RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ჯვრისწერის შემდეგ – საქართველოს მონარქიისკენ დაბრუნება?

21.01.2009  |  15:02

3/9/7/1397.jpegმე-12 საუკუნეში საქართველოს გამაერთიანებლის, ბაგრატიონთა საგვარეულოდან ერთ-ერთი დიდი მეფის, დავით ღმაშენებლის ხსენების დღეს, 8 თებერვალს, ჯვარს დაიწერენ ორი სამეფო დინასტიის წარმომადგენელი - თავადი დავით ბაგრატიონ - მუხრანსკი და ანა მუხრანელი. კონკრეტულად სად გაიმართება ცერემონია - თბილისში თუ ძველ დედაქალაქ მცხეთაში - ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

როგორც მართლმადიდებელი საინფორმაციო სააგენტო „რუსკაია ლინია" იტყობინება, მამის თავადი გიორგი ირაკლის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის გარდაცვალების შემდეგ (1944-2008წ.), 32 წლის დავით ბაგრატიონ-მუხრანსკი გასულ წელს სათავეში ჩაუდგა ქართულ სამეფო სახლს. დავითის ორი უმცროსი ძმა და ერთი და ესპანეთში ცხოვრობენ. ის კი მამასთან ერთად საქართველოში 2003 წელს ჩამოვიდა და მალევე მიიღო მოქალაქეობა.

უფლისწული დავითის რჩეული, მისი თანატოლი თავადი ანა ბაგრატიონ- გრუზინსკი, უფროსი ქალიშვილია თავადი ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკისა, რომელიც ბაგრატიონების კახეთის შტოს და მამაკაცთა ხაზით, საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12 (მეფობდა 1798-1800 წ.) პირდაპირი შთამომავალია.

როგორც ოპოზიციური პარტია „ტრადიციონალისტების" ლიდერმა აკაკი ასათიანმა მოგვიყვა, ჯვრისწერის საიდუმლოებას აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ცერემონია გაიმართება ან თბილისის სამების საკათედრო ტაძარში, ან მცხეთაში - ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კათედრალურ საპატრიარქო ტაძარ - სვეტიცხოველში.

„ეს ქორწინება გააერთიანებს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული მონარქიული დინასტიის ორ შტოს." - აღნიშნავენ საქართველოს საპატრიარქოში.

ქვეყანაში ბევრი თვლის, რომ უახლოეს პერსპექტივაში მოსალოდნელია კონსტიტუციური მონარქიის აღდგენა. ზემოთ ხსენებული აკაკი ასათიანი ხაზს უსვამს: „დავითი და ანა სამეფო გვარის ორ შტოს წარმოადგენენ, რომლებსაც თანაბრად შეუძლიათ პრეტენზია ჰქონდეთ გვირგვინზე. გაერთიანება ხსნის სამეფო გვირგვინის მემკვიდრეობის საკითხს. პირადად მე ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის მომხრე ვარ. მონარქიული სახელმწიფოები ხომ, როგორც ცნობილია, მეტნაკლებად სტაბილურები არიან. საქართველოში ბევრს აქვს ველური ამბიცია - გახდეს პრეზიდენტი. მინდა იმედი ვიქონიო, რომ მონარქიის აღდგენა ამ საკითხს მოხსნის".

თავად დავითმა ქვეყნის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით კომენტარებისგან თავი შეიკავა."მე აქ არ ვაპირებ პოლტიკით დაკავებას, - თქვა მან Georgiatimes-ის კორესპონდენტთან სატელეფონო საუბრისას. - ჩვენ სიყვარულით ვქორწინდებით და ჩვენი ქორწინება არ შეიცავს სახელმწიფო ინტერესებს". ობიექტურად რომ ვთქვათ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს შორეული პერსპექტივაა. როგორც აღნიშნა აკაკი ასათიანმა, საქართველოს მეფე შეიძლება გახდეს ბაგრატიონების დინასტიის მომავალი შთამომავალი. ასე რომ, მის დაბადებას მოუთმენლად დაელოდებიან როგორც ახალგაზრდა მეუღლეები, ასევე მონარქიის მომხრეები.

სხვათა შორის, მონარქიის აღდგენის იდეა საქართველოში ძალზე პოპულარულია. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯერ კიდევ 2007 წელს შესთავაზა ერს ამ საკითხზე დაფიქრება.

მაშინ მან განაცხადა, რომ საქართველოში უკვე ისეთი პირობები შეიქმნა, რომ კონსტიტუციურ მონარქიაზე საზოგადოების ოცნება, შეიძლება რეალობად იქცეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარმა შესთავაზა სახელმწიფო მოწყობის ისეთი ფორმა, როდესაც „მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს". კათოლიკოსის მოსაზრებით, ზუსტად კონსტიტუციური მონარქია მისცემს საშუალებას ქვეყანას, გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან.

ამ იდეას მხარი მრავალმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭირა. თავისი მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტობის ექს-კანდიდატმა, აწ გარდაცვლილმა ბადრი პატარკაციშვილმა. მან მაშინ ივარაუდა, რომ მონარქიული მმართველობის წყალობით აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

მეორე საპრეზიდენტო კანდიდატმა, „ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ ასეთი დამოკიდებულება გამოხატა , რომელიც აქამდეც არ შეუცვლია: „ვფიქრობ, რომ კონსტიტუციური მონარქია - ბევრი მიზეზის გამო, მმართველობის ძალიან საინტერესო სისტემაა. მისი ერთ-ერთი საინტერესო მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ლაპარაკი სუფთა ფურცლიდან. ბაგრატიონთა დინასტია საერთოა როგორც ქართველებისთვის, ისე ოსებისა და აფხაზებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა ილუზიების საფუძველს, რომ როგორც კი საქართველო კონსტიტუციური მონარქიის მმართველობაზე გადავა, მაშინვე, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ყველა პრობლემა გადაწყდება. მაგრამ ეს იძლევა კიდევ ერთ შანსს, დავიწყოთ ნორმალური დიალოგი".

ამ იდეას მხარს უჭერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდიაც, რომელიც დღეს ოპოზიციურ პარტია „თავისუფლებას" მეთაურობს.

სააკაშვილმა კი იხუმრა: „ჩემი დიდი ბებია ბაგრატიონი იყო. ყურადღებით იყვნენ ისინი, ვისაც საქართველოში მონარქიის აღდგენა სურს. ნადვილად, კარგი იქნება, თუ თავს დავაღწევთ მომავალ არჩევნებს და გადავალთ ოჯახური ტრადიციიდან გამომდინარე, მმართველობის წყნარ კალაპოტში".

თუკი სერიოზულად ვისაუბრებთ, როგორც ცნობილია, ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ აპირებს, ქართველ პარლამენტარებს გაუნაწილოს, გადაჭარბების გარეშე, თავისი ფართო უფლებამოსილებები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100