RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ამერიკელებს არ მოეწონათ ქართული არმიის მდგომარეობა

19.12.2008  |  17:15

0/8/1/1081.jpegშემოდგომაზე ამერიკის სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა აშშ-ს სამხედრო უწყებისთვის საქართველოს არმიის საბრძოლო მდგომარეობის შემოწმება ჩაატარა და მივიდა დასკვნამდე, რომ ქართული არმია"მოუმწიფებელ" და "ცუდად მომზადებულ" არმიად რჩება. ამას ადასტურებს, ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი მოხსენება.

თავისთავად, მოცემული დოკუმენტი გასაიდუმლოებულია. მაგრამ გაზეთმა The New York Times-მა შეძლო მოეპოვებინა მისი ფრაგმენტი, რომელიც რედაქციის აღიარებით, "ქართული შეიარაღებული ძალების დაბალი ბრძოლისუნარიანობით შეწუხებული ადამიანისგან" მიიღეს.

სამხედრო ექსპერტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლებას და თითქმის 5 წლიან უხვ დაფინანსებას, მდგომარეობა არ შეუცვლია.

"2004 წელს სააკაშვილმა ჩაიბარა საშინელ მდგომარეობაში მყოფი არმია, შეგვახსენებს გამოცემა. მან შეიძინა ახალი ტექნიკა და მოწყობილობები, გაზარდა ხელფასები, დაიწყო პენტაგონთან მჭიდრო თანამშრომლობა. საქართველოში, არმიის მოდერნიზაცია ახალი ხელმძღვანელობის დიდ მიღწევად ითვლებოდა. აგვისტოს მოვლენები და ახალი მოხსებნება კი, ამ ოპტიმისტურ შეფასებას ეჭვქვეშ აყენებს, სტატიის ავტორების ციტირებას ახდენს Inopressa.Ru.

 

შეინიშნება უსაზღვრო ბიუროკრატია, მიდრეკილება იმპულსურად გადაწყვეტილების მიღებისადმი, უმაღლესი მეთაურთა შემდგენლობის დანიშვნის დროს "ნათლიმამობა". მეტიც, საქართველოში ჯერც არ შეუმუშავებიათ ეროვნული უსაფრთხოების ადეკვატური დოქტრინა, ასევე ჯერაც არ შეუმუშავებიათ საიდუმლო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სისტემა.

New York Times-ში სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი კვირით ადრე, საქართველოში ახალი სამხედრო მინისტრი დაინიშნა. დავით კეზერაშვილი, დავით სიხარულიძემ შეცვალა. ახალმა მინისტრმა განაცხადა:

"საქართველოს სამხედრო ძალებში კარგად განათლებული და ნასწავლი ოფიცრები მსახურობენ, რომლებიც შეადგენენ არმიის ხერხემალს და ამიტომ არანაირი საჭიროება არაა, მოხდეს ფუნდამენტალური საკადრო ცვლილებები". დღეს საქართველო იარაღდება მსოფლიოში საუკეთესო ავტომატებით ემ-4, უკვე მიღებულია ახალი ჯავშანტექნიკა და არტილერია, რომლებიც ნატოს სტანდარტებს პასუხობენ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაგრძო ეს თემა. ქვეყანა სავსებით ცვლის საავიაციო ტექნიკას - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები - პირველია პოსტსაბჭოურ სივრცეში, რომელიც ერთდროულად - ასეთი მასშტაბებით და ასეთი ტემპით, გადადის დასავლურ შეიარაღებაზე.

რუსი სამხედრო ექსპერტების აზრით, "დასავლური შეიარაღება" ჯერ კიდევ არ ნიშნავს "ხარისხიან შეიარაღებას". ყველაფერი დამოკიდებულია მწარმოებელზე და იმაზე, თუ როგორ დაკომპლექტდება და შეერწყმება შეიარაღება, ამუნიციას.

აგვისტოს მოვლენების შემდეგ, წერს NewsInfo, რუსმა სამხედრო ექსპერტებმა ჩაატარეს იმ იარაღის ექსპერტიზა, რომლითაც იბრძოდა ქართული არმია. აღმჩნდა, რომ საბრძოლო მასალები, სასროლი იარაღი, ჯავშანჟილეტები და სხვა დანარჩენი ამუნიცია სხვადასხვა მწარმოებლებისა და სხვადასხვა მახასიათებლების იყო. ექსპერტების აზრით, ასეთი იარაღით მხოლოდ პოლიციელების აღჭურვა შეიძლება, რადგანაც რეალურად, მათი გამოყენება 100 მეტრზე მეტ მანძილზე, ვერ მოხერხდება.

არაა გამორიცხული, რომ ამერიკელებმა მხოლოდ ფული გამოყვეს, ქართულმა მხარემ კი ჩაატარა ტენდერი, რომელიც მოიგო იმან, ვისაც იარაღი ნაკლებ ფასად ჰქონდა წარმოდგენილი, ვარაუდობს NewsInfo.

ასეა თუ ისე, ამერიკელმა სამხედრო ექსპრტებმა ქართული არმიის მომზადება დასავლური სტანდარტების შეუსაბამოდ ჩათვალეს. New York Times წერს, რომ ზემოხსენებული წყარო ვაშინგტონიდან იტყობინება, რომ აღმოჩენილი იქნა სერიოზული შეცდომები და საქართველომ თავის დასავლელ პარტნიორთან ერთად, უნდა გადაწყვიტოს, რა ქნას მომავალში.

"ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ, - აღნიშნა წყარომ, - და ვუთხარით: თქვენ უნდა იცოდეთ, რომ უნდა ჩაატაროთ გარკვეული ცვლილებები, თუ კი გინდათ, რომ პროფესიონალური არმია გყავდეთ".

სერგეი ჩაიკინი.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100