RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ნატო და საქართველო: ოცნებები და რეალობა

30.01.2009  |  10:01

4/8/8/1488.jpegზუსტად ნატოში საქართველოს გაწევრიანების სურვილის გამო, საბოლოოდ გაფუჭდა მისი ურთიერთობები რუსეთთან. რამაც, თავის მხრივ, გარკვეულწილად მიიყვანა ისინი ომამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დეკემბერში, თბილისმა ალიანსის წევრობის დაჩქრებული მოქმედების გეგმის სანაცვლოდ, პარტნიორობის დამამშვიდებელი ვარიანტი მიიღო, თემა - ნატო და საქართველო - საერთაშორისო თანამეგობრობაში კვლავ ხმაურიან დებატებს იწვევს.

თავად ოფიციალური თბილისი გამუდმებით უმტკიცებს თანამემამულეებს, რომ ქვეყნის ალიანსში არშესვლა - უფრო გადავადებაა, რომელიც დაკავშირებულია მის შიდა სიტუაციასთან. ფონი შეუქმნა საქართველოს პრეზიდენტს თეთრი სახლის ყოფილმა ადმინისტრაციამაც: სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის მიერ 9 იანვარს ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში აღნიშნულია, რომ სამხედრო თანამშრომლობის საკითხში ამერიკა ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო სრულიად შეესაბამებოდეს ნატოს სტანდარტებს.

მოსკოვი არ ფარავს თავის წუხილს, ამ თემასთან დაკავშირებით. 28 იანვრის მიწურულს, მაღალჩინოსანმა რუსმა დიპლომატებმა საქართველოსა და ალიანსის ურთიერთობები ორჯერ განიხილეს.

ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი რაგოზინმა, ალიანსთან რუსეთის მოსალოდნელი ურთიერთობების დათბობის მიუხედავად (26 იანვარს ჩატარდა რუსეთი-ნატოს საბჭოს არაფორმალური სხდომა, რომელმაც ამ ორგანიზაციის ინიციატივით სამხრეთ ოსეთში ომის დროს მუშაობა შეაჩერა.) კვლავ საკმაოდ მკაცრად შეაფასა სიტუაცია.

„ვიდრე განვავითარებთ ნატოსთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას, რუსეთი ვარაუდობს, რომ ალიანსისგან მიიღებს პასუხს, საქართველოს მიმართ მის პოზიციებთან დაკავშირებით", - გაზეთი „ვზგლიადი"ახდენს რაგოზინის ციტირებას, რომელმაც ინტერვიუ მისცა გაზეთ „Красная звезда"-ს.

მან აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისა და ნატოს დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, უარესობისკენ შეიცვალა „და მიუხედავად ამისა, ბრიუსელში ძველი გეგმისთვის ზურგის შექცევას არავის აპირებს. საქართველო ნატოსთვის მნიშვნელოვანია, როგორც გარკვეული ფორპოსტი სამხრეთ კავკასიაში, ამას არავინ ცვლის", - ამბობს რაგოზინი.

საქართველო-რუსეთი-ნატოს სამკუთხედისადმი იყო მიძღვნილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლის ნაწილი ფედერაციის საბჭოშიც. მისი ცნობით, იტყობინება ITAR-TASS, ნატოში დაფიქრდნენ იმის შესახებ, როგორ ითანამშრომლონ მომავალში საქართველოსთან.

ამასთან ერთად, ლავროვმა გაიხსენა, რომ ბუშის ადმინისტრაცია ცდილობდა შემოვლითი გზით შეეყვანა საქართველო და უკრაინა ალიანსში, მისი წევრობის მოქმედების გეგმის გვერდის ავლით.

„ვფიქრობ, რომ ამ მცდელობებს არ იზიარებენ ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა, - აღნიშნა მან და შეაჯამა. - ვიმედოვნებ, რომ უსაფრთხოების საკითხებში ისინი იხელმძღვანელებენ არა ხელოვნურად შექმნილი გეოპოლიტიკური პროექტებით".

რამდენად რეალურია ეს იმედი? როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის მაისი-ივნისში ხომ საქართველოში პირველად შედგება ნატოს სამხედრო სწავლებები «Cooperative Longbow / Cooperative Lancer 2009», ალიანსის "პარტნიორობა მშვიდობის სახელით" პროგრამის ჩარჩოებში.

ამასთან ერთად, ამ დღეებში, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ალიანსის გენერალური მდივნობის ერთ-ერთმა კანდიდატმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ეს ორგანიზაცია საერთოდ არ იღწვის მომავალი გაფართოებისათვის, უკრაინის და საქართველოს წევრობა კი - „საკმაოდ შორეული პერსპექტივაა".

„ნატოს ახლა არა აქვს სურვილი, მიიღოს უკრაინა და საქართველო. მხოლოდ იმის სურვილი აქვს, რომ მხარი დაუჭიროს მათ თვითრეფორმირების გზაზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი ინსტიტუტი - ევროკავშირიც და ნატოც - დაიღალნენ გაფართოებისგან", - განუცხადა სიკორსკიმ ბრიტანულ გაზეთს Daily Telegraph-ს, იტყობინება RIA Novosti.

ამასთან ერთად, მისი მოსაზრებით, ნატოს გაფართოება რთულდება მსოფლიოში დაწყებული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგების გამო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო GHN იტყობინება, უკრაინული გამოცემა „Dni" ინტერვიუს მიხედვით, ანალოგიურ მოსაზრებას ემხრობა ამერიკელი პოლიტოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი (სხვათა შორის, ოდესღაც ის უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო, სხვა მრავალთა შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორიცაა). „უახლოეს მომავალში საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესვლა სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული", - აღნიშნა მან.

ოფიციალური თბილისი ალიანსის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულების შეცვლაზე ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს. სხვაა - პერსონები, რომლებიც ხელისუფლებაში არ არიან.

ექსპერტმა სამხედრო საკითხებში, ირაკლი სესიაშვილმა სააგენტო GHN-ს განუცხადა:

„პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება, საქართველოს ნატოში შესვლის მცირე შანსებზე არ იწვევს შეშფოთებას, რადგან ჩვენ ისედაც ვიცით, რომ სერიოზული პრობლემები არსებობს. თუმცა, აქვე ავღნიშნავ, რომ არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით, რომ აშშ საქართველოსთან თანამშრომლობის ქარტიას გააფორმებდა, მაგრამ შეთანხმება გაფორმდა. ასეთივე ბურუსით მოცულია ნატოში შესვლაც".

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრმა, ახლა სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა აღნიშნა:

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100