RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

საქართველოში აშშ-ს „საბაზო პასუხი“ სიმართლეს არ ჰგავს

05.02.2009  |  09:48

5/4/4/1544.jpegშეერთებულმა შტატებმა შეიძლება საქართველოში თავისი სამხედრო ბაზები შექმნას. ასეთი ნაბიჯი იგეგმება რუსეთის აფხაზეთში სამხედრო ყოფნის საპასუხოდ. თბილისში კარგად არ ესმით ამ ინფორმაციის არსი და თვლიან, რომ სახეზეა ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც გაჩნდა კვამლი ცეცხლის გარეშე.

„კვამლის" წყარო გახდა „დამოუკიდებელი გაზეთი". მან საინფორმაციო „კავკას-პრესზე" მითითებით დაწერა დღეს, 3 თებერვალს, რომ, მაღალ საფეხურზე მდგომი ქართული წყაროების მტკიცებით, თბილისი ვაშინგტონთან მოლაპარაკებაში შევიდა საქართველოს სპაორტო ქალაქებში, ფოთსა და მარნეულში, ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნის თაობაზე. მარნეული თბილისიდან 40 წუთის მანძილზე იმყოფება.

ვაშინგტონი, წერს შემდეგ გაზეთი, შეშფოთებულია რუსეთის გეგმით შექმნას სამხედრო ბაზები აფხაზეთში, შემაკავებელი ფაქტორი კი შეიძლება გახდეს „ანტიგეგმა".

ის ითვალისწინებს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნას. თბილისში ვარაუდობენ,რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო ყოფნაზე უარი შეიძლება იმ შემთხვევაში თქვას, თუკი მოსკოვი გადახედავს თავის გეგმებს აფხაზეთში. განიხილებოდა ასეთი მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა, თუკი დავუჯერებთ წყაროს, იანვრის ბოლოს საქართველოში ჩამოსული ამერიკის სახმელეთო ჯარის დელეგაციიის ვიზიტისას, რომელსაც გენერალი კარტერ ჰემომი მეთაურობდა.

ოფიციალურმა თბილისმა ამის შესახებ განაცხადა, რომ ამერიკის ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება და ამერიკული დელეგაციის საქართველოში ყოფნისას ეს საკითხი არ განხილულა. ასე განუცხადეს „ინტერფაქსს" საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროში.

მაგრამ თუკი დავუშვებთ, რომ საიდუმლო მოლაპარაკებებს მართლაც ჰქონდა ადგილი, ისინი აღტაცებას არც ქართველ და არც ამერიკელ მოსხლეობაში არ გამოიწვევს. მით უმეტეს რომ სტრატეგიული თანამშრომლობისქ ქარტიის ხელმოწერისას ამერიკელმა და ქართველმა მმართველმა ჩინოსნებმა დარწმუნებით განაცხადეს: ამერიკული სამხედრო ბაზები საქართველოში არ იქნება.

სენატორ-რესპუბლიკელი რიჩარდ ლუგარი მანამდე ცოტა ხნით ადრე რუს ჟურნალისტებს ესაუბრადა დაარწმუნა: ამერიკას ასეთი მიზანი არ აქვს.

ქართველი სპიკერი დავით ბაქრაძეც არწმუნებდა მოსახლეობას: ქარტიაში არაფერია ნათქვამი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკული ბაზების განთავსების შესახებ. ამერიკის სამხედრო ბაზები არ იქნება საქართველოში.

მოკლედ, მაშინვე ლეიბორისტებმა განაცხადეს, რომ თურმე სააკაშვილის მთავრობა „მზად არის ამერიკას დაუთმოს საქართველოს ტერიტორიის რამდენიმე ჰექტარი ქვეყანაში სამხედრო ბაზების განსათავსებლად 90 წლის ვადით და საარენდო ფასის გადახდის გარეშე".

ლეიბორისტების ეჭვები ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ქარტიაში მართლაც არ არის პუნქტი საქართველოში სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ. აი ამ დოკუმენტში დაფიწსირებული სამხედრო თანამშრომლობა კი ნამდვილად აშკარაა.

4 თებერვალს ბრიუსელში ჩატარდება საქართველო-ნატოს სხდომა, რომელიც აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიქმნა. ქართული დელეგაცია - მასში შედის სახელმწიფო მინისტრი ევროპასა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე, საგარეო საქმეთ მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე - გეგმავს შეხვედრას ნატოს გენერალურ მდივანთან იან დე ჰოოპ სჰეფერთან.

თუმცა ქართველი ექსპერტები პრაქტიკულად გამორიცხავენ მოლაპარაკებების წარმოებას ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსებაზე ამ ღონისძიებაზეც და შორეულ პერსპექტივებშიც.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ქართული ფონდის პრეზიდენტმა ალეწსანდრე რონდელმა ჟურნალთან საუბრისას მკაცრად თქვა:

„ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. არ არსებობს არანაირი წინაპირობა საქართველოში ამერიკული ბაზების განთავსებისა. ეს არ შედის ამერიკის და საქართველოს ინტერესებში. ალიანსის არც ერთ ქვეყანას არ გამოითქვამს თანხმობა ამ გადაწყვეტილებაზე. არა მხოლოდ საქართველო, არამედ ამერიკა და ევროპაც წინააღმდეგნი არიან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბაზების განთავსებაზე. თუმცა ეს არ იძლევა საბაბს, რომ ამერიკელებმაც იგივე მოიმოქმედონ საქართველოში".

საქართელოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამჟამად სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილიც თვლის, რომ ასეთი საკითხის განხილვის უმცირესი საფუძველიც კი არ არის. ერთ და მეორე ქვეყანასაც მოცემულ მომენტში აქვთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. ამასთანავე ჩვენმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ „რუსეთის სამხედრო გეგმები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეშფოთებას იწვევს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის პარტნიორ ქვეყნებშიც."

შეგახსენებთ, იანვრის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ორი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება - სახმელეთო და საზღვაო. მანამდე რუსეთის მთავრობა მოელაპარაკა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობასა და დისლოკაციაზე, თითოეულ ბაზაზე 3800 ადამიანი უნდა იყოს.

სწორედ ამ ფაქტით, როგორც ექსპერტი თვლის, არის განპირობებული ნატოს წარმომადგენელთა რეაქცია. მან იგულისხმა ალიანსის პრეს-სპიკერის ჯეიმს აპატურაის 31 იანვრის განცხადება იმის შესახებ, რომ მისი ორგანიზაცია რუსული ბაზების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსების წინააღმდეგია.

შემდეგ დღეს როიტერსთან ინტერვიუში ამერიკის სახელმწიფო მდივნის დამხმარემ მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა: რუსეთმა თავი უნდა შეიკავოს აფხაზეთში სამხედრო ბაზების შექმნისგან. სახმელეთო-საზღვაო ბაზებს განთავსება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „არის არასწორი მიმართულებით მოძრაობა".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100