RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ითვლება, რომ სააკაშვილმა ტელეეთერში ამაზრზენი შოუ ჩაატარა

28.01.2009  |  15:02

4/6/3/1463.jpegსაქართველოს პრეზიდენტის 23 იანვრის გამოსვლამ, როდესაც ის პასუხობდა მოსახლეობის კითხვებს, გამოიწვია ოპოზიციონერების მწვავე კრიტიკა. რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ასეთი შეფასებაც კი გამოიყენა: „ამაზრზენი შოუ".

ბერძენშვილმი ტელეკომპანია „კავკასიის" ტელეეთერში საერთოდ არ ერიდებოდა გამოთქმებს. პრეზიდენტს, თურმე, უკვე „სამედიცინო პრობლემები აქვს" და საბოლოოდ გადაუსვა თავის თავს ხაზი ამ პოსტზე. ასევე ის არის - „საერთაშორისო ტრიბუნალის პირველი კანდიდატი აგვისტოს ომის გამო". კიდევ რესპუბლიკელმა გაკიცხა სააკაშვილი რუსი მმართველების კრიტიკის გამო - „ახლა ეს საქართველოს ინტერესებში არ შედის".

„ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძე საუბრობს აუცილებლობაზე „გააპროტესტონ ფარსი დს ტყუილი, რომლის მოხვევასაც სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობისთვის ცდილობს...სააკაშვილი უნდა გადადგეს, სანამ ამას თვითონ ხალხ არ გააკეთებს".

ლეიბორისტები აპირებენ წამოიწყონ კამპანია სახელით „გამყიდველები სამარცხვინო ბოძთან!". როგორც განაცხადა პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, „ჩვენ მომივლით მთელ საქართველოს დდა გამოვაქვეყნებთ იმ ქართველების სიას, რომლებიც ყიდიან სამშობლოს სააკაშვილის რეჟიმის გახანგრძლივების და თავიანთი სავარძლების შენარჩუნების მიზნით,- ახდენს მის ციტირებას nregion.com.- ეს ის ხალხია, რომლებიც თავიდან მოქალაქეთა კავშირის წევრები იყვნენ, ახლა კი პრეზიდენტის ყურმოჭრილი მონები გახდნენ".

ისინიც, ვისაც ყველაზე ხშირად მოიაზრებენ მომავალ პრეზიდენტად, საუბრობენ არა სააკაშვილის გამოთმებზე ეთერში, არამედ იყენებენ ამას, როგორც საინფპრმაციო მიზეზს კიდევ ახალი დადანაშაულებებისთვის.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რასაც ღიად აღიარებენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. პრეზიდენტის განცხადებები დმეოკრატიასთან დაკავშირებით „მიმართულია საზოგადოების მოტყუებისკენ, რათა მან რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ძალაუფლება".

„მე ვთვლი,- ნინო ბურჯანაძის ციტირებას ახდენს იტარ-ტასი,- რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი პოლიტიკით ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა, რომლიდან გამოსავალსაც მე მხოლოდ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაში ვხედავ". მან აქვე დადო პირობა, რომ თავის მომხრეებს მასობრივ საპროტესტო აქციებზე გამოიყვანდა ქუჩაში.

რადიო „პალიტრას" ეთერში კი ექს-სპიკერმა განაცხადა, რომ მემუარების წერაზე ფიქრობს. მაშინ სააკაშვილს სავარუდოდ გაუფუჭდება ხასიათი. „მე ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი, თუმცა თავს ვიკავებ ქვეყნისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემის გამო... სააკაშვილს ურჩევნია ამ ნაბიჯისკენ არ მიბიძგოს."

ხოლო საქართველოს ყოფილმა მუდმივმა წარმომადგენელი გაეროში ირაკლი ალასანიამ გაუზიარა თავისი აზრი მაყურებელს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში. მან განაცხადა: პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პასუხისმგებელია საქართველოს „პროვოკაციულ ომში" ჩათრევაზე, არამედ იმიტომაც, რომ მას არ ძალუძს ქვეყნის გამოყვანა არსებული სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან.

„ხალხს უნდა მივცეთ იმ ხელისუფლების არჩევის საშუალება, რომელიც ნდობით იქნება აღჭურვილი საქართველოს შიგნითაც და დასავლეთშიც,- აგრძელებდა ალასანია,- რომელიც შეძლებს წამოიწყოს დიალოგი რუსეთთან. რუსეთმა დაგეგმა პროვოკაცია და სამხრეთ ოსეთში სამხედრო აგრესიაზე წავიდა, მაგრამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ შეძლო შეეჩერებინა ამ პროვოკაციაში საქართველოს ჩათრევაც. ახლა საჭიროა რუსეთთან მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ მან შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია". მან ამისთვის შემოგვთავაზა ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა საერთაშორისო წნეხის გაზრდა და სრულიად პრაგმატული პოლიტიკის გატარება. მან აღიარა, რომ „ჩვენ ვერაფრით ვერ შევძლებთ რუსეთის ჯარის საქართველოდან ძალით გაყვანას".

და რახ შეეხება ხალხს? როგორ მიიღოპრეზიდენთან დიალოგი უბრალო ხალხმა?

მოვიყვანთ რამდენიმე მოსაზრებას, რომლებიც Georgiatimes-ის კორესპონდენტმა თბილისის მაცხოვრებლებისგან მიიღო. სავსებით გასაგები მიზეზების გამო მათ ანონიმურად დარცენა ამჯობინეს.

„უმრავლესობამ მიაქცია ყურადღებას იმას, რომ სოციალურ საკითხებზე ის ზოგადად საუბრობდა. მაგალითად, თავის წინასაარჩევნო დაპირებაზე, რომ პენსიებს 100$-მდე გაზრდიდა. მას დაუსვეს შეკითხვა, მან კი საერთოდ არ უპასუხა".

„სააკაშვილი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე. როგორც ყოველთვის, მხოლოდ ხმამაღალი სიტყვები და არანაირი კონკრეტიკა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომაც კრიზისის ისე არ გვეშინია, როგორც სხვებს. კარგი არგუმენტაციაა, მაგრამ სად ვიშოვოთ სამუშაო? საიდან მოვიტანოთ პურის ფული? პრეზიდენტი ერთს ამბობს, ცხოვრება კი დღითი-დღე რთულდება."

„ვის სჯერა სააკაშვილის სიტყვების, რომ ქვეყანაში სტაბილური ვალუტა შენარჩუნდება და დევალვაცია არ იქნება? აი არჩევანი კი არ გვაქვს. არც ოპოზიციაა რამით უკეთესი. კინკლაობენ ერთმანეთთან გამუდმებით. სადამდე მიიყვანეს ქვეყანა..."

საბოლოოდ კი რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის ეროსი კიწმარიშვილის სიტყვები, რომლებიც ბრიტანულ გაზეთში «The Guardian» გამოქვეყნდა: „სააკაშვილი ჩვენი ობამა იყო. შევარდნაძის 10 წლიანი მმართველობის შემდეგ ცვლილებები გვჭირდებოდა. თუმცა ხლა აზერბაიჯანისა და თურქმენეთისგან არაფრით განვსხვავდებით".

სერგეი ჩაიკინი

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100