RSS
на русском en in english
29.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სააკაშვილმა ექსპერტებს მოუსმინა, მაგრამ რა გაიგონა?

26.01.2009  |  09:09

4/3/2/1432.jpegპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21 იანვრის საღამოს, ქართველ ექსპერტებს შეხვდა პოლიტიკისა და ეკონომიკის დარგში. წინადადებით შეიქმნას ახალი კონსულტატიური ორგანო, რომლის მთავარი მიზანიც იქნება "ხელისუფლებას გაუწიონ დახმარება ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში".

პრეზიდენტის რეზიდენციაში ისინიც იყვნე მიწვეულნი, ვინც მთავრობის პოზიციას არ ეთანხმება და კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს მათი მისამართით. "ჩვენ იმათაც უნდა მოვუსმინოთ ვინც შესაძლოა ჩვენ არ გვეთანხმება ან პირიქით, ვისი აზრიც შეიძლება ჩემთვის იყოს მიუღებელი. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და პოლიტიკური უთანხმოებისა, ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და ყოველ ჩვენგანს ერთი ამოცანა აქვს - საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი, დამოუკიდებელი და დავიცვათ ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისისგან".- განაცხადა პრეზიდენტმა.

მართალია, ქართული რადიოსადგური "კომერსანტი" აღნიშნავს, რომ: ეკონომიკურ ბლოკს მხოლოდ რამოდენიმე ექსპერტი წარმოადგენდა. სეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მრავალ გამოცდილ ეკონომისტს, რომელთა აზრსაც დიდი წონა აქვს საზოგადოებისთვის, მათ შორის გახლავთ ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, დეპუტატი და პროფესორი ლადო პაპავა; ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში და პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი; ასევე ექსპერტი დემურ გიორხელიძე, რომლეიც "ვარდების რევოლუციამდე" საპარლამენტო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. მათი აღიარებით ისინი, არც არავის მიუწვევია, ვინაიდან " ჩვენი შეხედულება მთავრობაში არავის არ აინტერესებს".

შეხვედრაზე პრეზიდენტმა არა მარტო ეკონომიკური საკითხები განიხილა. იასუბრეს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე, ასევე სოციალურ და განათლების სფეროსაც შეხნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ მონაწილეთა შორის ისეთებიც იყვენენ ვინც ხელისუფლების მისამართით ღია კრიტიკით გამოდის. აი, როგორ შეაფასეს მათ პრეზიდენტთან მტკივნეულ საკითხებზე საუბარი.

შვერდნაძის დროინდელმა პოლიტოლოგმა და საქართველოს ელჩმა რუსეთში, ზურაბ აბაშიძემ 2008 წლის მიწურულს, უარი განაცხადა შეთავაზებულ კულტურის მინისტრის პოსტზე. თუმცა შემდგარი შეხვედრა პოზიტიურად შეფასა. როგორც მან განუცხადა ქართულ სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ეს საუბარი საინტერესო გამოდგა. ვინაიდან აქტუალური საერთაშორისო თემების გარდა, განიხილებოდა შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხები. აბაშიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ძალიან რთული ურთიერთობებისა რუსეთთან, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს აუკრძალოს საქმიანი კონტაქტები ამ ქვეყანასთან, კერძო პირებსა და კომპანიებს.

დანარჩენი შეფასებები და აზრები " Georgiatimes "-ის კორესპონდენტმა პირადად მოისმინა.

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ აღნიშნა, რომ შეხვედრის კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, ჯერ ნაადრევია. " პროგრესი იმაშია, რომ პრეზიდენტმა მოისურვა მოესმინა შეხედულებები, რომლებიც მის პირად შეხედულებებს არ ემთხვევა. აქამდე ქავეყნის პრეზიდენტის გუნდი შემდეგი პრინციპით ხელმძღვანელობდა: ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჩვენ მოვიქაცევით ისე, როგორც მოგვესურვება. რეზულტატი კი გახდა ის , რომ ინტელექტუალური ჯგუფის აზრი ყურადღების მიღმა დარჩა ანუ უბრალოდ იგნორირებული გახლდათ". მან აღნიშნა , რომ სააკაშვილმა არაიმპულსური და რაციონალური ურთიერთობების სტილის დემონსტრირება მოახერხა, რაც აფსოლუტურად საწინააღმდეგოა იმისა, რაც ტელეეკრანებზე ჩანს. თუმცა, ჩვენი თანამოსაუბრის აზრით , შესაქმნელი ექსპერტთა საბჭოს მომავალი, საკმაოდ ბუნდოვანია და გაუგებარი.

უფრო მეტიც, საყვარელიძეს ეჭვი ეპარება, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას: ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური თუ მეცნიერებასთან დაკავშირებული, სააკაშვილი იხელმძღვანელებს ექსპერტების რეკომენდაციებით. " მე მრეჩველთა ჯგუფის წევრი ვიყავი, რომელიც 2004 წელს იყო შექმნილი პრეზიდენტის მიერ. მაშინ, სულ მალე მის გუნდს აღარ დასჭირდა ჩვენი რეკომენდაციები". დაასკვნა რა, რომ: არსებობს მზადყოფნა მოისმინონ ოპონენტების პოზიცია, მაგრამ არ აქვთ უნარი შეიგნონ მოსმენილი.

სყვარელიძე ასევე სკეპტიკურად უდგება მრჩველებად, უცხოელი ექსპერტების მოწვევის იდეას. პოლიტოლოგმა გაიხსენა, რომ ისინი არაერთხელ მოიწვიეს აქამდეც, მაგრამ კონკრეტული რეზულტატები, თუ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით ვიმსჯელებთ, არ ჩანს. " სხვების ინტელექტის გამოყენებას, ცოდნა უნდა"- რეზიუმეს სახით განაცხადა საყვარელიძემ და დაამატა: მთავარი ამოცანა, რომლის ამოხსნაც მოუწევს ხელისუფლებას ეს არის სისტემური პოლიტიკის გამომუშავება და რეალიზება და არა მუდმივი ჩაღრმავება ამწუთიერ პრობლემებში.

რა ეშველება ფინანსურ კრიზისს? სააკაშვილი რომელსაც ასე ხშირად ადანაშაულებენ ავტორიტარიზმში, ხომ სწორედ ამ მიზეზმა აიძულა მოესმინა დამოუკიდებელი ექსპერტების აზრი. ქართველი ეკონომისტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს განსაკუთრებული ზომები. მათი აზრით, ქართული ეკონომიკის მამის კახა ბენდუქიძის მიერ გამოცხადებული ლიბერალიზმი ( ახლა ის სახელმწიფო კანცელარიას ხელმძღვანელობს) დამღუპველია და ეს გუშინდელი დღეა.

ამ საკითხს ლამის ყოველი მოწვეული უმეორებდა პრეზიდენტს. თანაც ახსენებდნენ: ერთერთი უბედურება იმაშია, რომ რუსული ბიზნესის ხელშია სტარატეგიული ობიექტებიც კი. რის დასტურადაც მოიყვანეს სულ ახლთახალი ენგურჰსეთან დაკავშირებული შეთანხმება და საერთოდაც რუსეთთან მიმართებაში არსებობს აშკარა "გაორება": საგარეო პოლიტიკაში- კონფრონტაცია, ეკონომიკაში - სრული კეთილგანწყობა.

შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდა გიორგი ხუხაშვილიც- ექსპერტი ეკონომიკის დარგში, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს. მან გაუზიარა საკუთარი აზრი ჩვენს კორესპონდენტს, რომ პოზიტიურ შედეგებს არ ელოდება შემდგარი შეხვედრისგან. " მე არა მგონია, რომ ჩვენ გამოვნახეთ საერთო ენა - ხაზი გაუსვა მან - ამიტომაც ალბათ უარს ვიტყვი წინადადებაზე, შევიდე ექსპერტთა საბჭოში. ჩემთვის კონკრეტული რეზულტატებია მნიშვნელოვანი და არა დებატებში მონაწილეობა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100