RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ვერ ვიპოვნოთ საერთო ენა - სამარცხვინოა და აბსურდული

07.01.2009  |  14:41

2/5/7/1257.jpegსაქართველოში დაახლოებით 50 ათასი რუსი დარჩა. გარდაქმნის პეერიოდამდე რვაჯერ მეტნი იყვნენ, დაახლოებით 350 ათასამდე. მასობრივად რუსებმა წასვლა 1991 წლიდან დაიწყეს, როდესაც ლოზუნგის: "საქართველო ქართველებისთვის" განხორციელება დაიწყო.

შემდეგ რუსები და არარუსები - სომხები, აზერბაიჯანლები, ბერძნები, უკრაინელები და სხვები (ქვეყანაში დღესაც 120 ნაციონალობის წარმომადგენელი ცხოვრობს), თავად ქართველებიც მიდიოდნენ მარავლრიცხოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური კატაკლიზმების გამო, რომლებიც სამწუხარო რეგულარულობით ატყდებოდა თავს, მათ პატარა სამშობლოს.

როგორ ცხოვრობენ ახლა აქ დარჩენილი რუსები? ამის შესახებ ჩვენ გავესაუბრეთ თბილისში მოქმედი საერთაშორისო კულტურულ- საგანმანათლებლო კავშირის "რუსული კლუბი"-ს პრეზიდენტს, თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული აკადემიური თეატრის დირექტორს ნიკოლაი სვეტნიცკის.

-აგვისტოს ომის შემდეგ - ყველა რუსებიც და ქართველებიც რთულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. აქ ეკონომიკური პრობლემებიც არის, პოლიტიკურიც და ფსიქოლოგიურიც. არ არის ხვალინდელი დღის რწმენა. სულ მინდა შევიტანო სასამართლოში სარჩელი ფსიქიური ჯანმრთელობის ხელყოფის გამო - ჩემი, ჩემი ახლობლების, მეგობრების, ადმიანების ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს.

მხოლოდ არ ვიცი - ვინ იქნება მოპასუხე. სასურველი იქნებოდა პასუხი მოგვეთხოვა რუსეთისთვისაც და საქართველოსთვისაც. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ ვარ იურისტი და არ შემიძლია პოლიტიკური შეფასება მივცე ამგვარ მოვლენებს. მაგრამ როგორც კულტურის მოღვაწემ, შემიძლია ვთქვა: ჩვენ ორი ერთმორწმუნე ქვეყანა, ორი მეზობელი ქვეყანა - ვერ ვპოულობთ საერთო ენას, ეს უბრალოდ სამარცხვინოა და აბსურდული.

-ხომ არ შეიცვალა დამოკიდებულება რუსების მიმართ?

-საქართველოში ვერც აგვსიტოს მოვლენებმა და ვერც მას მერე, აგორებულმა ანტირუსულმა ტალღამ, ვერ დაბადა ანტირუსული განწყობილება. იყო რაღაც ერთეული შემთხვევები, როცა მეზობელმა მიაძახა მეზობელს: ხო და წაბრძნდი შენს რუსეთში, რატომ გვბომბავთ ჩვენ... ამგვარ რამეს 90-იან წლებში თუ მოისმენდი, როცა ქვეყანას ნაციონალიზმის ტალღამ გადაუარა.

მაგრამ, გავმეორდები ეს იყო ერთეული შემთხვევები როგორც მაშინ, ასევე ახლაც. რუსეთშიც ხდება, კავკასიელებს "შავ......." ეძახიან.

საქართველოში დისკრიმინაცია ნაციონალური ნიშნით, მადლობა ღმერთს, არ არის. დიახ, რუსები ნაკლებია, თუმცა როგორც ადამიანები ვინც "დიად და ძლიერ" ენაზე საუბრობს. რუსული ახლა პრაქტიკულად უცხო ენაა. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ჩვენ რუსულ არხებსაც ვეღარ ვუყურებთ.

ამ ყველაფრის გამო, კიდევ უფრო დიდია თეატრის მნიშვნელობა და როლი. გრიბოედოვის სახელობის თეატრი მუშაობს ყველაფრის და მიუხედავად. საახალწლო დღესასწაულებზე პუშკინის დაბადებიდან 210 წლისთავისადმი მიძღვნილი, საბავშვო წარმოდგენა დავდგით "ზღაპარი მეფე სალტანზე". დარბაზში პრაქტიკულად ადგილები არ იყო.

-გასულ წლებში საახალწლო სპექტაკლები იდგმებოდა საქართველოში, რუსეთის საელჩოს თანადგომით. ის თავადვე ყიდულობდა ბილეთების ნაწილს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და ბავშვთა სახლებისთვის. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. ვინ დაეხმარა თეატრს კეთილი ტრადიციების გაგრძელებაში?

-ამჟამად, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედიღა გვრჩება. საქართველოში ეს, ძალიან ბევრ დამიანს უნდა. მოდიან ჩვენთან ოფისში, აინტერსებთ - მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები ამ მიმართულებით...

რაც შეეხება საახალწლო წარმოდგენას, მოგვიწია რუსეთის დახმარების გარეშე გავსულიყავით ფონს. თეატრს საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" დაეხმარა ( აფინანსებს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი). მისი წყალობით 4700 ბავშვი სპექტაკლს უფასოდ ნახავს. ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ინტერნატებიდან, ბავშვთა სახლებიდან, საახალწლო წარმოდგენა და საჩუქრები ელოდებათ. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან სპექტაკლზე ჩამოიყვანენ ბავშვებს რეგიონებიდან: ქუთაისი, ზუგდიდი, დმანისი გორი და ა.შ.

-საქართველოს სიღრმეში განა იციან რუსული?

-სამწუხაროდ ახალგაზრდებმა უკვე აღარ იციან რუსული, დედაქალაქშიც კი. გააჩერეთ 20-იოდე წლის ახალგაზრდა და თავად დარწმუნდებით ამაში. თუ კი თქვენ აღშფოთდებით, რომ: როგორ შეიძლება პუშკინის ენა არ იცოდე, ის გიპასუხებთ: და რისთვის? უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრ რამეში ეს ყმაწვილი მართალიც იქნება. მას არ აქვს მოტივაცია.

ახალგაზრდებს არ აქვთ საშუალება, წავიდნენ რუსეთში სასწავლებლად. საქართველოში რუსული ენის შემსწავლელი უფასო კურსებიც კი, არ არსებობს. თუმცა ასეთ პროგრამებს ანხორციელებს გოეთეს ინსტიტუტი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის, ბრიტიშ კანსელი ასწავლის ინგლისურს, ანალოგიურ პროგრამას ახორციელებს საფრანგეთის საელჩოც.

მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ რუსული ამჟამად საქართველოში, ასე ვთქვათ, ელიტარულ ენად იქცა. მდიდარი ოჯახები აუცილებლად ქირაობენ საკუთარი ბავშვებისთვის რეპეტიტორებს. მრავალი ჩემი ნაცნობი სწორედ რეპეტიტორობით ცხოვრობს. მაგრამ საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ხომ, უბრალოდ არ აქვს ფული ბავშვებისთვის რეპეტიტორის ასაყვანად. დიდი სიამოვნებით ასწავლიდნენ, მაგრამ საშუალება არ აქვთ.

_ და თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100