RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

პერევში არსებულ სიტუაციაზე კამათი არ ცხრება

18.12.2008  |  09:47

0/5/6/1056.jpegიმაში, რომ რუსული ჯარები დაბრუნდნენ საჩხერის რაიონის სოფელ პერევში, რამდენიმე საათში მას შემდეგ რაც დატოვეს იქაურობა, დამნაშავე არა მხოლოდ სიტყვებია, არამედ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებიც. ამის შესახებ ტელეკომპანიის "კავკასია" საღამოს ეთერში, გადაცემაში "ბარიერი" ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა კობა ლიკლიკაძემ გააკეთა განცხადება.

ჟურნალისტის თქმით, იმ დღეს 12 დეკემბერს, ის პირადად იმყოფებოდა პერევში და საკუთარი თვალით იხილა, თუ რა ხედბოდა და რა მდგომარეობაშია, იქ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა.

"მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს: რომ ომი საქართველომ მოიგო, ხოლო რუსეთმა წააგო, შეეძლო გაეღიზიანებინა რუსეთი, მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში როდია. რუსეთის ჯარები დილით გავიდნენ, მაგრამ ამას წინ უძღვოდა გააფრთხილება ქართული მხარის მისამართით: რომ არ ჰქონოდა ადგილი, რაიმე სახის შეიარაღებულ პროვოკაციას. მაგრამ მაშინათვე, როგორც კი პერევი უკანასკნელმა რუსმა ჯარისკაცმა დატოვა, სოფელში 20 მანქანით შემოყვანილი იქნა, კბილებამდე შეიარაღებული - დანამდვილებით ვერ ვიტყვი, პოლიციის თუ სპეც-დანიშნულების თანამშრომლებით დაკომპლექტებული 100 კაციანი რაზმი". - თქვა კობა ლიკლიკაძემ.

ამ განცხადებით მან, დაადასტურა ინფორმაცია, რომელსაც რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებდა რუსული მასმედია და რომელსაც, ასე კატეგორიულად უარყოფდა საქართველოს ხელისუფლება და ქართული მედია.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მთელი ეს ქმედებები და პროვოკაციები საბოლოო ჯამში პერევში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას აწვება მხრებზე ტვირთად და მათ არ იციან რას უნდა ელოდნენ ხვალ ან რამდენიმე წუთის შემდეგ. ისინი იძულებულნი ხდებიან მიატოვონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები.

" იმ იფორმაციათაგან უმეტესი რომელსაც მე ვფლობ, თავად საქართველოს ფედერალური ტელეკომპანიების ჟურნალისტებისგან შევიტყვე. ისინი მაუწყებლობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ არც ერთ არხზე ეს ინფორმაციები არ გახმოვანებულა. ჟურნალისტებს უბრალოდ ამის საშუალება არ მისცეს", - განაცხადა ლიკლიკაძემ და ხაზი გაუსვა იმას, რომ ქართული მედია ხელისუფლების მხრიდან, მკაცრი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

მიუხედავად ყველაფრისა, მან იმედი გამოთქვა, რომ ჭეშმარიტების გაცხადების მომენტი, ადრე თუ გვიან მაინც დადგება.

"გაუგებარია, რაში სჭირდებოდა ქართულ მხარეს, ძალის დემონსტრირება. რუსეთის ჯარი ხომ, არც თუ ისე შორს იყო წასული, ხოლო პერევში კბილებამდე შეიარაღებული რაზმის გადასროლა, ტაქტიკური და პოლიტიკური შეცდომა გახლდათ. ამ რეგიონში, თავის დროზე მეგობრული ქართული და ოსური სოფლები იყო, რომლებიც ახლა თითქმის დაცარიელდა. მე ვურჩევდი პოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთ კაბინეტებში ასეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, დაე წავიდნენ და თუნდაც ერთი დღე იცხოვრონ იქ". - თქვა ლიკლიკაძემ.

გადაცემაში მონაწილე მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, ცდილობდა სხვა თემაზე გადაეტანა საუბარი, თუმცა გადაცემის წამყვანის ალექსანდრე ელისაშვილის დაჟინებით, იძულებული გახდა მთავარ საკითხს დაბრუნებოდა. ლიკლიკაძის ბრალდებებთან დაკავშირებით, მალაშხიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება იძულებული იყო პერევში გადაესროლა პოლიციური ძალები, რათა ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის მექანიზმი აემუშავებინა.

"რუს ოკუპანტებს სურდათ ქართული პოლიცია პროვოკაციაში ჩაეთრიათ და წამოეწყოთ შეირაღებული დაპირისპირება, მაგრამ ჩვენ ამაში მონაწილეობა არ მივიღეთ. თავად იხილეთ, როგორ მოქმედებს რუსეთი, მათ პერევში ევროკავშირის წარმომადგენლებიც კი, არ შეუშვეს". - აღნიშნა დეპუტატმა.

თავის მხრივ კობა ლიკლიკაძემ, ხელისუფლების წარმომადგენელს შეახსენა, რომ მშვიდობიან პერიოდში პერევში პატარა მილიციის განყოფილება იყო, რომელშიც მხოლოდ ორი პოლიციელი მსახურობდა და ისინი საქმეს მშვენივრად ართმევდნენ თავს. აქედან გამომდინარე, სოფელში დარჩენილი 300 ადგილობრივი მოსახლის დასაცავად, 100 პოლიციელი მითუმეტეს არ იყო საჭირო.

საქართველოს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, საქართველოს მთავრობის ქმედებებსა და განმარტებებს, მორიგი პიარ-კამპანია უწოდა.

"თუ კი პერევიდან რუსეთის ჯარი მშვიდობიანად გავიდოდა, მაშინ არავითარი პიარი არ გამოვიდოდა და ამიტომაც მოაწყვეს პროვოკაცია, ძალის დემონსტრირებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დამნაშავე საქართველოს ხელისუფლებაა. ეს დღევანდელი მთავრობის გაუწონასწორებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია. ამ პოლიტიკის გამო ჩვენ დავკარგეთ კოდორი და სხვა ტერიტორიები, რომელებზედაც ადრე არავინ პრეტენზიას არ აცხადებდა. ეს თქვენ და თქვენმა ხელისუფლებამ, ბატონო შოთა მალაშხია, აღიარეთ კოდორი ზემო აფხაზეთად და დაასახლეთ იქ ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება. თქვენ აფრიალებდით წითელ ნაჭერს ხარის ცხვირ წინ, ასხამდით ცეცხლზე ნავთს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა, ასეთ სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა", - განაცხდა ძიძიგურმა.

მისი თქმით, ახლანდელმა ხელისუფლებამ გააკეთა ის, რაც შევარდნაძესაც კი არ გაუკეთებია, რომელმაც საქართველოს სოხუმი და ცხინვალი დააკარგვინა.

"დღეს ის სიტუაცია, რომელიც ცხინვალის რეგიონში პრეზიდენტ შევარდნაძის დროს იყო, სანატრელია. სააკაშვილმა, რომელმაც ორჯერ დაიფიცა დავით აღმაშენებელის საფლავზე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობა დადო, ყველაფერი დაკარგა. ეს დამნაშავეების ხელისუფლებაა და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. სააკაშვილს რეალური პროკურორი დაკითხავს და არა პაატა დავითაიას კომისია", - განაცხადა კონსერვატორთა ლიდერმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ დაკარგა არა მხოლოდ ტერიტორიები, ომში დაიღუპა ხალხი, ჯარმა დაკარგა ყველაფერი ის, რაც უცხოელი პარტნიორების დახმარებით იყო მისთვის შეძენილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100