RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მიხეილ ხუბუტია: გზა მშვიდობიანი დიალოგისკენ - სახალხო დიპლომატია

10.01.2009  |  12:52

2/8/2/1282.gifაგვისტოს გახმაურებული მოვლენების შემდეგ, რუსეთი და საქართველო "ცივი ომის" მდგომარეობაში იმყოფებიან. ბრალდებები ერთმანეთის მისამართით გრძელდება, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. ძალუძს კი, ქართულ დიასპორას, ამ სიტუაციაზე გავლენა მოახდინოს? შეუძლია გააუმჯობესოს ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის? ამ საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი აზრის გამოთქმა "რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტს - მიხეილ ხუბუტიას ვთხოვეთ...

გვითხარით, რას წარმოადგენს - "ქართველთა კავშირი რუსეთში" ?

ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა 2007 წლის აპრილში და ის არა მხოლოდ მოსკოვშია ჩაწერილი. რეგიონალური განყოფილებები აქტიურად მუშაობენ: კარელიაში, იაროსლავლში, ტულაში, ქვემო ნოვგოროდში, სარატოვში, ტოლიატში და ათეულობით სხვა ქალაქში. დაგეგმილი გვაქვს განყოფილებების შექმნა, ციმბირის და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში. ჩვენი "კავშირის" საბჭოში მრავალი რუსეთის ცნობილი ქართველია გაწევრიანებული. მაგალითად ლეო ბოკერია, რუსეთში ქართველთა კავშირთან არსებულ "ექსპერტთა საბჭოს" ხელმძღვანელობს, რომლის მიზანია - ქართველთა სახელები უკვდავყოს - საზოგადო მოღვაწეების, მეცნიერების, მხედართმთავრების, მეფეების და უფლისწულების, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. ქართველთა კავშირთან მუშაობს "ეკონომიკურ ექსპერტთა საბჭო". სულ მალე მზის სინათლეს იხილავს წიგნი, რომელშიც შემოთავაზებული იქნება, საქართველოს განვითარების ალტერნატიული გზები.

ჩვენს "კავშირში" გაწევრიანება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის არ არის სავალდებულო, იყო ეთნიკური ქართველი. მთავარი პირობებია - იყოს წესიერი ადამიანი, რომელიც იცნობს და უყვარს საქართველო, გულშემატკივრობს და უსურვებს მას აყვავებას. ასე, მაგალითად, პირველივე დღეებიდან, ჩვენი ორგანიზაციის წევრი გახდა იოსებ კობზონი. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე გვყავს კოლექტიური წევრები, მაგალითად: დ.მენდელეევის სახელობის რუსეთის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის დიდი აკადემიური გუნდი, რომელთან ერთადაც გამოდიოდა განუმეორებელი ხოსე კარერასი.

სულ ახლახანს, ქართველთა კავშირს ახალგაზრდული ფრთა შეემატა. ეს ძირითადად სტუდენტები გახლავთ და მათ მუშაობა ძალზედ ენერგიულად დაიწყეს. ახალგაზრდებისათვის აწყობენ ქართული ფილმების ჩვენებებს, დისკუსიებს სხვადასხვა თემებზე, კონცერტებს, სპორტულ შეჯიბრებებს, ორგანიზებას უკეთებენ თანატოლებთან შეხვედრებს სხვა დიასპორებიდან, ასევე - თანამემამულეებთან რუსეთის სხვადასხვა ოლქებიდან.

აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ თქვენ თანამემამულეებს მიმართეთ. როგორ ფიქრობთ, გაგიგონეს თქვენი ხმა სამშობლოში?

მე პირადად მგონია, ქართველი ხალხი მიხვდა, რომ რუსეთთან ძალის პოზიციით საუბარი, არ შეიძლება.

ძალუძს ქართულ დიასპორას გავლენა მოხდინოს საზოგადოებრივ აზრზე საქართვლოში?

რა თქმა უნდა და საკმაოდ ძლიერ ზეგავლენას ახდენს. აბა, თავად განსაჯეთ - რუსეთში ოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. არაოფიციალური მონაცემებით უფრო მეტიც - მილიონ ნახევრამდე. თითოეულ მათგანს საქართველოში ნათესავები ჰყავს, რომელებთანაც აქტიურად ურთიერთობენ და ფინანსურად ეხმარებიან: აქვთ მიმოწერა და სატელეფონო კავშირი. დაწვრილებით უყვებიან, რუსეთიდან როგორ აღიქვამენ შექმნილ სიტუაციას, უზიარებენ საკუთარ აზრს მრავალ საკითხთან დაკავშირებით, რისი დანახვაც საქართველოდან შეუძლებელია და ეს დეტალები ხალხისთვის შეასაძლოა, იქ საერთოდ არ არის ცნობილი. თავისთავად ასეთ რთულ პერიოდში, ბევრს საუბრობენ პოლიტიკაზე.

საქართველოს ხელისუფლება სკეპტიკურად შეხვდა თქვენს მიმართვას თანამემამულეებისადმი, აღიქვა როგორც პოლიტიკური შეკვეთა. "ქართველთა კავშირისა" და ოფიციალურ თბილისის დიალოგი დღესღეობით შესაძლებელია?

ეს დილაოგი უკვე დაწყებულია. ვინაიდან რუსეთსა და საქართველოს შორის გაწყვეტილია დიპლომატიური ურთიერთობები, ნებით თუ უნებლიედ "რუსეთში ქართველთა კავშირი" სახალხო დიპლომატიის მონაწილე გახდა, ერთგვარი შუამავალი, ხიდი ქვეყნებს შორის, რაც, მე ვიმედოვნებ, რომ სრულმასშტაბიანი მშვიდობიანი დიალოგის აღდგენამდე მიგვიყვანს.

თქვენ აგვისტოში განაცხადეთ, რომ მზად ხართ ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოთ ოს და ქართველ ლტოლვილებს. როგორ შეხვდა ამას საქართველოს ხელისუფლება?

საერთოდ, საქართველოს მთავრობა ომამდეც ეჭვის თვალით უყურებდა ჩვენს საქმიანობას. ისინი თითქოს ვერ ამჩნევდნენ, არა მხოლოდ ჩვენს სამუშაოს, არამედ საერთოდ ჩვენს არსებობასაც კი. მაგალითად, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძემ, მოსკოვში ვიზიტის დროს ვერაფრით გამონახა დრო "კავშირის" წარმომადგენლებთან შესახვედრად, სამაგიეროდ ყურადღება დაუთმო ერთეულ პიროვნებებს დიასპორიდან, რომლებსაც სამყაროს ერთპოლარული ხედვა აქვთ.

რათქმაუნდა, ჩვენი "კავშირის" წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებისათვის არც ისე მოსახერხებელი და სასიამოვნო თანამოსაუბრეები იყვნენ, რადგანაც ჯერ კიდევ ომამდე საქართველოსა და რუსეთისთვის უკვე დაძაბულ პერიოდში, ჩვენ ვცდილობდით მიგვეთითებინა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, მის შეცდომებზე. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებდით, რომ ჭკვიანებად მოგვეჩვენებინა თავი. არამედ იმიტომ, რომ მათზე არანაკლებად გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ვცდილობდით გაგვეფრთხილებინა და ჩაგვეგონებინა ხელისუფლებისთვის, არ გადაედგათ სახიფათო და გამოუსწორებელი ნაბიჯები.

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენ ამას ვაკეთებდით და ყოველთვის გავაკეთებთ. დღესდღეობით უამრავი ადამიანია ჩვენი "კავშირის" მადლიერი და ჩემთვის სულერთია, როგორ უყურებენ ამას თბილისში. რადგანაც კეთილი საქმეები ხომ, ყოველგვარი მითითების გარეშე კეთდება და არ საჭიროებს წახალისებას.

Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100