RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ობამას გამოსვლა საქართველოში ყველამ თავისებურად აღიქვა

27.01.2009  |  09:27

4/4/5/1445.jpegასეთ დასკვნამდე მივყავართ იმ ქართველი პოლიტოლოგებისა და პოლიტიკოსების მოსაზრებებსა და შეფასებებს, რომლებიც გაეცნენ ობამას საინაუგურაციო სიტყვას.

შეგახსენებთ ზოგადად: აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ცერემონიაზე აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა და ამერიკელი ხალხი მომავალშიც მხარს დაუჭერენ მათ, ვის იდეალებსაც თავისუფლება და დემოკრატია წარმოადგენს. თბილისში ეს მაშინვე თავის თავზე მიიღეს.

„მომდევნო წლებში საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა ბევრადუფრო მჭიდრო იქნება, ვიდრე აქამდე იყო,- დარწმუნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე. - ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები დაფუძნებულია დემოკრატიისა და თავისუფლების მსოფლიოში აღიარებულ პრინციპებზე, ისინი უცვლელია, ამიტომაც ვაშინგტონის მიერ საქართველოს მხარდაჭერა არ შეიცვლება".

მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პოზიცია არ არის მხოლოდ ერთი პარტიის, ერთი ადმინისტრაციია, ან ერთი პოლიტიკური ძალის პოზიცია. „ეს სტრატეგიული პარტნიორობაა",- განაცხადა მან.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის აზრით, აშშ-მ აშკარად მიანიშნა მოსკოვს, რომ საქართველოს დაიცავენ და არ დაუშვებენ, რომ ის გაანაწყენოს „ავტორიტარულმა რეჟიმებმა".

„ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია აშშ-ს საგარეო პოლიტიკური ორიენტირები - ეს არის თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერის პრინციპი, - შეატყობინა მან ტელეკომპანიას „რუსთავი 2". - ასევე ითქვა, რომ დაუშვებელია ავტორიტარული რეჟიმების მიერ დასავლური დემოკრატიული სამყაროსთვის წინააღმდეგობის გაწევა. ვისაც სჭირდება, გაიგებს, რაც თქვა აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა. ჩემი აზრით, ასეთები კრემლშიც იქნებიან".

ამასთანავე, ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა თქვა, რომ აშშ-ს დემოკრატიული პარტიის პოზიცია კიდევ უფრო მეტად არწმუნებს მას საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობების გამყარებაში. აგვისტოში მან ცალსახად დაუჭირა მხარი საქართველოს.

რამდენიმე გამამხნევებელი სიტყვა ამერიკელი ჩინოვნიკებისგანაც მოისმინა საქართველოს მთავრობამ.

„საქართველოსთან თანამშრომლობის ხაზი ჩვენი ფასეულობებითა და ინტერესებით განისაზღვრება, - განუცხადა ტელეკომპანია „იმედს" სახელმწიფო მდივნის ყოფილმა დამხმარემ მეთიუ ბრაიზამ. - ობამა სენატორობისასაც უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „

ზოგი ქართველი პოლიტოლოგი თვლის, რომ ახალი ამერიკული ადმინისტრაცია, პირიქით, დაეხმარება ოპოზიციის გაძლიერებას. მათ მოყავთ პირველი მაგალითი: ობამას ინაუგურაციაზე მიწვეულები იყვნენ „საქართველოს ლეიბორისტების" წევრები. პოლიტოლოგი გიორგი უძილაური ამას თვლის ნაბიჯად იმისკენ, რომ აშშ-ში ოპოზიციას სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ. „სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერის გარეშე - აშშ, ევროკავშირის ქვეყნები- ოპოზიციას გაუჭირდება საკუთარი იდეების დაცვა",- მის ციტირებას ახდენს mirtv.ru.

სხვათა შორის, ლეიბორისტულმა პარტიამ უკვე მოასწრო აშშ-ს კონგრესისთვის მიემართა თხოვნით, რომ პირველ რიგში, მიეღოთ ზომები საქართველოში არსებული მთავრობის წინააღმდეგ და შემდგომ ჩაეტარებინათ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელი იმ პირების საქმიანობის გამოკვლევა, რომლებიც „სააკაშვილის რეჟიმს" მფარველობდნენ. ლეიბორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით, საუბარი იყო ზემოთხსენებულ მეთიუ ბრაიზაზე, მის კოლეგაზე დენიელ ფრიდზე და თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დონალდ რამსფელდზე.

„ჩვენ მოვითხოვთ, რომ სანამ სააკაშვილი პრეზიდენტის მითვისებუ პოსტს დატოვებს, აშშ-ს კონგრესმა დააწესოს სანქციები მისი რეჟიმის წინააღმდეგ", -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა პრეს-კონფერენციაზე 21 იანვარიებლო კომისიის შექმნას ამერიკის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის მფარველობით იყვნენ დაკავებულები და აძლიერებდნენ მის დანაშაულებრივ რეჟიმს", - მის ციტირებას ახდენს Regnum.

ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის პრინციპები საქართველოსთან დაკავშირებით ჯერ უცნობია. „გერმანული ტალღა" კი იტყობინება, რომ ევროკავშირის ანალიტიკური საბჭოს ექსპერტბეი ბარაკ ობამას ურჩევენ, რომ ჯერ-ჯერობით თავი შეიკავოს საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაჩქარებისგან.

საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა საიტმა 1news.az, სადაც მოყვანილი იყო ბმული ერთ-ერთი სომხური გამოცემისა.ის, თავის მხრივ, ეყრდნობა ლიბორისტული პარტიის მდივნის ნესტან კირთაძის სიტყვებს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უკვე გადაუხადა 3 მილიონი დოლარი PR-ორგანიზაციას «Glover Park Group», რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ჰილარი კლინტონთან - ის ახლახან დაამტკიცეს სახელმწიფო მდივნად.

სააკაშვილის გეგმებში შედის ამერიკული ადმინისტრაციის დარწმუნება იმაში, რომ მან განათავსოს საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები 90 წლის ვადით. სააკაშვილი, აგრძელებს კირთაძე, იმავეს გამოძალვას ცდილოდა ჯორჯ ბუშის კაბინეტისგან, მაგრამ რესპუბლიკელები ამაზე არ წავიდნენ.

სხვათა შორის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკელი ჩინოვნიკებისგან ხშირად ისმოდა განცხადებები, რომ საქართველოში ამერიკული ბაზები არ იქნება. მართლაც, საკმაოდ საეჭვოა, რომ ბარაკ ობამა მსგავს ავანტიურაზე წამოეგოს.

ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე გაზეთმა „Washington Times" გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა - რისთვის?". ავტორი ცალსახად მიანიშნებს, რომ მისი აზრით, არც არაფრისთის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100