RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მაკკეინი - სააკაშვილი - ობამა სისხლიანი აგვისტოს ფონზე

09.02.2009  |  10:04

5/7/7/1577.jpegმიუხედავად თეთრ სახლში ყარაულის ცვლილებაზე, ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობა სავარაუდოდ არ შეიცვლება: ის ძველებურად დარჩება ა.შ.შ-ს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და პოტენციურ მოკავშირედ ძალების გეოპოლიტიკურ განაწილებაში ახლო აღმოსავლეთში.

მაგრამ აი, დარჩება თუ არა ისეთივე თბილი და ცხელი ურთიერთობები ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილს შორის, როგორიც ეს სააკაშვილსა და ჯორჯ ბუშს შორის იყო? სავარაუდოდ არა. ყოველ შემთხვევაში, ობამამ არც თუ ისე სასიამოვნო შეფასება გაუკეთა მიხეილ სააკაშვილს, უწოდა რა მას პოლიტიკურად სუსტი ფიგურა.თან დაამატა: "ამიტომაც საქართველში იქნება ახალი პრეზიდენტი". თუმცაღა ეს იყო სექტემბერში, ჯერ კიდევ ობამას ა.შ.შ-ს პრეზიდენტობამდე. მაგრამ მიუხედავად ამისა საინტერესოა გავიგოთ რით არის გამოწვეული ობამას ასეთი დამოკიდებულება შეერთებული შტატების უერთგულესი მოკავშირისადმი. დავუბრუნდეთ გასული წლის აგვისტოს დასაწყისის მოვლენებს.

საქმეში ჩაუხედავებისათვის, ქართული სამხედროების შეჭრა მშვიდად მძინარე ცხინვალში 8 აგვისტოს ღამით, იყო როგორც ქუხილი ნათელ ცაზე. კი, სააკაშვილი გამუდმებით არყევდა ჰაერს, მაგრამ მის ქორისებრ რიტორიკას მიეჩვივნენ და ძალიანაც არ აქცევდნენ ყურადღებას. ყველა, რუსი სამხედროების გარდა.

აგვისტოს დასაწყისში, როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალთან, მობილიზებული იყო რუსეთის არმიის ძლიერი დაჯგუფება, რომელიც მზად იყო, ნებისმიერ წუთს გასულიყო ცხინვალისკენ. მან სულ ახლახანს, 2 აგვისტოს, სამხედრო მოქმედების დაწყებამდე კვირაზე უფრო ადრე, დაასრულა სწავლება "კავკაზ- 2008", რომელშიც სახმელეთო ჯარები, საჰაერო სადესანტო ჯარები, სამხედრო საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითი ჯარი და ფლოტი ამუშავებდნენ ურთიერთქმედებას, იმ შემთხვევისaთვის, თუკი ქართული ჯარები შეიჭრებოდნენ სამხრეთ ოსეთში. სწავლების დასრულების შემდეგ დამრტყმელი შენაერთები დარჩნენ უმაღლესი ხარისხის მზადყოფნაში.

მაგრამ რატომ აირჩია ცხინვალის შტურმისათვის სააკაშვილმა მაინც და მაინც 8 აგვისტო? მხოლოდ იმიტომ, რომ იმ დღეს პეკინში იხსნებოდა ოლიმპიური თამაშები და მთელი მსოფლიოს ყურადღება მიჯაჭვული იყო ამ მრავალფეროვანი მოვლენისკენ?

ეს გათვალისწინებულ იქნა, მაგრამ არა უმეტეს. ძირითადი დაყრდნობა კეთდება ბლიცკრიგზე. ამერიკელი სამხედრო მრჩეველები, რომელთაც შეიმუშავეს ოპერაცია "სუფთა მდელო", გათვალეს ყველაფერი, ერთის გარდა: წარმატებული ბლიცკრიგი შეუძლია განახორციელოს მხოლოდ კარგად ნაბრძოლმა არმიამ. ქართული სამხედროები არ იყვნენ ცუდად გაწვრთნილი ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ და იყვნენ შეიარღებული უკანასკნელი სტანდარტებით. თუმცაღა საფანტი არ უსუნთქავთ და ეს ომში მთავარია.

თბილისელი სტრატეგების ჩანაფიქრით, ცხინვალზე ელვისებური დარტყმის შემდეგ ქართული ტანკები ელვისებურადვე უნდა გამოსულიყვნენ როკის გვირაბის სამხრეთ პორტალისკენ და უნდა ჩაეკეტათ ის.

მაგრამ, როგორც ამბობენ გამართული მხოლოდ ფურცელზე იყო, დაავიწყდათ ხეობები. რუსეთის სამშვიდობეოებთან პირველივე შეტაკებაზე ქართული ნაწილები შეფერხდა. ხოლო რუსეთის ტანკები, რომლებიც კავკასიონის ქედის მეორე მხარეს მზადყოფნაში იდგნენ, დაუყოვნებლივ დაიძრნენ როკის გვირაბით ცხინვალის დასახმარებლად და 12 საათის შემდეგ შეიჭრნენ ქალაქში, უმალ, ერთი დარტყმით გამოაგდეს იქედან ქართული ჯარი.

ასე რომ, ზაფხულში წამოწყებული კამპანია კრახით დამთავრდა. ამასობაში ზამთარში, როკის გვირაბი, რომელიც აკავშირებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთს, რამდენიმე თვით წყვეტს ფუნქციონირებას: შესასვლელში და გასასვლელში ღრმა თოვლი გაუვალს ხდის გზებს, როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. ამ პირობებში სამხრეთ ოსეთი გახდებოდა მარტივი ნადავლი ქართული არმიისთვის.

მე კარგად ვიცი ეს ადგილები: ოდესღაც თბილისის უნივერსიტეტში სწავლისას, აქტიურად ვიყავი დაკავებული ტურიზმით და სამთო ალპინიზმით. მახსოვს, მარტში, ყაზბეგზე ზამთრის ასვლის შემდეგ, ვბრუნდებოდით თბილისში. იმისათვის, რომ რკინიგზით, არ შემოგვევლო დიდი გზით ბაქოს გავლით, გადავწყვიტეთ ფეხით გაგვევლო ჯვრის უღელტეხლი, ის, ისევე როგორც როკის გვირაბი,იმყოფება 2000 მ. სიმაღლეზე. ავტომობილებისათვის, მთელი ზამთრის განმავლობაში უღელტეხილის, ისევე როგორც ქართული-სამხედრო გზა დაკეტილია. გამოვედით შუა ღამით. დღისით უკვე ძალებმოკრეფილმა მზემ გაალღვო თოვლი, ვიღაცის მკვეთრ ხველასაც კი შეეძლო ზვავის გამოწვევა. როკ ის გვირაბი ჯერ კიდევ არ არსებობდა, ის მხოლოდ 1985 წელს ააშენეს.

3660 მეტრის სიგრძის გვირაბი, გაჭრილი 2 000 მეტრის სიმაღლეზე, გახდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი. მაგრამ მთავარი, მან მიიღო უაღრესად დიდი მნიშვნელობა ქართული ეკონომიკისათვის და მთელი ამიერ კავკასიისათვის, როგორც უმოკლესი გზა მათი რუსეთთან დასაკავშირებლად. მაგისტრალს ასევე დაარქვეს - ტრანსკავკასიური.

საქართველოს ოპერაცია რომ დაეწყო ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის არმია უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოახერხებდა სამხრეთ ოსეთის დახმარებას. ყველა ამბობდა იმას, რომ საქართველოს მხრიდან იგეგმება შეჭრა, ამიტომაც რუსული ტანკები მზადყოფნაში იდგნენ სამხრეთ პორტალთან და ელოდნენ ქართული აგრესიის დაწყებას.

8 აგვისტომდე, მდგომარეობა უკიდურესად იყო დაძაბული, სროლები არ შემწყდარა მთელი ზაფხულის განმავლობაში და ორივე მხარე ამაში ერთმანეთს ადანაშაულებდა.

საქართველოს რომ არ ნდომებოდა ომი, ის არ განახორციელებდა პრევენციულ დარტყმას, არამედ მიმართავდა მსოფლიო საზოგადოებას და მიაღწევდა ეუთოსგან, რომ მისი დამკვირვებლები ყოფილიყვნენ თითოეულ ქართულ სოფელში, რომლებიც მოსაზღვრე სიმაღლეებიდან რკალისებრი ერტყმის ცხინვალს, დიდი ლიახვის ხეობის გასწვრივ განლაგებულიყვნენ და დაეფიქსირებინათ, თუ ვინ გახსნა პირველად ცეცხლი. ამის მაგივრად სააკაშვილმა გასცა ბრაძანება გაეშალათ ჯარი, არტილერია და ტანკები ცხინვალის მისადგომებთან. დანარჩენი უკვე არა საათობრივად, წუთობრივადაც კი არის ცნობილი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100