RSS
на русском en in english
29.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

Human Rights Watch- ისეული ხედვა და მათი დასკვნები

27.01.2009  |  14:01

4/5/1/1451.jpeg23 იანვარს უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch მოსკოვსა და თბილისში წარმოადგინა საკუთარი მოხსენება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით, ამ პერიოდს მსოფლიოში "ხუთ დღიანი ომი" შეარქვეს.

მოხსენებას საკმაოდ ხატოვანი სათაური აქვს:" ომში ისე როგორც ომში?ჰუმანიტარული უფლებების დარღვევები და მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობიდან სამხრეთ ოსეთის გარშემო განვითარებული კონფლიქტისას"

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი, რომლის შესახებაც შეტყობინება მრავალმა საინფორმაციო საშუალებამ გადმოსცა, კვირის ბოლოს იქნა გახმოვანებული და მორიგი უთანხმოებით დაგვირგვინდა მოსკოვსა და თბილისს შორის. რუსეთმა მოითხოვა უფლება საქართველოს სამხედრო ობიექტების შემოწმების ჩასატარებლად, ეყრდნობოდა რა ეუთოს 1991 წლის ვენის დოკუმენტში ფორმულირებულ უფლებას და უარი მიიღო, რის საფუძვლადაც საქართველომ რუსეთთან მიმართებაში ფოსრმჟორული სიტუაცია დაასახელა. " არავითარი რუსი ინსპექტორები ქართულ ბაზებზე!"- შეუფარავი ემოციებით აცხადებენ თბილისში. "იქ ისევ ზრდიან შეიარაღებას"- ბობოქრობს მოსკოვი.

უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მოხსენებამ კი, თითქოს და შეახსენა უკომპრომისო მეზობლებს, რომ:" კაცობრიობის საუკეთესო ომებად, ის ომები ითვლება, რომელთა თავიდან აცილებაც მოხერხდა. მაგრამ რადგანაც ვერც ერთმა და ვერც მეორე მხარემ ვერ შეძლო აგვისტოს სისხლიანი შეჯახების თავიდან აცილება, ამოტომაც ორივეს თანაბარი პასუხისმგებლობა ეკისერაბა მომხადრზე.

მოხსენებაში მოყვანილია იმის მტკიცებულებები, რომ რუსეთმაც და საქართველომაც დაუშვეს აკრძალოლი იარაღის გამოყნება. ორივე მხარე, ავტორების მტკიცებით, არღვევდა ომის წარმოების დაშვებულ წესებს, ანხორციელებდნენ სამხედრო დანაშაულს, იყნებდენენ კასეტურ ნაღმებს და გრადის ტიპის რაკეტებს. "ყოველი მხარე უგულვებელყოფდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს".- აღნიშნავს უფლებათა დამცველი ორგანიზაცია. გულისხმობს რა თვითნებობას და დაუშვებელ ქმედებებს ("რეგიონში გამეფებული იყო ძალადობა და უკანონობა"). პასუხისმგებლობა არც სამხრეთ ოსეთს არ ეხსნება.

მაგალითბად მოყვანილია ინტერვიუებში და დოკუმენტურ ვიდეო ჩანაწერებში აღნიშნული ფაქტები. ქართველი სამხედროები სცემდნენ ტყვეებს. ცნობილია ფაქტები, როდესაც დატყვევებულნი იქნენ მოხუცი-პაციფისტი და ადამიანი რომელაიც გონებრივად არასრულფასოვანი გახლდათ. (ორივე რაღათქმაუნდა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა). ოსი მოწინააღმდეგეები კი, აწამებდნენ ტყვეებს, განზრახ წვავდნენ ქართველების სახლებს. ასევე აღნიშნულია ის , რომ რუსულმა მხარემ ვერ შეძლო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა. "რუსი სამხედროები უფლებას აძლევდნენ ოსებს ამოჟლიტათ და მიწასთან გაესწორებინათ ქართული სოფლები. ამ სოფლების გადარჩენილი მაცხოვრებლები დღემდე ვერ ბრუნდებიან სახლებში".

საქართველოსა და რუსეთის პროკურატურები, ვალდებულნი არიან განიხილონ და გამოიძონ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფელბათა დარღვევის უამრავი ფაქტი. ასევე ამ რესპუბლიკის ხელისუფლებამ, ისევე როგორც რუსეთმა და საქართველომ ყველაფერი უნდა იღონონ ლტოლვილების დასაბრუნებლად.

იმავე დღეს მოსკოვში "ინტერფაქსის" შენობაში შედგა Human Rights Watch-ის განსაკუთრებული შემთხვევების საგამომძიებლო განყოფილების ხელმძღვანელის - ანნა ნაისტანის პრესკონფერენცია. მან აღნიშნა, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები არაერთხელ მიმართავდნენ თხოვნით, რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებას ინფორმაციის მიწოდების შესახებ, რომელიც მათ მოიპოვეს, ხსენებული მოვლენების საკუთარი ოფიციალური გამოძიების წარმოებისას. " ერთადერთი პასუხი ჩვენ მივიღეთ რუსეთის ფედერაციის პროკურატურიდან, რომელმაც განაცხადა, რომ გამოძიებით დაკავებულია საგამოძიებო კომიტეტი და ჩვენი მოთხოვნა მათთვის იქნება გადაგზავნილი. მაგარამ დეღევანდელ დღემდე ჩვენ არანაირი პასუხი აღარ მიგვიღია". საქართველომაც ასევე, არ მოგვაწოდა არანაირი მასალა.

აი, Human Rights Watch-ის მოხასენებაზე კი რეაგირება სასწრაფოდ მოახდინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მადლობა მოუხადა უფელაბათა დამცველებს, იმისათვის, რომ: " მათ მსოფლიო თანამეგობრობას 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საქართველოში შემოჭრის დროს ჩადენილ დანაშაულთა სრული სურათი წარუდგინეს".

მაგრამ საკუთარი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, ქართული მხარე არ ეთანხმება. განსაკუთრებით ცხინვალში "არაპროპორციული" ძალის გამოყენების შეასახებ- ნათქვამია განცხადებაში.

სმოლენსკის მოედანზე, ამგვარი კომენტარი გაუკეთეს ორი საერთაშორისო უფლებათა დამცველი ორაგნიზაციის Human Rights Watch и Freedom House დასკვნებს, რომელთაც გამოთქვეს აღელვება ქვეყანაში დემოკრატიის არასათანადო განვითარების გამო:

"ჩვენ არ უარვყოფთ სფეროში გარკვეული პრობლემების რესებობას, მაგრამ დაგვისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მაგვარი პრობლემები არ არსებობს. რუსეთი მზად არის ყოველგვარი კონსტრუქციული დიალოგისთვის, მათ შორის ამ თემის განსახილველადაც",- აცხადებს სერგეი ლავროვის უწყება და იქვე დასძენს: " უფლებათა დამცველი პრობლემატიკის პოლიტიზირება, ვერ შეუწყობს ამ სფეროში არსებული პრიობლემების გადაწყვეტას ხელს, არამედ პირიქით მათ დევალვაციას გამოიწვევს".

განზე, არც რუსეთის თავდაცვის უწყება დარჩენილა. როგორც "ინტერფაქსი" გვატყობინებს, გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოდგილე ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, რომ არა ერთხელ უარყო ბრალდებები რუსეთის მისამართით და აღარ სურს ამ თვადსხმებზე რეაგირების მოხდენა კვლავ. თუმცა აღნიშნა, რომ: " ჩვენ გაგვაჩნია, თუ რა უნდა წარვუდგინოთ ევროპელებს სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით".

უადგილო არ იქნება, მნიშვნელოვანი ყურადღება მივაპყროთ ანნა ნეისტანის გამოსვლაში აქცენტირებულ საკითხს:" ჩვენ არ ვცდილობთ გავარკვიოთ, თუ ვინ დაიწყო ომი, თუ ვინ იქცეოდა უფრო ცუდად და ვინ უფრო კარგად. ჩვენ ვთვლით, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ დაუშვა სერიოზული დარღვევები ჰუმანიტარულ უფლებებში".

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100