RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოქრუაშვილის პარტია ოფისის გარეშე დარჩა, რაც ნიშნავს, რომ....

19.01.2009  |  14:01

3/6/2/1362.jpegამ კვირაში თბილისის საქალაქო სასამართლომ იარკლი ოქრუაშვილის პარტიას -„მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", ოფისი ოფიციალურად ჩამოართვა. ასე რომ, დაკმაყოფილებულია პროკურატურის მოთხოვნა - გადავიდეს ეს შენობა სახელმწიფოს მფლობელობაში.

ქართული თემიდის წარმომადგენლები თვლიან, რომ „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ოფისი შეძენილი იყო არაკანონიერად ნაშოვნი თანხებით.

გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციაში გადასულ ექსმინისტრ იარკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი სტატიის მიხედვით სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2007 წლის სექტემბერში აღძრა: გამოძალვა, ფულის გათეთრება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სამსახურებრივი გულგრილობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გარემოცვას ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასა და შეკვეთილ მკვლელობებთან დაკავშირებით სკანდალური ბრალდებები წამოუყენა (2006 წ.). შეხსენებისათვის, ამგვარი ფაქტები იყო მოყვანილი: 2004 წელს, როდესაც ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მან პრეზიდენტ სააკაშვილის ბიძა - თემურ ალასანია 200 ათასი დოლარის ქრთამის აღების ფაქტეზე დააკავა, მაგრამ „პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით" გაათავისუფლა. ყოფილი მინისტრი ასევე ამტკიცებდა, რომ თავის დროზე პრეზიდენტი სააკაშვილი არაერთხელ ცდილობდა, დაევალებინა მისთვის გავლენიანი პირების მკვლელობა, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის.

ამ მხილების შემდეგ ოქრუაშვილი დაიჭირეს, მაგრამ გამოუშვეს - საქართველოსთვის ასტრონომიული რაოდენობის გირაოს - 10 მლნ.ლარის (6 მლნ $.) გადახდის შემდეგ. ამასთან ერთად,ხელი მოაწერა ქვეყნიდან გაუსვლელობას. თუმცა, საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფრის მიცემის შემდეგ, მან საქართველო დატოვა.

პრეზიდენტის მოწინააღმდეგეობამდე, ირაკლი ოქრუაშვილი ფავორიტი ქორების რიგებში ირიცხებოდა და განთქმული იყო სკანდალური განცხადებებით: პირობა, რომ 2007 წელს შეხვდებოდნენ ცხინვალში და რუსული ბაზრიდან ქართული ღვინის მწარმოებლების გამოდევნის შემდეგ, მწარე სარკაზმი, რომ რუსეთში ფეკალიებსაც დალევდნენ. ახლა კი, როგორც „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით გამოდის.

ამ პარტიამ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებისკენ მოუწოდა ყველა ოპოზიციურ ძალას, რათა მოითხოვონ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომა. სხვადასხვა პოლიტიოსები ამ მოწოდებასა და ოფისის ჩამორთმევას შორის პირდაპირ კავშირს ხედავენ. მაგალითად, ლეიბორისტები ამტკიცებენ, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგაა მიმართული და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება მათ წინააღმდეგ საბრძოლველად, უკან არაფერზე არ დაიხევს.

როგორც პარტიის გენერალური მდივანი ეკა ბესელია თვლის, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.ჩვენი გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სასამართლოში აპელაციის შეტანას აპირებს. ამის შემდეგ კი, ალბათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეიტანს სარჩელს. „პარტიის ოფისთან დაკავშირებული საქმე, დაემატება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური დევნის საქმეს. რომლის შესახებაც, სტრასბურგის სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი", - განმარტა ეკა ბესელიამ.

სხვათაშორის, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივანი პროფესიით ადვოკატია. ის ირწმუნება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტის უკანონობის დამტკიცება, მისთვის სირთულეს არ წარმოადგენს."საქმე იმაშია, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ჩადენილი კორუფციისა და თანხების უკანონოდ მითვისების ფაქტები ჯერ კიდევ არ დამტკიებულა. მაშ, როგორ მივიდა სასამართლო იმ დასკვნამდე, რომ ოფისის შენობა უკანონო თანხებით იყო შეძენილი?", - კითხულობს ის.

შეგახსენებთ, რომ გამონაკლისის გარეშე ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც ადანაშაულებს ხელისუფლებას დიქტატურაში, სხვა მთავარ მოთხოვნებთან ერთად, სახელისუფლებო შტოებისგან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნას ითხოვს.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100