RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია აგრძელებს ბრძოლას ვადამდელი არჩევენებისთვის

22.12.2008  |  10:02

ვადამდელი არჩევნები- არ იქნება. პირდაპირ ეთერში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და საკუთარი პოზიციის გასამაგრებლად, მთელი რიგი არგუმენტები მოიყვანა, მაგრამ ოპოზიცია,მაინც ვერ გადაარწმუნა...

0/9/5/1095.jpegპრეზიდენტის არგუმენტები ამგვარია: " მე გავიმარჯვე ყველა ჩემს არჩევნებში და 2013 წლამდე არავითარი ახალი არჩევნები აღარ იქნება. ახლა მე უნდა შევასრულო ის დაპირებები, რომელიც ჩემს ხალხს მივეცი". "მე ვერ ავაფორიაქებ საქართველოს იმის გამო, რომ რამდენიმე საზოგადოებაში პოპულარული ადამიანი, თავის დროზე ვერ შევიდა პარლამენტში და ახლა საკუთარი დაუსაქმებლობით არის შეწუხებული". და ყველაზე მთავარი: "ქვეყანაში, ამისთვის ფული უბრალოდ აღარ არის".

ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობისა და მოახლოებული ფინანსური კრიზისის გამო, საქართველოს პრეზიდენტი ეკონომიკის გადარჩენისკენ მოუწოდებს ყველას. საარჩევნო კამპანია, დარწმუნებულია ის, მხოლოდ ზედმეტი და გაუმართლებელი ხარჯია.

"ამას წინათ, ერთ-ერთ ტელეარხზე მოვისმინე, ვიღაც ამბობდა, რომ არჩევნების ჩატარებისათვის საჭიროა 20 ან 40 მილიონი ლარი. არა ის 1 ან 1,5 მილიარდი ჯდება",-განაცხადა სააკაშვილმა.

აქვე გადაჭრა საკითხი: "თუ თქვენ მზად ხართ დახარჯოთ 1-1,5 მილიარდი ლარი 10 ან 15 პოლიტიკოსის დასაქმების პრობლემის მოგვარებისთვის - მე მზად არ ვარ და ამას ვერ დავუჭერ მხარს." სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: თქვენ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავად მიიღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ პრეზიდენტმა უკეთ იცის.

ამას მოჰყვა რეკომენდაცია, ბიზნესმენებს დაეკითხონ რჩევას. ვითომც და ამის მერე, მაინც გახდება საბოლოოდ გასაგები, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - არჩევნებზე უარის თქმაა. "შეეკითხეთ ბიზნესმენებს, როგორი გახარებულები არიან ამ არჩვენებით, ისინი შიშით ელიან მას. ახალი არჩევნები - ეს არასტაბილურობაა... წინ რამდენიმე რთული თვეა, ამ დროს ყველა ხელებდაკაპიწებული უნდა მუშაობდეს."-შემგონებლური ტონით გვაუწყა მიხეილ სააკაშვილმა.

ხელისუფლების მოწინააღმდეგეები, ამ არგუმენტებმა ვერ დაარწმუნეს. მიმდინარე კვირას - 20 დეკემბერს რამდენიმე პოლიტიკური პარტია, ქმნის ახალ კოალიციას საერთო მოთხოვნით: ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო შემდეგ კი, საპრეზიდენტო არჩევნები.ამის შესახებ, ქართულ საინფორნაციო სააგენტოებს, კონსერვატორების ერთერთმა ლიდერმა კახა კუკავამ აცნობა.

კიდევ როგორი გაერთიანებები, ალიანსები ან ტანდემები გამოჩნდება უახლოეს მომავალში, ქვეყნის პოლიტიკურ არენაზე - ყველაზე გამოცდილი ანალიტიკოსებისთვისაც კი, თავსატეხია. მაგრამ მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი, ის არის, რომ აქამდე დაქასაქსული ოპოზიციური ძალები, მზად არიან დროებით თქვან უარი, თავიანთ განსხვავებულ მოსაზრებებზე და ერთად მიაღწიონ, ცივილიზებული გზით ხელისუფლების შეცვლას. ამ საკითხზე, პრაქტიკულად ყვლა ოპოზიციური ლიდერი თანხმდება.

"რესპუბლიკური პარტიის" პრეს-სამსახურში დარწმუნებით განგვიცხადეს, რომ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შეიძლება შეფასდეს, როგორც ხელისუფლების შენარჩუნების უკანასკნელი მცდელობა. "მას ესმის, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ხალხი მხარს აღარ დაუჭერს. მაგრამ შეშინებას, გათელვას, ოპოზიციის მოსყიდვას ის ვერ შეძლებს, - დაწრმუნებულები არიან რესპუბლიკელები. - 2009 წელს არჩევნები მაინც ჩატარდება. ოპოზიცია ამას მიაღწევს."

კონკრეტულად რა საშუალებებით? ისევ გამოიყვანენ ხალხს ქუჩაში? საიდან მოიტანენ ფულს, საკუთარი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობისათვის?

ამ კითხვებზე, პასუხის გაცემა ქართველ ოპოზიციონერებს ვთხოვეთ.

ლეიბორისტული პარტიის მდივანი იდეოლოგიის საკითხებში- კახა ძაგანიას აზრი ასეთია:" საკუთარი ვადის ამოწურვამდე დარჩენა - ეს სააკაშვილის ოცნებაა. მაგრამ ოცნებები და რეალიები, არ ემთხვევა. არჩევნები აუცილებლად გაიმართება. მხოლოდ ასე შევძლებთ გამოვიდეთ, ისეთი კრიტიკული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობიდან, როგორშიც დღეს საქართველო იმყოფება."

როგორც ჩვენმა თანამოსაუბრემ ღნიშნა, ოპოზიცია გამოიყენებს ყველა არსებულ სამართლებრივად გამართულ, პოლიტიკურ მეთოდებს. თუ ესეც არ უშველის - მოეწყობა მიტინგები და მანიფესტაციები. რაც შეეხება დაფინანსებას, ძაგანია მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევს, იშვიათად გამოიყენონ ბიუჯეტი არადანიშნულებისამებრ. "ერთი თვე შეწყვიტონ მოპარვა და ფული არჩევნებისთვის ეყოფათ",- ხაზი გაუსვა მან.

"პრეზიდენტის პასაჟს ბიზნესმენების შესახებ " ლეიბორისტების მდივანი სულ ცოტა, უცნაურად მიიჩნევს: "მათ ზუსტად იციან, რამდენი ჯდება არჩვენები, იმიტომ, რომ სააკშვილი ყოველი საკუთარი საარჩევნო კამპანიისას, მათ უბრალოდ ძარცვავდა. ვინც არ დათანხმდა - იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. სწორედ ამის გამო, მეწარმეებს უბრალოდ ეშინიათ მხარი დაუჭირონ ოპოზიციას." ძაგანია იმედოვნებს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, მხარს დაუჭერენ ვაშინგტონში, ბრიუსელში და მოსკოვში, ვინაიდან კავკასიაში მშვიდობა, მათ ინტერესებშია.

პარტია "თავისუფლების" გენერალური მდივანი (ლიდერი - კონსტანტინე გამსახურდია) დავით ბარდაველიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან გაერთიანების შესახებ, კონსულტაციებს გადიან. "ზოგიერთ საკითხებზე მოლაპარაკება, ძალიან რთულია. ბევრს, საქართველოს განვითარების მისეული ხედვა აქვს, არის აზრთა სხვადასხვაობა პარტიათა პროგრამებში. დღეს ჩვენ გვაერთიანებს ერთი მოთხოვნა - ვადამდელი არჩევნების ჩატარება",- აცხადებს ის.

ბარდაველიძის სიტყვებით, თუ კი სააკაშვილი არ დათანხმდება ამაზე, სახალხო მღელვარების ახალი ტალღა გარდაუვალი იქნება. ის დარწმუნებულია, რომ თვით ფინანსური კრიზისის პირობებშიც კი, ქვეყნის ბიუჯეტში ვადამდელი არჩევნებისთვის თანხები მოიძებნება. თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ დროა ბიზნესმენებმაც თქვან თავიანთი სიტყვა. "ისინი ვალდებულნი არიან, მხარი დაუჭირონ საკუთარ ხალხს და აღარ ეშინოდეთ, რომ წაართმევენ უკანასკნელს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100