RSS
на русском en in english
25.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ექსპერტებმა დემოკრატია და ეკონომიკა შეაფასეს

19.01.2009  |  10:28

3/5/5/1355.jpegსაერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები საქართველოში გატარებული ეკონომიკური რეფორმების ლიბერალიზმს აღიარებენ, მაგრამ ამასთანავე დარწმუნებულნი არიან: ქვეყანამ, რომელიც უახლოეს წარსულში, კავკასიაში დემოკრატიის აკვნად ითვლებოდა, არჩეულ გზას გადაუხვია და ახლა მხოლოდ „ნაწილობრივადაა თავისუფალი".

მაგალითად,მასობრივი ინფორმაციის საშუალების მიერ ფართოდ გავრცელებულ Freedom House-ის ანალიტიკურ ანგარიშში ნათქვამია, - საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო ფერად რევოლუციებში და ნათელი წერტილად გვესახებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მაგრამ მისი არასტაბილური კურსი, 2007 წლის საგანგებო მდგომარეობისა და რუსეთთან აგვისტოს ომის ჩათვლით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ყველაზე შემაშფოთებელ მოვლენათა რიცხვში აღმოჩნდა".

ამ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მიმდინარე თავისუფლების განვითარების მოძრაობის უკუსვლა, ყველაზე უფრო ცხადად საქართველოში და მავრიტანიაში აისახა. ამას გარდა, დემოკრატიული თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდა აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, ყირგიზეთსა და მოლდოვაში.

სამხრეთ ოსეთი „რეპრესიული რეჟიმით" ყველაზე „არათავისუფალ" რეგიონთა სიაში აღმოჩნდა. აფხაზეთს კი იგივე სტატუსი აქვს, რაც საქართველოს, - ტერიტორია „ნაწილობრივი დემოკრატიით".

თუკი დასავლელი ანალიტიკოსების წუხილს სულ უფრო მეტად იწვევს საქართველოს დემოკრატიული მდგომარეობა, ეკონომიკის თალსაზრისით, ერთი შეხედვით, საქმე უფრო უკეთესადაა. არც უკეთესი და არც უარესი, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, - ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება მსოფლიო ბანკის მოხსენებიდან.

ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, ყოფილი საბჭოთა კავშირის თანამოძმეებს შორის, საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის პროგნოზის თანახმად, იტყობინება ქართული რადიოსადგური „კომერსანტი", ქვეყნის ეკონომიკა ამ წელს 4 %-ით იზრდება, მომავალ წელს კი 6%-ით გაიზრდება. ამ მაჩვენებლებით ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ჩამორჩება. იქ ეკონომიკური ზრდა 2009 წელს შესაბამისად 6,5% და 10,5%-ს შეადგენს. ყველაზე რთული სიტუაციაა ბალტიის ქვეყნებში. განსაკუთრებით ლიტვასა და ლატვიაში, სადაც რეცესია შეინიშნება და ამ წელს მოსალოდნელია 3%-იანი ვარდნა.

ამერიკული ფონდის Heritage Foundation მონაცემებით, პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი აქვს. ჩამოთვლილ 183 ქვეყანას შორის ის 32-ე ადგილს იკავებს და თვით რუსეთიც კი, ჩამორჩება მას. სამხრეთ კავკასიაში კი სომხეთი ლიდერობს( საქართველოზე 1 პუნქტით მაღლაა).

უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებენ 10 მაჩვენებელს, მათ შორის - ვაჭრობის თავისუფლებას, ინვესტიციებისათვის გახსნილობას, ქვეყნის ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის ხარისხს, კორუფციის დონეს და ა.შ.

ეკონომიკური თავისუფლების კრიტერიუმით, ჩამონათვალში 15 წელია პირველ ადგილზეა - ჰონკონგი. მას მოჰყვება: სინგაპური, ავსტრალია, ირლანდია და ახალი ზელანდია. ჩამონათვალს ჩრდილოეთ კორეა ასრულებს.

თითქოს საქართველოს ცუდი მაჩვენებელები არ აქვს. რომელებიც ობიექტურად უნდა ადსტურებდეს კიდეც, ეკონომიკაში მის წარმატებებს. მით უფრო გასაკვირია, რომ რეალური მდგომარეობა, საქართველოს მოქალაქეებს არც თუ მცირედ აწუხებთ. ასე მაგალითად, ყოველკვირეული გამოცემა „კვირის პალიტრის" მიერ ჩატარებული სოციოლოგირი გამოკითხვის რეზულტატით, იმ შედეგებიდან, რომელიც უკვე შესამჩნევ ფინანსურ კრიზისს მოჰყვება, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად საყოველთაო უმუშევრობის ეშინია. მეორე ადგილზეა - პროდუქტების გაძვირება, მესამეზე კი - ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა.

უმუშევრობა, ქვეყნის მოსახლეობას გაცილებით უფრო მეტად ადარდებს, ვიდრე პოლიტიკურ კრიზისი. მაგალითად, ხსენებულ გამოკითხვაში პოლიტიკურ არასტაბილურობას ისინი, მხოლოდ მეოთხე ადგილზე აყენებენ. უმუშევრობას საქართველოს პრეზიდენტი, უკვე მეხუთე წელია დაუნდობელ ომს უცხადებს. ამ დღეებში მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი ჯერ არ არის და ამ წელს 25-30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

უცნობია, ეს ციფრი იმ სამუშაო ადგილების ჩათვლითაა თუ არა, რომლებიც დეკემბერში დაკარგეს. მაშინ ქართულმა ბანკებმა დაახლოებით 6 ათასი თანამშრომელი დაითხოვეს. საბანკო სექტორში არსებული პრობლემები, რა თქმა უნდა, სხვა სფეროებსაც გადაედო. მაგალითად, რადიოსადგურ „კომერსანტის" მონაცემებით, სამსახურიდან დათხოვნა ემუქრება 38 ათას ადამიანს, რომელიც მშენებლობებზეა დაკავებული.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100