეთია, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, 1801 წელს ეს ტერიტორია შეუერთდა რუსეთს. მაგრამ ვიმეორებ, ოსები დღეს ამ მიწაზე ცხოვრობენ და რავინ მათ ხელს არ ახლებდა, რომ არ შეექმნათ რიგი პრობლემებისა, როგორც ამას არ აკეთებენ სხვა დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები.

- -მართალია, სამხრეთ ოსები ისჯებოდნენ ქართველების მიერ იმის გამო რომ "პრინციპულად არ უნდოდათ მენშევიკურ საქართველოსთან ერთად რუსეთის შემადგენლობიდან გამოსვლა"?

-სხვათაშორის 1918 წელს ოსებმა მიიღეს ორი ადგილი საქართველოს პარლამენტში და ხელი მოაწერეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ამასთან ერთად მაშინაც როგორც ახლა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობდა მეტი ოსი, ვიდრე სამხრეთ ოსეთში. საქართველოს მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, თუ არ ჩავთვლით სამხრეთ ოსეთს, ცხოვრობს 50 ათასი ოსი. აგვისტოს მოვლენების დროს ქართულ არმიაში 20 ოსი ნაციონალობის მეომარი იბრძოდა.

რაც შეეხება 1920 წლის მოვლენებს, რომლის წარმოჩენასაც პატივცემული ძიძოევი ცდილობს ეთნიკურ კონფლიქტად, ოღონდაც საეჭვოა რომ მას ეს გამოუვიდეს, რადგანც იმ წლებშიც ეს მოვლენები იყო პოლტიკური ხასიათის. რუს ბოლშევიკებს რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, უნდა შეესუსტებინათ საქართველოს მენშევიკური მთავრობა. ამ მიზნისთვის მათ ოსი გლეხები გამოიყენეს, უბიძგეს რა მათ აჯანყებისკენ თავადური გვერების "ერისთავების და მაჩაბელების" წინააღმდეგ. რომელთაც ბატონი ძიძოევი დროულად მოიხსენიებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100