RSS
на русском en in english
29.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ქართველების ყრილობა მოსკოვში: მზერა თბილისიდან

23.01.2009  |  09:47

4/1/7/1417.jpegმოსკოვში, რუსეთში მცხოვრები ქართველების სხდომამ, თბილისში ემოციების ქარიშხალი გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ მოსკოვში სტუმრების რანგში არ წავიდოდნენ, რადგანაც ღონისძიება ტარდება „ხელისუფლებისა და თავად დიმიტრი მედვედევის ეგიდით, რომლებმაც ხელყვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა".

ამასთან ერთად, პოლიტოლოგები, ბიზნესმენები და საქართველოს უბრალო მოქალაქეები ამასთან დაკავშირებით სრულებით განსხვავებულ აზრს გამოთქვამენ. აი, რა შეიტყო მათგან Georgiatimes-ის კორეპონდენტმა.

ცნობილი პოლიტოლოგი, ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, სავსებით საფუძვლიანია. მისი არგუმენტაცია ასეთია.

ყრილობას ატარებს ბატონი ხუბუტია, რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. კრემლში არაერთხელ განაცხადეს, რომ მათთვის სააკაშვილი - მიუღებელი ფიგურაა. ამასთან ერთად, სულ უფრო ხშირად უსვამს ხაზს რუსეთის ხელისუფლება თავის ლოიალურ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ. გამოდის, რომ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველების ყრილობაზე კრემლს სურს გააფორმოს თავისი პოზიცია ანუ გაამწვავოს ურთიერთობები ქართულ ინტელიგენციასა და პრეზიდენტს შორის.

ჩემ თანამოსაუბრეს არ სჯერა, რომ ყრილობა - „არაპოლიტიკური ღონისძიებაა". ის ამბობს: „არც ჩვენ ვსვამთ ტოლობის ნიშანს რუს ხალხსა და ქვეყნის ხელისუფლებას შორის. რუსი მწერლები, მსახიობები და ბიზნესმენები ან მშრომელები ხომ არ ბომბავდნენ საქართველოს? მაგრამ ჩვენ არ ვეპატიჟებით რუსული ინტელიგენციის წარმომადგენლებს თბილისში და არ ვითხოვთ მათგან გაემიჯნონ პუტინს ან მედვედევს".

ვიზების გაცემისა და ავიამიმოსვლის აღდგენა, საყვარელიძის მოსაზრებით, შეიძლება „ ყველანაირი ყრილობებისა და კონფერენციების გარეშეც, საჭიროა მხოლოდ ხელისუფლებების კეთილი ნება". თანამოსაუბრემ დაგეგმილ ღონისძიებებში პოლიტიკური თამაშის ელემენტები დაინახა. სხდომაზე დასწრების შესახებ პატრიარქის სურვილზე კი, კომენტარი არ ისურვა. „კათოლიკოსი - უმწიკვლოა. მისი მოქმედებების შეფასება არაკორექტულია. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მათ შორის ქართულ-რუსული ურთიერთობის აღსადგენადაც. ამასთანავე, ილია მეორე რჩება პოლიტიკის გარეთ".

პოლიტოლოგმა არ გამორიცხა, რომ სხდომაზე გაემგზავრება ბევრი „ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ქართველი". ბევრი ადამიანი კეთილი ურთიერთობების, წარსულის ნოსტალგიას განიცდის. რუსული და ქართული ინტელიგენცია - მსახიობები, რეჟისორები და მწერლები მაინც გააგრძელებენ ურთიერთობას, იმისდა მიუხედავად, თუ ვინ დგას სახელმწიფოს სათავეში.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ხუციშვილი თვლის, რომ მსგავსი ყრილობის „ჩატარება ჯერ ნაადრევია".

მან აღნიშნა, რომ თანამემამულეების ასეთი შეხვედრები, ტრადიციულად, ბევრ ქვეყანაში იმართება. პრობლემა იმაშია, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ძალიან ცოტა დრო გავიდა."სინამდვილეში შერიგება ჯერ არ მომხდარა. ეს ყრილობა კი იმართება ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც იღებდა დაბომბვის გადაწყვეტილებებს. სწორედ ამან გამოიწვია ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ნეგატიური რეაქცია".

მისი შეხედულებით, თუკი ახლა დასაშვებია მსგავსი ღონისძიება, მაშინ ნეიტრალურ ადგილზე, რათა ავიცილოთ შესაძლო დაძაბულობა. „აქ კი პოლიტიკური ქვეტექსტი, გამორიცხული არ არის. ამიტომ იკავებს თავს მრავალი ადამიანი მოსკოვში ჩასვლაზე". ამათანავე, ხუციშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ყველა დონეზე მოლაპარაკებები, უახლოეს მომავალში უნდა განახლდეს. „მე წავალ ნებისმიერ ღონისძიებაზე, რომელიც შეძლებს გააუმჯობესოს ქვეყნებს შორის ურთიერთობა. სახალხო დიპლომატია - ერთ-ერთი ძლიერი მექანიზმია",-ხაზი გაუსვა მან.

მისი კოლეგა კახა კაციტაძე ყრილობასთან დაკავშირებით გაჩაღებული საინფორმაციო ომის გამო, გულწრფელად გაოცებულია.

„საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენაა. მის მნიშვნელობას ხელოვნურად ზრდის ჩვენი ხელისუფლება. რატომ? ალბათ, თავისი მიზნები აქვთ. ძირითადად - გათვლა თავად ხუბუტიას დისკრედიტაციაზეა (სხვადასხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში,ძირითადად ლაპარაკია, თითქოს, მოსკოვი მას ამზადებს პრემიერის პოსტისთვის. - ი.პ), მითუმეტეს, რომ საქართველოში მის შესახებ ცოტამ თუ იცის. ბევრი მოქალაქისთვის აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა ქართველთა კავშირის პრეზიდენტის პერსონას - აგენტია თუ არა, შეხვდა სააკაშვილს თუ არა ხალხს, უბრალოდ ნორმალურად ცხოვრება უნდათ. ძალიან ბევრს ახალაც, აგვისტოს მოვლენების შემდეგაც კი, სურს რუსეთში სამუშაოდ წასვლა. იმაში, რომ თანამემამულეები ერთმანეთს შეხვდნენ და საერთო პრობლემებზე ილაპარაკონ, ცუდი არაფერია. პირიქით, თუკი აღდგება საავიაციო მიმოსვლა და საზღვრები გაიხსნება, ყველა მოხარული იქნება. მე ვთვლი, რომ ხალხმა უნდა მიიღოს ინფორმაცია - რა ყრილობა ტარდება, როგორი დღის წესრიგია, ვინ იქნება მონაწილე. ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით კი, ჩვენ პრობლემები გვაქვს. თუკი, როგორც ხუბუტიამ განაცხადა, ყრილობაზე არ იქნება განხილული პოლიტიკური საკითხები, დარწმუნებული ვარ, მრავალ ქართველს მოუნდება მოსკოვში წასვლა".

კიდევ ერთი პოლიტოლოგი, რამაზ კლიმიაშვილი ვერ ფარავს გაკვირვებას: რისი ეშინია ხელისუფლებას? რატომ ატეხა ასეთი კამპანია ღონისძიების წინააღმდეგ? „პასუხი, როგორც ჩანს, ასეთია, - მსჯელობს ის. - ხელისუფლებას უბრალოდ აღარ დარჩა არგუმენტი, რითიც გაამართლებს თავის პოლიტიკას და ის კვლავ ეძებს მტერს და აგენტებს რუსეთში. ამიხსნას ვინმემ, რა იქნება ცუდი იმაში, თუ ყრილობას მედვედევი დაესწრება? ადრე თუ გვიან ურთიერთობების დარეგულირებაზე მოლაპარაკება მასთან, მაინც მოგვიწევს. თვითონ პატრიარქმაც კი, გადაწყვიტა ყრილობაში მონაწილეობის მიღება! ვერავინ გარისკავს საქართველოში, თქვას, რომ მისი პოზიცია „ანტისახელმწიფოებრივია".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100