RSS
на русском en in english
28.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ოპოზიცია - სამართალდამცავ სფეროში რეფორმების გატარების მომხრეა

03.02.2009  |  09:46

5/1/5/1515.jpegოპოზიციურ პარტიას „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის", რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი ზურაბ ნოღაიდელია, ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურაში რეფორმების გატარების წინადადება შემოაქვს. ოპოზიციონერები ასევე კატეგორიულად მოითხოვენ იმ გახმაურებული შემთხვევების გამოძიებას, რომლებიც ეჭვს ბადებს.

როგორც გადმოსცემს საინფორმაციო სააგენტო „სიახლეები-საქართველო", ამის შესაებ 29 იანვარს პრეს კონფერენციაზე განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე მამრაძემ. (სახელისუფლებო კანცელარიის ყოფილი ლიდერი).

მისი თქმით, საქართველოში ფორმირებული ავტორიტარული რეჟიმის ერთადერთი დასაყრდენი არის შსს, პროკურატის სტრუქტურები და ის დაწესებულებები, რომლებიც არაკანონიერად ემორჩილებიან ამ ორგანოებს.

მამრაძე ასევე ამტკიცებს: „შსს-ს, პროკურატურის და ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელები იქცნენ მმართველი გუნდის რეპრესიების გასატრაებელ ინსტრუმენტებად, რომელიც კანონზე მაღლა დადგნენ".

როგორც ის მოგვიანებით აღნიშნავდა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ სტრუქტირების გადაჭარბებული დაფინანსება იმის პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ მმართველი გუნდი მათ თავისი ძალაუფლების შენარჩუნების ინფრასტრუქტირად აღიქვამს.

რეფორმირების კონკრეტული გეგმა პარტიის ლიდერს არ წარმოუდგენია. მან გამოთქვა მხოლოდ რამდენიმე ზოგადი იდეა, რომელთა შორისაც იყო სტრუქტურებზე დემოკრატიული კონტროლის განხორციელება, დაფინანსების შემცირება 2%-მდე და პოლიტიკის მიერ სტრუქტურების მართვის ანულირება.

სხვათა შორის, რამდენიმე დღით ადრე პარტიის ლიდერმა ნოღაიდელმა წამროაგდინა ქართული ჯარის რეფორმირების მოდელი. ამ შემთხვევაში მეტი კონკრეტიკა იყო.

მოდელის მიხედვით, შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ პროფესიონალები იქნებიან, რეზერვში კი ყოფილი სამხედროები უნდა ჩაეწერნონ. ხარჯები უნდა შემცირდეს. პარტიის ლიდერმა ამის შესახებ განაცხადა: „შეაიარაღებულ ძალებზე ყოველწლიურად უნდა იხარჯებოდეს მშპ-ს მხოლოდ 2 პროცენტი, და არა 7, როგორც წინა წელს იყო, ან 4 პროცენტი, როგორც ამ წელს არის გათალისწინებული".

არ არის გამორცხული, რომ მსგავსი კონკრეტულობით იქნას ჩამოყალლიბებული პოლიციური უწყების რეფორმირების პროგრამაც. სხვათა შორის, „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას ხმაურიან სამქმეებზე, რომლების ობიექტური გამოძიება მთავრობისთვის არახელსაყრელია.

საუბარია, პირველ რიგში „ვარდების რევოლუციის" იდეოლოგზე, ყოფილ პრემიერ- ზურაბ ჟვანიაზე.

ნოღაიდელმა, რომელიც მის გუნდის წევრი გახლდათ, პირველი არხის ეთერში დადო პირობა, რომ 3 თებერვალს ჟვანიას სიკვდილის საიდუმლოს გაამხელდა. პრემიერის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად, ბუნებრივი აირით მოწამლვა სახელდება. სხვა მრავალის ვერსიით კი, ამას მკვლელობას უწოდებენ.

წინა კვირის მიწურულს ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე გამოვიდა პოლიტიკური განცხადებით. თურმე, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ზურაბ ჟვანია ფიქრობდა იმაზე, რომ დაეტოვებინა სქართველო, რადგან ვერ ურიგდებოდა ქვეყანაში მოვლენების მსგავს განვითარებას. „ყველა ახლობელი დარწმუნებულია, რომ მისი სიკვდილი არ იყო უბედური შემთხვევა",- აღნიშნა მან.

ახლა ბევრი ელოდება, თუ რას განაცხადებს ზურაბ ნოღაიდელი. ამის შემდეგ ხომ არ გახდება ჟვანის საქმის ხელახლა გადახედვა საჭირო? თანაც ამ საქმეს სიძველის ვადის ამოწურვაც, ვერ შეეხება ჯერჯერობით.

ამ საქმესთან დაბრუნება შსს-ს ლიდერისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის, მორიგი დარტყმა იქნება. სწორედ ამ უწყების ლიდერთა რეფორმირებას გვთავაზობს „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის".

მერაბიშვილი ახლა ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ოპოზიცია კრიტიკით და სააკაშვილზე არანაკლები კომპრომატებით ესხმის თავს.

საქართველოსთვის საკმაოდ ბობოქარი 2008 წელი დასრულდა სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის გამოსვლით. მან მერაბიშვილი საკუთარი ერის წინააღმდეგ საიდუმლო შეთქმულებაში დაადანაშაულა: „შსს-ს ლიდერმა გასცა ბრძანება, რომ დემონსტრანტებისთვის ერტყათ თირკმელებსა და მუცელში, უკიდურეს შემთხვევაში - სახეში. თანაც იმასაც ამბობდა, რომ აქციის არც ერთი მონაწილე არ უნდა დარჩენილიყო დაუსჯელი, რათა მომავალში ჭკუა ესწავლათ".

ამას წინათ ქართულმა ამსმედიამ ივარაუდა, რომ ანტისაპრეზიდენტო განწყობილებების გამო, საქართველოს ხელისუფლება შეცვლის პოლიტიკურ სტრატეგიას და დათანხმდება სახელმწიფოს ლიდერის შეცვლას. თუმცა იმ პირობით, რომ სათავეში ისევ არსებული მმართველი გუნდი დარჩება. ქართველმა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ არ გამორიცხა, , რომ პრეზიდენტის პოსტისთვის ვანო მერაბიშვილმაც შეიძლება იბრძოლოს. „ამ პერსონას გააჩნია საკმარისი ადმნისტრაციული რესურსი იმისთვის, რომ არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვოს",- თვლის პოლიტოლოგი, როგორც გადმოსცემს Day.az

რა თქმა უნდა, ოპოზიცია შეეცდება ეს არ დაუშვას. ისინი აქამდეც ავრცელებდნენ ფაქტებს, რომლებიც ამ ძალოვანთა სინდისზეა: ჟვანიას გარდაცვალების მთავრობისთვის ხელსაყრელი ინტერპრეტაციის გარდა, ეს არის კიდევ „გაერთიანებული ქართული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რესპუბლიკელების დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემა და ა.შ....

2006 წელს ეს ფაქტები პირველად ოპოზიციონერთა მიერ გახმაურდა საპარლამენტო საათზე. თუმცა შსს-ს ლიდერი, ინიციატივის ხელში აღებით, სწრაფად გადაერთო მოპასუხის როლიდან, ბრალმდებლის როლზე. ოპოზიციას კი არაფერი დარჩა, გარდა იმისა, რომ დემონსტრატიული დუმილით დაეტოვებინა სხდომათა დარბაზი.

ახლა კი, საპარლამენტო ოპოზიციამ მოითხოვა 2007 წლის 7 ნომებრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის შემსწავლელი კომისიის შექმნა, ამ შემთხვევაში მთავარ ბრალდებულად ვანო მერაბიშვილი განიხილება.

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100