RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სახალხო დიპლომატია: დიალოგის აღდგენა მოხერხდა

23.12.2008  |  18:01

1/2/2/1122.jpegგასული კვირის ბოლოს მოსკოვში, საქართველოს საზოგადო მოღვაწეთა დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. კოლეგები მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივმა პალატამ მიიწვია. სახალხო დიპლომატიის დონეზე, საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი განახლებულია. შeხვედრის რეზუტატით, კმაყოფილები არიან მოსკოვშიც და თბილისშიც.

ეს უკვე პროგრესია. აგვისტოს მოვლენების დასრულებისთანავე, ურთიერთ ბრალდებებს ტალღამ კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებსაც კი გადაუარა. და აი ოთხი თვის შემდეგ, ქართველებმა და რუსებმა მოახერხეს ერთად შეკრებილიყვნენ, ერთმანეთისთვის თვლებში ჩეხედათ და შეთანხმებულიყვნენ, რომ: არ არის საჭირო მართალისა და დამნაშავის ძებნა, საჭიროა დაკარგული ნდობის აღდგენა.

დიახ, საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების დათბობა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, უწინდელი მეგობრული თუ არა , კეთელმეზობლური ურთიერთობების დაბრუნება, ჯერ კიდევ წინაა. მაგრამ წინა შეხვედრის მონაწილეები, რომელზედაც ძირითადად უფლებების დაცვაზე მიმდინარეობდა საუბარი იმედოვნებენ, რომ მათი ინიციატივა და თანამშრომლობა, ძალზედ მნიშვნელოვანი პროლოგია.

ჩვენ შთაბეჭდილებების გაზიარება და შემდგარი დიალოგის შეჯამება, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის რამოდენიმე წევრს ვთხოვეთ.

ფონდის „ხოლოკოსტ" პრეზიდენტმა ალა გერბერმა გვაუწყა: „ შთაბეჭდილებები ძალიან კარგი, პოზიტიური და ოპტიმისტურია. მთავარია, რომ ჩვენ თუნდაც საზოგადობის წარმომადგენელთა დონეზე, მოვახერხეთ ურთიერთ საყვედურების თავიდან აცილება. როცა მძიმე ავადმყოფობა ინკურნება, ჯერ ხომ ტემპერატურას აგდებენ. სწორედ ამის გაკეთება ვცადეთ. ვნებათაღელვის შენელებით, უარი გვეთქვა საყვედურებზე და ბრალდებებზე. ურთიერთობების აღდგენა, კეთილგანწყობის საფუძველზე დავიწყეთ. ჩევნი მეორე შეხვედრა, იანვარში იგეგმება და ის თბილისში გაიმართება".

მანამდე კი, ალა გებერის განცხადებით ამ წელს თბილისში კონფერენცია „რწმენა და ცოდნა - მსოფლიო კულურის საფუძველია" გაიმართება, რომელზეც რუსეთის დელეგაცია გაემგზავრება პრეზიდენტის მრჩეველის კულტურის საკითხებში- მიხეილ შვიდკიმის ხელმძღვანელობით. რასაკვირველია ეს ფაქტიც, ხელს შეუწყობს ურთიერთბების დათბობას.

ალა გებერმა განსაკუთრებულად აღნიშნა, ქართველი და რუსი უფლებათა დამცველების, ერთობლივი ძალისხმვის მნიშვნელობა. „ომისაგან დაზარალებულ ხალხს, ეროვნების მიუხედავად უნდა გაეწიოს დახმარება. ასეთი პრობლემები ახალგორის რაიონში (სადაც ტერიტორიულ კუთვნილებაზე კამათი გრძელდება) ძალიან ძნელად მოგვარებადია. მე და ჩემი კოლეგები მზად ვართ, არსებული პრობლემების მოგვარებას შევუდგეთ".

ალა გებერმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატა აპირებს, აქტიური პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ხელოვნებას, კინოს და თეატრს. „აგვისტოს მოვლენების შემდეგ, საზოგადოების განწყობა, ყველაფერი ქართულის მიმართ, გაუარესდა. ჩვენ ეს არ უნდა დაუშვათ. ვიმედოვნებ ჩვენი მიმართვა ხელისუფლებისადმი, ორ ქვეყანას შორსი პირდაპირი ავია-რეისების აღდგენის თაობაზე, შესმენილი იქნება. ეს ნაბიჯი კულტურულ და საზოგადოებრივ ურთიერთობებზე, აუცილებლად პოზიტიურად აისახება".

ადამიანის უფლებათა დაცვის მოსკოვის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი ნატალია რიკოვა თვლის, რომ ამ შეხვედრის რეალური რეზულტატი- კავკასიაში კონფლიქტის შედეგების დაძლევის საკითხებთაზე შექმნილი, ორი კომისიაა. რომლებიც რუსეთის ფედერაციის, საზოგადოებრივ პალატასთან ჩამოყალიბდა. ერთი კომისია სამხრეთ ოსეთში სამხედრო დანაშაულს გამოიძიებს და მოსახლეობას დახმარებას გაუწევს. მეორე - იმ სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით დაკავდება, რომლებიც ასევე სამხრეთ ოსეთში მშვიდობისმყოფელი მისიის შესრულებისას დაზარალდნენ. ნატალია რიკოვა იმოდოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში, ამ რთულ რეგიონში, მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით ერთობლივ მუშაობაში, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების შემოერთებაც იქნება შესაძლებელი.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი სტრუქტურების წარმომადგენლები: საქართველოდან, რუსეთიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან- სწორედ ამ შეხვედრის ფარგლებში დაუკავშირდნენ ერთმანეთს.

რიკოვას თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგი: უახლოეს პერსპექტივაში რუსი უფლებათა დამცველების მიერ, სამხედრო ტყვეების და აგვისტოს მოვლენებისას უგზო-უკვლოთ დაკარგულების სიების დადგენაა: „ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ დავალაგებთ თანამშრომლობას, ქართველ კოლეგებთან. გვსურს ერთად ჩავიდეთ ახალგორის რაიონში და ურთიერთშეთანხმებულად გადავჭრათ იმ ადამიანების პრობლემები, რომლებიც ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდნენ".

ადამიანის უფლებების ინსტიტუტის დირექტორი ვალენტინ გეფტერი დასძენს: „ახალგორში ერთობლივ ჰუმანიტარულ პროგრამებს ვგეგმავთ. მთლიანობაში კი, საერთო რუსულ-ქართული საინფორმაციო ველის შექმნას ვაპირებთ, კერძოდ შევქმნით საიტს, სადაც ორივე ქვეყნის პოზიცია აისახება".

მოსკოვში ვიზიტს, ქართული მედიისათვის მიცემულ ინტერვიუებში, პოზიტიურად აფასებენ ქართველი დელეგატებიც. მეტიც თბილისში ირწმუნებიან, რომ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს განცხადება, შემთხვევითი არ ყოფილა. ონიშენკომ ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს შესაძლო მოხსნაზე გააკეთა განცხადება. ქართული დელეგაციის თავკაცმა, სტრატეგიული კვლევების ცენტრის „აზრი" ხელმძღვანელმა მალხაზ გულაშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამგვარი სურვილი გამოთქვა. „გზა თანამშრომლობისა და კონსრუქციული დიალოგისკენ, ეკონომიკური ურთიერთობების დალაგებაზე გადის"

ყველა მოსკოვის სტუმარი უკლებლივ, იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის საზოგადოებრიობის ხმა, ქვეყნებს შორის პირდაპირი ავაირეისების აღდგენის შესახებ შესმენილი იქნება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100