RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართველები საკუთარ თავს ჯანმრთელობას, მშვიდობას და ფულს უსურვებენ

31.12.2008  |  10:56

2/1/4/1214.jpegსაქართველოს მოსახლეობის, მხოლოდ 22 პროცენტი, ხვდება ახალ წელს იმედიანად და კარგი განწყობით. ეს აჩვენა თბილისური ყოველკვირეული გაზეთის „კვირის პალიტრას" გამოკითხვამ, რომელში მონაწილეობაც 443 ადამიანმა მიიღო.

გამოკითხულთა 13, 8 პროცენტს უარყოფითი სულიერი განწყობა აქვს, 64 პროცენტი, ჯერაც არ დაფიქრებულა დღესასწაულზე და დამდეგი 2009 წლისადმი, საკუთარ დამოკიდებულებაზე.

შეფასების რვაქულიანი სისტემის მიხედვით, რას თვლის ხალხი უახლოეს პერსპექტივაში, უმნიშვნელოვანესად? უპირველესად, ეს კარგი განწყობაა(7,17 ქულა). შემდეგი - მშვიდობა და სტაბილურობა (7,09). მესამე ადგილზე ფინანსური კეთილდღეობა(6,16) და ამას შემდეგ უკვე: მდიდარი სუფრა, კარგი საახალწლო საჩუქარი, საინტერსო და სახალისო ტელეგადაცემები, სასიამოვნო თოვლი და სხვა.

გამოკითხვებს გამოცემა "კვირის პლიტრა" ყოველკვირეულად ატარებს და რასაკვირველია, პოლიტიკურ თემატიკასაც ეხება. თუ ბოლო ორი თვის შედეგებს გადავხედავთ, გამოვა, რომ რესპოდენტების უდიდეს ნაწილს ხელისუფლების მოქმედებებმა იმედი გაუცრუა. ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო, პასუხისმგებლობის უდიდესი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება. 89 პროცენტმა მისი დანაშაული მაქსიმალურად, 8 ქულით შეაფასა. მას მოსდევს პარლამენტი, შემდეგ კი, აღმასრულებელი ხელისუფლება.

პრეზიდენტმა კიდევ ერთ ნომიმაციაში „გაიმარჯვა". გამოკითხულთა თითქმის მეოთხედმა აღიარა,რომ ქვეყნის ხელმძღვანელი პირებიდან, სააკაშვილი ყველაზე ხშირად იმსახურებს რისხვას. ოდიოზურობაში მას ოდნავ ჩამორჩება საგარეო საქმეთა მინისტრის, პირველი მოადგილე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგი გიგა ბოკერია: 15, 7 პროცენტი. "პრიზიორთა" სამეულში, პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე 14,5 პროცენტით, დამსახურებულად მოხვდა.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარმა, უარყოფითად შეაფასა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის საქმიანობა. დადებითად კი - მხოლოდ 12,3 პროცენტმა. კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია, სააკაშვილის არათანმიმდევრულმა საკადრო პოლიტიკამ და ხელისუფლებაში გაუთავებელმა საკადრო გადაადგილებებმა. 60 -ზე მეტი პროცენტი თვლის, რომ თანამდებობებზე კანდიდატურების შერჩევა, პროფესიული ნიშნით კი არ ხდება, არამედ ხელისუფლებისადმი პირადი ერთგულების მიხედვით და მხოლოდ 8 პროცენტმა შეაფასა პრეზიდენტის მოქმედებები დადებითად.

პირველ ადგილზე, ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულთა სიაში, დგას ფიასკო, რომელიც საქართველომ „სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის დამყარებაის"-ას განიცადა. მიუხედავად ოფიციალური თბილისის თავგანწირული მტკიცებისა, რომ საქართველომ ომი "მოიგო", გამოკითხულთა 59 პროცენტმა ომის შედეგები, ამჟამინდელი ხელისუფლების ყველაზე დიდ დამარცხებად დაასახელა. მეორე ადგილზე - სამხრთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვაა. მესამე ადგილზე - 2007 წლის 7 ნოემბერს ოპოზიციური ძალების მიერ მოწყობილი დემონსტრაციის დარბევა.

ყველაზე დიდი ქება, ხელისუფლებამ დაიმსახურა იმისთვის, რომ მოახერხა ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება."კვირის პალიტრა" დაინტერსდა კიდევ ერთი საკითხით - ვის ენდობიან საქართველოში?

აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსებს - ძალზე უხალისოდ. ვერცერთი მთგანი რეიტინგის პირველ ხუთეულში, ვერ მოხვდა. უდიდესი პატივისცემით სარგებლობს საპატრიარქო და მან დააგროვა ხმების 91 პროცენტი.მეორე ადგიზე აღმოჩნდნენ დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მესამე ადგილი კი, სახალხო დამცველ- სოზარ სუბარს ერგო.

თუმცა შეფასების გარეშე პოლიტიკოსებიც არ დარჩნენ. ამ მოღვაწეთა პირადმა ღირსებებმა და დამსახურებებმა, შესაბამისი რეიტინგი შეადგინა. შედეგად: ნინო ბურჯანაძე აღიარებულია- ყველაზე გაწონასწორებულ პიროვნებად, გაეროში საქართველოს ყოფილი მუდმივი წარმომადგენელი იარკლი ალასანია - ყველაზე სიმპათიურად, პრეზიდენტის ყოფილი თანამებრძოლი, ამჟამად პოლიტიკური დევნილი ირაკლი ოქრუაშვლი - ყველაზე სკანდალურად.

ყველაზე არამყარი პოლიტიკოსის ტიტული მიიღო, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა- ჯონდი ბაღათურიამ. ქულების ყველაზე მღალ ნიშნულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიაღწია: 50 პროცენტი თვლის, რომ სხვა პერსონებთან შედარებით, ყველაზე მეტად შეეფერება დაკავებულ თანამდებობას.

მეგობრულად გამწყობილი ქვეყნების რეიტინგშიც, სენსაციური არაფერი ყოფილა. რესპოდენტებში, ყველაზე თბილ გრძნობებს ა.შ.შ. იწვევს. ოდნავ უფრო ცივად არიან განწყობილები, საფრანგეთის მიმართ. მეგობრად თვლიან ყოფილ ისტორიულ მტერს- თურქეთს , მან მესამე ადგილი დაიკავა. „კვირის პალიტრამ" საქართველოს შესაძლო მტრების პერსონიფიკაცია მოახდინა. მთავარი მტრების სიაში აღმოჩნდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი. სულ ოდნავ ჩამორჩება - ვლადიმერ ჟირინოვსკი. მესამე ადგილზე კი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი მოხვდა.

სერგეი ჩაიკინი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100