RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგია

13.01.2009  |  15:24

3/1/6/1316.gifსაქართველოს ოპოზიციური პარტიების პროგრამების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ვადამდელი არჩევნებია. ოფიციალური ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამის კატეგორიული წინააღმდეგია. ამ თემის შესახებ დღეს აზრი გამოთქვა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

„ეკონომიკური კრიზისის პირობებში თითოეული კაპიკი უნდა დაიხარჯოს მოსახლეობის საჭიროებისთვის და არა პოლიტიკისთვის", - განაცხადა მან საქართველოს პირველი არხის ეთერში.

მერის სიტყვებით, არჩევნები ფუფუნებაა. მისთვის საჭიროა სერიოზული სახსრები. გასულ წელს ორჯერ ჩატარდა არჩევნები, 2010 წლისთვის კი დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები. ასეთ პირობებში დამატებითი არჩევნების ჩატარება არ არის გამართლებული, თვლის უგულავა. „ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და ვერ გადავიქცევით ბორბალში მორბენალ ციყვებად", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ეს ამ თემაზე ოფიციალური მთავრობის წარმომადგენლების პირველი გამოსვლა არ არის.

დეკემბრის შუა რიცხვებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურა ოპოზიციონერთა მოთხოვნას, ჩაეტარებინათ ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარალამენტო არჩევნები.

„ეს იქნებოდა ყველაზე დიდი სისულელე, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას. - მე არ ვაპირებ ავაფორიაქო საქართველო იმის გამო, რომ რამოდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, რომლებიც არჩეულნი იყვნენ, მაგრამ უარი თქვეს დღევანდელ პარლამენტში შესვლაზე, ახლა დასაქმება სურს".

სააკაშვილმა დააზუსტა, რომ არჩევნების ჩატარებას სჭირდება, როგორც მინიმუმ, მილიარდი - მილიარდნახევარი ლარი. „უმჯობესი იქნება, თუ ეს თანხა ხალხის საჭიროებისთვის დაიხარჯება, და არა პოლიტიკოსებისთვის." მან ხაზი გაუსვა, რომ საპრეზიდენტო აჩევნები ჩატარდება მხოლოდ 2013 წელს და როგორმე რომ „დაემშვიდებინა" ოპოზიცია, თქვა:"ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა დასრულდება 2013 წელს და მე არ ვაპირებ, მესამედ ვიყარო კენჭი".

თუმცა, ოპოზიციას საკითხის ასე დაყენება არ აწყობს. მაგალითად, კონსერვატორებს უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბებულად მიაჩნიათ და აპირებენ, რომ მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს.

როგორც 5 იანვრის არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საპრეზიდენტო არჩევნები ტოტალური ფალსიფიკაციის პირობებში ჩატარდა, რამაც არჩევნების რეალური შედეგების ცვლილებამდე და მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების უკანონოდ აღიარებმდე მიგვიყვანა.

„იმის მიუხედავად, რომ არჩევნების დღიდან, საქართველოს სასამართლო და საგამოძიებო ორგანოებში ასობით სარჩელი და საჩივარი იქნა შეტანილი, ერთი წლის განმავლობაში ერთი მათგანიც კი არ განხილულა. არ დასჯილა საარჩევნო კომისიის ერთი წევრიც კი, არ გაუქმებულა არცერთი ფალსიფიცირებული ოქმი, უფო მეტიც, გამოძიებას არცერთი არსებითი მტკიცებულებაც კი არ მოუთხოვია. დარღვევების ძირითადი ნაწილი აისახა ეუთოს საბოლოო დასკვანაში, მაგრამ ამ ორგანიზაციის არცერთი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას არ გაუთვალისწინებია", - ხაზს უსვამენ კონსერვატორები.

საქართველოს გაერთიანებული ოპოზიცია აპირებს ამჟამინდელი მთავრობის შეცვლას ვადამდელი არჩევნების ჩატარების გზით მიაღწიოს. „გაზაფხულიდან ჩვენ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ და მივაღწევთ კიდეც ამას". - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკუავამ.

მისი სიტყვებით, კონსულტაციების გავლის შემდეგ, ოპოზიციური ძალები მოქმედების გეგმას წარმოადგენენ. პირველი საპროტესტო აქცია 25 იანვარს იგეგმება, რის შემდეგაც ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო რეგიონებში გავა.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100