RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია კომისიის დასკვნებს არ ეთანხემბა

22.12.2008  |  17:48

1/0/7/1107.jpegქართული ოპოზიცია თვლის, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ხალხისათვის ტყუილი ეთქვა და სააკაშვილის მთავრობის დანაშაულებრივი ქმედებები გაემართლებინა. „ეს კომისია დაკომპლექტდა ხალხისგან, რომლებიც იმ ავად სახსენებელი მოვლენების დროს ან თავად მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში და მშვენივრად იცოდნენ, ვინ დაიწყო სინამდვილეში ომი. მათ იცოდნენ სიმართლე და უნდა ეთქვათ ტყუილი" - განაცხადა საქართველოს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

ასეთი კომენტარი გაკეთა კუკავამ ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერით გასული საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაისა და ჟურნალისტის არაოფიციალური საუბრის ჩანაწერზე.

ამ ვიდეორგოლის დემონსტრირებისას, ტელეკომპანიის მესვეურებმა განცხადება გააკეთეს, რომ საუბრის ჩაწერა შემთხვევით მოხდა, რომ დავითაიას სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილი არ არის, ასევე არ არის დამონტაჟებული და ჟურნალისტური ეთიკის გათვალისწინებით, ტელეკომპანიას ეს ჩანაწერი უნდა გამოექვეყნებინა.

ჟურნალისტთან საუბარში დავითაია აცხადებს, რომ ომი ომი რა თქმა უნდა მათ (მხედველობაში ჰყავს საქართველოს მთავრობა) დაიწყეს და რომ ეს მთელი ამ წლების განმავლობაში გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგია.

თავად დავითაიმ მეორე დღეს ამ ვიდეორგოლზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ციტატა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო.

„ საუბარში ლაპარაკი იყო ჩვენი ჯარების შეყვანაზე ცხინვალში. საქართველოს პრეზიდენტმა კომისიის სხდომაზე გამოსვლისას დაადასტურა ეს ფაქტი და ეს კომისიის დასკვნაშიც ასახულია. სწორედ ამ კონტექსტში ვლაპარაკობდი, ომის დაწყების შესახებ"- აცხადებს დავითაია. ამის და მიუხედავად ის ამტკიცებს, რომ საქართველო თავდაცვით ომს აწარმოებდა.

მან ასევე აღიარა, რომ აგვისტოს მოვლენებს, ის კვლავინდებურად მთავრობის არასწორი პოლიტიკის შედეგად მიიჩნევს. „წინააღმდეგ შემთხვევაში მე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქნებოდი"-აღნიშნავს დავითაია.

ამის მიუხედავად კომისიის დასკვნაში გარკვევითაა აღნიშნული, რომ „საქართველოს მომართ კარგად მომზადებული ინტერვენცია განხორციელდა, რუსეთის მხრიდან", თანაც „საქართველოს ხელისუფლება აგრესიის ასეთ მაშტაბებს არ ელოდა". კომისიის დასკვნაში გაკეთებულია მითითებები, სხვადასხვა სტრუქტურის არასრულყოფილი მუშაობის თაობაზე, კერძოთ კი: უშიშროების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით, მაგრამ არაფერია ნათქვამი კონკრეტული თანმამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის შესახებ.

„დავითაია მხოლოდ ჭანჭიკი იყო, იმ დიდი სიცრუის სისტემისა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ მომართა. იგი მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას დადგმული ფარსის მონაწილე გახდა"- მიიჩნევს კახა კუკავა.

მისი სიტყვებით საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ნდობა დაკარგა და უსუსურ მცდელობებს მიმართავს, რათა თავისი ხალხის ცნობიერებიდან წაშალოს 7-9 აგვისტოს მოვლენები.

თავისი ნათქვამის დასტურად, რომ კომისიის მუშაობა საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გასამართლებლად მოწყობილი ფარსი იყო, კუკავამ ის ფაქტი დაასახელა, რომ ყოფილი საგარეო საქმეტა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ხოლო ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გაეროში მუდმივ წარმომადგენლად გაგზავნეს.

„ეს არ არის პასუხისგებაში მიცემა, პირიქით სამსახურეობრივი დაწინაურებაა. თუმცა, კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს მუშაობაში, დარღვევები იყო. ამაშია მთელი აბსურდი"- აღნიშნავს კუკავა. მისი სიტყვებით საზოგადოებამ უკვე მისცა შეფასება როგორც აგვისტოს მოველნებს, ისე კომისიის მუშაობას. ამ ხელისუფლების წასვლის შემდეგ, რეალური კომისიის შექმნა, რომელიც სამართლიანად და მიუკერძოებლად გამოიძიებს რა მოხდა და ჭეშმარიტ დასკვნას გამოიტანს, ქართული საზოგადოების ღირსების საქმე იქნება.

საქართველოს პარლამენტმა, 200 ფურცლისაგან შემდგარი, ასევე ფოტო და ვიდეომასალის შემცველი, პაატა დავითაიას კომისიის დასკვნა დაამტკიცა. ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც პროტესტი გამოთქვა დასკვნის ტექსტთან დაკავშირებით, არაფრაქციული დეპუტატი ჯონდი ბაღათურია იყო.

ამავდროულად, ის თავის შეფასებებში არც ისე მკაცრი იყო, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიცია თვლის, რომ კომისიის დასკვნაში მთელი რიგი მოვლენები არ არის ასახული. ბაღათურიამ კი, დასკვნაში თავდაცვის სფეროში არამართებული დანახარჯები ვერ აღმოაჩინა , განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა თავდაცვის სამისნიტროს ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა. კომისიის დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი, ქართული არმიის ზურგის უზრუნველყოფის უკმარისობის შესახებ, მიიჩნევს დეპუტატი. ყველაზე სამარცხვინოთ კომისიის დასკვნაში ბაღათურიასთვის ის ფაქტია , რომ: სამხედრო პირებად არიან გამოყვანილი საგარეო საქმეთა მინისტრი ეკატერინე ტყეშელაშვილი, ეროვნული უშიშროების მდივანი ალექსანდრე ლომაია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის მეთაური მალხაზ აქიშბაია.

„ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ლომაიას მიმართ ყველასათვის ცნობილია, მაგრამ ის იქ იყო, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლების სხვა ჩინოვნიკები: საქართველო-აზერბაიჯანის და საქართველო-სომხეთის საზღვართან ჯიპებით იდგნენ და ომის დღეებში ქვეყნის დატოვებას ლამობდნენ. საუბარი იმის შესახებ, რომ: ომის დაწყება ლომაიას, ტყეშელაშვილის და აქიშბაიას ბრალია კომედიაა და საზოგადოების დაცინვა"- მიაჩნია ბაღათურიას.

საპარლამენტო ოპოზიცია კი, თავის მხრივ ელოდება იმ დასკვნას, რომელიც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ინიციატივით შეიქმნილმა, საერთაშორისო საგამომძიებლო მისიამ უნდა გამოიტანოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100