RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველო არ იტყვის უარს დასავლურ კურსზე და ეს უნდა ვაღიაროთ

15.12.2008  |  16:36

0/1/7/1017.jpegაგვისტოს მოვლენებმა ხაზი გადაუსვა საქართველოს და რუსეთის მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთოებს. სამუდამოდ თუ არა, უახლოეს მომავლში ნამდვილად. რატომ ვერ მოხერხდა 2008 წლის აგვისტოში დავის მშვიდობიანი გზით გადაჭრა? რა მიზეზების გამო არჩიეს მშვიდობიან დიალოგს, საომარი ოპერაცია? როგორ შეიცვალა პოლიტიკური ძალების განრიგი, ექვს დღიანი ომის შემდეგ? შესაძლებელია თუ არა ქართულ-რუსული ურთიერთობების ნორმალიზება? ამის შესახებ საუბარი ჩვენ ვთხოვეთ პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის გენერალურ დირექტორს იგორ ბუნინს.

- ხუთდღიანი ომი საქართველოში, უკვე ისტორიაში ჩაიწერა. თქვენი აზრით შესაძლებელი იყო თუ არა აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება?

-ომი უნდა აგვეცილებინა. კონფლიქტის ზონებში აესებული სიტუაციის შენარჩუნება, შეიძლებოდა მომლოდინე მდგომარეობაში. არ აღიარებულ რესპუბლიკებს შეეძლოთ კიდევ დიდ ხანს შეენარჩუნებინათ თვიანთი სტატუსი. ერთი პირობით - რომ არ ყოფილიყო თბილისის მხრიდიდან ბლიცკრიგის მცდელობა.

საქართველო ხუთი წლის განმავლობაში ირჩევდა "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის" რბილ და სასტიკ სცენარებს შორის. "რბილში" იგულისხმებოდა მუდმივი ზეწოლა, მაშინ ჯერ კიდევ არ აღიარებელ რესპუბლიკებზე.

2006 წელს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პირობას დებდა, ახალ წელს ცხინვალში შეხვედროდა. იმისათვის, რომ მოეხდინათ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის ერთგულების დემონსტრირება, ის თანამდებობიდან მოხსნეს.

მაგრამ "რბილი" გზა არ იძლეოდა სწრაფ რეზულტატებს, როგორებსაც მიეჩვივნენ ქვეყნის ახალგაზრდა ხელმძღვანელები. რჩებოდა ორი ვარიანტი - ან უარის თქმა სამხრეთ ოსეთის შემოერთებაზე გაურკვეველი პერიოდით, ან სასტიკი სცენარის რეალიზება. მიხეილ სააკაშვილმა მეორე ვარიანტი აირჩია. რუსეთიც იძულებული გახდა, ჩარეულიყო კონფლიქტში.

-ქონდა საქართველოს საშუალება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიალოგის გაგრძელების?

მე ვთვლი, რომ საქართველოს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან პირდაპირი დიალოგი თითქმის შეუძლებელი იყო. ძალზედ ბევრი სისხლი დაიღვარა 90-იან წლებში. როგორც კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ახალმა ქართულმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ შეუძლია შექმნას უნიტარული სახელმწიფო. გამსახურდიამ, როგორც ცნობილია, გააუქმა ყველა ავტონომია.

სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში საომარმა მოქმედებებმა დიდი ხნით დააცილა ხალხი ერთმანეთს, მაგრამ თბილისში ყველას (ხელმძღვანელობასაც და საზოგადოებასაც) სურდათ აღედგინათ "დიადი საქართველო": დაებრუნებინათ დაკარგული ტერიტორიები, მოეზიდათ ტურისტები, გამხდარიყვნენ შვეიცარიის ანალოგი. ტერიტორიების დაკარგვას თბილისში აღიქვამდნენ, როგორც დარტყმას მთელი ქართული ნაციის თავმოყვარეობაზე.

მეორეს მხრიდან, ქართული ხელისუფლების მიმწოლი ხასიათი აღიაზიანებდათ, არაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელებს. რუსეთი მზად იყო გამხდარიყო ამ პროცესში მომლაპარაკე. ეს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ მას შეეძლო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დაყოლიება, საქართველოს შემადგენლობაში შესვლაზე. თუმცა, მშვიდობის შენარჩუნება, მოსკოვის ინტერესთა სფეროში შედიოდა.

მაგრამ... რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უარსედებოდა. საქართველო გამარჯვებისათვის იყო განწყობილი. ქართული ელიტისთვის აფსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ 90-იანი წლების მოვლენებმა დაამსხვრია, ძველი საქართველოს სახე. ყველაფერი ეს დაგროვდა და დაემტა ახალგაზრდა მთავრობის ფუქსავატობას.

- აგვისტოს მოვლენებიდან, ზუსტად ოთხ თვეში, საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ ომი სწორედ საქართველომ დაიწყო. თქვენის აზრით, აგვისტოში სააკაშვილმა მიიღო "მწვანე შუქი" დასვლეთისგან?

-დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ გადამწყვეტ წინაღობად ძალისმიერი ვარიანტის გზაზე, ითვლებოდა დასავლეთის პოზიცია, რომელიც არ არის დაინტერესებული კონფლიქტის ესკალაციაში. თეთრმა სახლმა კონფლიქტის პირველ საათებში კონფლიქტის მხარეებს შერიგებისკენ მოუწოდა. დიდმა ბრიტანეთმა ღრმა შეშფოთება გამოხატა, საქართველო-ოსეთის რაიონში კონფლიქტის სიტუაციის ესკალაციის გამო და მოუწოდა მხარეებს "დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუყოვნებლივ აღადგინონ მოლაპარაკებები". ასე რომ, არავითარი "მწვანე შუქი" საქართველოს საომარი მოქმედებების დასაწყებად, არავისგან არ მიუღია.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ დასავლეთი შექმნილ სიტუაციას მკაცრად არ უყურებდა, არ იყო აუცილებელი სისასტიკე. ამითი იხსნება ის ფაქტი, რომ ევროპა ასე დიდხანს თვლიდა, რომ საქართველო უდანაშაულოა. აგვისტოს მოვლენებიდან მხოლოდ რამდენიმე თვეში ბი-ბი-სი - ს არხზე გამოჩნდა რეპორტაჟები ქართული არმიის უწესობის შესახებ. გავმეორდები, პირდაპირი თანხმობა საომარ ოპერაციაზე, ჩემის აზრით არ ყოფილა. მაგრამ იყო ლოიალური, ძალზედ მსუბუქი დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მისამართით.

- მაინც რატომ უჭერდა მხარს დასავლეთი ასე დიდხანს სააკაშვილს?

- ის კარგი საზოგადო პოლიტიკოსია და კარგი "პიარშიკი". სააკაშვილს ხუთი წლის განმავლობაში ოსტატურად "გაქონდა" პატარა საქართველოს სახე, რომელსაც იმპერიალური რუსეთი ჩაგრავდა. ბევრ რამეში მას დაეხმარა იმიჯი, რომელიც მან "ვარდების რევოლუციის" დროს შეიქმნა. საქართველოს ძველ და ახალ სინათლეში ხსენებისას, ჩნდებოდა დემოკრატიული ქვეყნის სახე, სახე ნათელი, კაშკაშა და გახსნილი. რუსეთის ხსენებისას, ძველებურად მუშავდება სტერეოტიპები - ჯმუხი ჩინოვნიკები, სსრკ-ს მემკვიდრეობა, ტანკები, პოლიტბიურო. იქმნებოდა ასეთი ფსიქოლოგიური კონტრასტი, საქართველოს სასარგებლოდ. სწორედ ეს გამოიყენა სააკაშვილმა ოსტატურად. მაშინაც კი, როდესაც ცხინვალზე ტანკები მიემართებოდნენ, ის ყველა დასავლური არხით აცხადებდა - ჩვენ მშვიდობით მოვდივართ...

Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100