RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართული თავდაცვის საშუალებები აშშ–ს დახმარებით

15.01.2009  |  10:08

3/3/3/1333.jpeg9 იანვარს, ვაშინგტონში საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ ქარტიას, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა, მომავალი თაობისთვის ისტორიული დოკუმენტი უწოდა და ივარაუდა, რომ მოსკოვის რეაქცია უკიდურესად ნეგატიური იქნებოდა...

„ქარტია იმუშავებს, - განაცხადა მან 11 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. - მთავარია მისი დატვირთვა - ეს ამერიკის მიერ რუსეთისთვის გაშვებული სიგნალია იმ საუბრების საპასუხოდ, რომ საქართველო მის სტრატეგიულ ინტერესებში შედის. სავსებით ერთმნიშვნელოვანია, რომ აშშ დაეხმარება საქართველოს საკუთარი თავის დაცვაში.მე არ მინდა ამ ეტაპზე დავასახელო, თუ რა ფორმას მიიღებს ეს. ეს არასწორი იქნება. მაგრამ სამხედრო კომპონენტის გარდა არსებობს, კიდევ სხვა კომპონენტებიც - პოლიტიკური, ეკონომიკური, დიპლომატიური და ა.შ." მინისტრის მოსაზრებით, შეთანხმებას მოსკოვი აუცილებლად გამოეხმაურება, რა თქმა უნდა, ნაგატიურად.

„რუსეთი ჯერჯერობით დუმს, იმიტომ რომ დაკავებულია უკრაინით და იმიტომაც, რომ სულ ცოტა ხნის წინ საქართველოსთან ჰქონდა ომი არა გაზის გამო, არამედ სულ სხვა ომი - ტანკებით, ბომბებით და ა.შ. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ის დაკავებულია ევროპასთან და უკრაინასთან საქმეების გარჩევით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ წყნარად უნდა ვისხდეთ. მე ვფიქრობ, უფრო მეტად პროვოკაციები მოსალოდნელია, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან".

მისი სიტყვებით, რუსეთს მზად აქვს „სიურპრიზები" საქართველოსთვის და მოსკოვი მხოლოდ ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებში დაძაბული ატმოსფეროს შექმნით არ შემოიფარგლება. თუმცა, როგორც იაკობაშვილმა აღნიშნა," საქართველოს სწორი არჩევანი აქვს გაკეთებული და ვერანაირი პროვოკაცია ამას ვერ შეცვლის".

მინისტრის სიტყვებს პირველი აფხაზეთი გამოეხმაურა. რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქარტიას საქართველოს „გაუაზრებელი პოლიტიკის" გაგრძელება უწოდა.

„ეს პროვოკაციული სვლა არის, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს გაამწვავებს", - შეაფასა დოკუმენტი საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა სერგეი შამბამ „რუსთავი-2"-თან ინტერვიუში. - საქართველო განაგრძობს პროვოკაციულ პოლიტიკას, რომელმაც ერთხელ უკვე მოუტანა სამწუხარო რეზულტატები".

მისი სიტყვებით, „საქართველომ თავად უნდა მოიფიქროს, როგორ მოიქცეს რეგიონში და იცხოვროს მეზობლებთან".

იაკობაშვილიც, თავის მხრივ, არ გაჩუმებულა.

„საქართველო - ამერიკის ქარტია, აფხაზური ეთნოსისთვის განვითარების პერსპექტივას და უკეთეს მომავალს წარმოადგენს და უკეთესი იქნება, თუ აფხაზური მხარე ამას გამოიყენებს". -ციტირებას ახდენს abkhazeti.info. ამასობაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში რუსეთის არაოფიციალური რეაქცია გამოჩნდა. არც ისეთი მწვავე, როგორსაც იაკობაშვილი წინასწარმეტყველებდა. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ITAR-TASS - ის საინფორმაციო წყარო იტყობინება, რომ დოკუმენტი იურიდიული ვალდებულების ხასიათის არაა და ახალს არაფერს შეიცავს. მისი სიტყვებით, თუმცა თბილისში ცდილობენ, რომ ქარტია დიდ მიღწევად წარმოადგინონ.

„ლაპარაკია იმაზე, რომ ეს არის იმ პროპაგანდისტული კლიშეების ერთობლიობის რეზიუმე, რომლებიც ბოლო წლებში თბილისისა და ვაშინგტონის ინფორმაციული უზრუნველყოფისთვის გამოიყენებოდა, - იტყობინება წყარო. - აქ არის პარტნიორობაც ორი ერის საკეთილდღეოდ, დემოკრატიული ფასეულობების ერთობლიობაც, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაც, საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაც, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებაც".

მთლაინობაში რუსი დიპლომატის ეს მოსაზრებები, რიგი ქართველი პოლიტოლოგებისა და ზოგიერთი ოპოზიციონერის მოსაზრებას ჰგავს.

უფრო მეტ სკეპტიციზმს იწვევს ქარტიის ის ნაწილები, სადაც ლაპარაკია საქართველოს უსაფრთხოების ხელშეწყობაზე.

„ლაპარაკია ბუტაფორიაზე,- აღნიშნა 11 იანვარს გაზეთ „კომერსნტთან" მიცემულ ინტერვიუში ლეიბორისტული პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა, - საზოგადოების დამშვიდების მიზნით და იმისთვის, რომ ჩაუნერგონ მას აზრი, რომ რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში აშშ საქართველოს სამხედრო დახმარებას გაუწევს. მაგრამ რა დახმარების გაწევა შეუძლია აშშ-ს თავისი მოკავშირეებისთვის, აგვისტოში დავრწმუნდით".

ლეიბორისტების აზრით, ქარტია უფრო მეტად შეიცავს პროპაგანდისტულ მომენტებს, ვიდრე რეალურ რეზულტატებზე ორიენტაციას.

საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებულმა ქარტიამ მხოლოდ შეაჯამა ყველა ის მიმართულება, რომლებშიც ადრეც თანამშრომლობდნენ საქართველოს და აშშ-ს მთავრობები. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილმა.

მისი სიტყვებით, ისინი ცდილობენ, თეთრს სახლში ახალი პრეზიდენტის შესვლამდე გაამყარონ ეს თანამშრომლობა.

„არაფერი მაქვს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ ეს საკმაოდ ზოგადი სურვილია. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა ყოფილიყო. ქარტიაში არაფერი ახალი არაა. იმავე სამხედრო მიმართულებით, საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიური იყო, თუმცა არ ყოფილა გაფორმებულ ქარტია. არამგონია, რომ ამ თვალსაზრისით რამე შეიცვლება. იმავე სავაჭრო რეჟიმზე ადრეც იყო ლაპარაკი", - ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

ამასთან ერთად, ოფიციალურმა თბილისმა დაიწყო რიგი დოკუმენტების მომზადება, რომლებმაც უნდა დააკონკრეტონ ქარტიის ზოგადი მდგომარეობა. როდის და რა სახით მოწერება მათ ხელი - ჯერჯერობით უცნობია.

სერგეი ჩაიკინი

 

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100