RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსეთში ქართველების კავშირი მზადაა გააერთიანოს მოსკოვი და თბილისი

26.12.2008  |  10:34

1/6/4/1164.jpegსამშაბათს, მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ. რომ საქართველოს პრეზიდენტი შუამავლების მეშვეობით შესაძლოა მოსკოვთან მოლაპარაკებებში შევიდეს, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებასთანაა დაკავშირებეული. ერთ-ერთი ასეთი შუამავლის როლში, დაასახელეს რუსეთში ქართველების კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია. ასეთი შეტყობინება გამოაქვეყნა "კომერსანტმა".

დღე-ღამის განმავლობაში ეს ინფორმაცია რამდენჯერმე იცვლებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში სააკაშვილის და ხუბუტიას მიუნხენში, 21 ნოემბერს შეხვედრის ფაქტის უტყუარობა მტკიცდებოდა (საქმეს გაცნობილ წყაროზე დაყრდნობით). შხვა შემთხვევაში - საუბარი იყო იმაზე, რომ ამ ფაქტს თავად ქართველთა კავშირის მეთაური უარყოფდა.

ჩვენ შევძელით მიხეილ ხუბუტიასთან დაკავშირება და სიმართლის პირველწყაროდან გაგება.

- ბ-ნო მიხეილ, გქონდათ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან?

- ამის შესახებ დღეს მე არაერთგზის მეკითხებოდნენ ჟურნალისტებიც და პოლიტიკოსებიც, - უკვე აღარ მიკვირს. დიახ, შეხვედრა იყო. თანაც ახლახანს, მაგრამ რომელ რიცხვში და რომელ ქალაქში, არ დავაკონკრეტებ. რისთვისაა საჭირო ცეცხლზე ნავთის დასხმა, დებატები ისედაც არასახუმაროდ გამწვავდა.

- და რაზე იყო საუბარი? ნამდვილად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზე? დაწყებული დიპლომატიურით?

- ჩვენ განვიხილავდით რუსეთში, ქართული დიასპორის პრობლემებს. ძირითადად ვსაუბრობდით ქართველ ლტოლვილებზე, რომლებიც დროებით ცხოვრობენ რუსეთის ტერიტორიაზე. მრავალი მათგანი წარმოშობით აფხაზეთიდან არის, უმეტესობას ვიზები დაუმთავრდათ, რაც მანამდე აძლევდათ ლეგალური ცხოვრების და მუშაობის უფლებას. დასაბრუნებელი ადგილი კი, პრინციპში მათ არ აქვთ (1992-1993 წწ .ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ ამ ადამიანებისათვის რესპუბლიკაში შესასვლეი კარი დაიხურა- ი.პ.) გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე, ვადაგასული დოკუმენტების ვადის გაგრძელება, სულ უფრო გაძნელდა. ასე რომ, ამ პრობლემიდან გამომდინარე, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხსაც შევეხეთ.

- და როგორი იყო სააკაშვილის რეაქცია?

- მან თქვა, რომ ესმის ამ ხალხის სირთულეები, მაგრამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა გართულებულია, მის მიერ აფხაზეთის და ასევე სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებით. დაეთანხმო ამას -ნიშნავს დათმო საქართველოს მიწა, აღნიშნა ჩემმა თანამოსაუბრემ. ამაზე წასვლა კი, მას არ შეუძლია. ამავე დროს სააკაშვილმა აღიარა, რომ საჭიროა თანამემამულეების, მის ხალხის, არსებული პრობლემიდან გამოსავალის პოვნა.

- მასმედია ასევე იტყობინება, რომ პრეზიდენტმა "ხუბუტიას სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი, კრემლთან ურთიერთობების დარეგულირებაში".ადასტურებთ ამას?

- არა, ჩვენ მეტი არაფერზე არ გვილაპარაკია. სხვა საკითხები, ასე ვთქვათ სუფთა პოლიტიკური, ჩვენ არ განგვიხილავს.

- და თქვენ როგორ მოგეჩვენათ: მზად არის ის მოსკოვთან დიალოგისათვის?

- ვფიქრობ, რომ კი. მაგრამ ეს, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი პირადი მოსაზრებაა. თუმცა, როგორც მე მომეჩვენა, სააკაშვილს ესმის, რომ საჭიროა აღდგეს კეთილმეზობლური ურთიერთობები, ეკონომიკური კავშირები. ამის გარეშე შეუძლებელია გადაწყდეს საქართველოსათვის მტკივნეული საკითხი, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ. სხვათაშორის, უნდა ითქვას, რომ ამ დღეებში თბილისში უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა გარკვევით აღნიშნა: ის აპირებს მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას და ამასთან პირველი მნიშვენელობის საკითხი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.

- თბილისში ძალინ მღელვარე რეაქცია მოჰყვა, თქვენს სახელთან დაკავშირებულ, რუსეთთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობას და თქვენი შეხვედრაც- მიუნხენში, თუ კიდევ სხვაგან - პარლამენტის სხდომაზეც კი განიხილებოდა. მაგალითად, პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას თვლის "არაპრაგმატულ, პოლიტიკურად გაუთვლელ ნაბიჯად და გაუგებარ მოთხოვნად". რას იტყვით ?

- უბრალოდ ბევრს ეშინია სავარძლის დაკარგვის, სხვაგვარად ვერ ვხსნი, როგორ შეიძლება პოლიტიკოსი გამოდიოდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ, იმ ქვეყანასთან, სადაც ასე ბევრი მისი თანამემამულე ცხოვრობს? ქვეყანასთან, რომელთან ვაჭრობითაც საგრძნობლად გაუმჯობესდება ეკონომიკური მაჩვენებლები.

- თქვენ უკვე დიდი ხანია ცხოვრობთ რუსეთში. როგორ ფიქრობთ, მისი ხელისუფლება მზადაა ელაპარაკოს სააკაშვილს?

- მე პოლიტიკოსების მაგივრად ვერ გიპასუხებთ, თანაც ყველას მაგიერ. ვიცი, რომ მოსკოვში იგივეში არიან დარწმუნებულნი: უნდა აღდგეს საქართველოსთან ურთიერთობები და პირველ რიგში დიპლომატიურ დონეზე. შესაბამისად, აუცილებელია სააკაშვილთან ურთიერთობა, რომელიც კანონიერად არჩეული პრეზიდენტია. პოლიტიკოსები მიდიან, პრეზიდენტები იცვლებიან, ხოლო ურთიერთობები უნდა დალაგდეს და რაც უფრო მალე, მით უკეთესი.

- და მაინც, დავუშვათ, თქვენ შემოგთავაზონ მონაწილეობის მიღება ქართულ-რუსული დიალოგის უმაღლეს დონეზე ორგანიზებაში . რითი დაიწყებდით?

- უპირველეს ყოვლისა, ვიქნებოდი ამაყი, რომ შევძლებ ვიყო სასიკეთო რუსეთისთვის და საქართველოსთვის, ერთასაც და მეორესაც ხომ როგორც მშობლიურს ისე ვუყურებ. მე ჰუმანიტარული პროგრამებით დავიწყებდი. სტუდენტების გაცვლით, ერთობლივი სემინარების ჩატარებით, სხვადასხვა დონის შეხვედრებით - საპარლამენტო კომიტეტებიდან დაწყებული, ჟურნალისტების მრგვალ მაგიდებამდე.

- კი მაგრამ, ალბათ, ჰუმანიტარული პროგრამების რეალიზაციისათვის, არც თუ ისე კარგი დროა?

Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100