RSS
на русском en in english
21.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

ობამა და სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესების ფონზე

11.02.2009  |  10:12

6/0/8/1608.jpegყურადღებით წავიკითხე ვალერი ქაჯაიას სტატია "ობამა- მაკკეინი - სააკაშვილი სისხლიანი აგვისტოს ფონზე" და მან ჩემში ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები გამოიწვია. ავტორისეული ვერსია ცხინვალში შეიარაღებული ქართული ჯარების შეჭრის მიზეზისა, ორიგინალობას არ არის მოკლებული, მაგრამ უდაო ვერაფრით იქნება.

გავიხსენოთ, რომ ნინო ბურჯანაძე რომელიც "ვარდების რევოლუციის" ტრიუმვირატში შედიოდა, ზურაბ ჟვანიას, ტრიუმვირატის მეორე წევრის გარდაცვალების შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილის მარჯვენა ხელი გახდა. გასული წლის აპრილში მოულოდნელად გადადგა სპიკერის პოსტიდან და მხოლოდ სააკაშვილის აგვისტოს ავნტიურის შემდეგ გახსნა კარტები ნინო ანზორის ასულმა: თურმე მათ შორის განხეთქილების მიზეზი, ოსეთის საკითხში აზრთა სხვადასხვაობა ყოფილა. მაშინ როდესაც სააკაშვილი ბრძოლისკენ ილტვოდა, ბურჯანაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო, პრობლემის საომარი გზით გადაწყვეტისა. ვიმეორებ, ეს მოხდა აპრილში, ა.შ.შ-ს რესპუბლიკური პარტიის ყრილობამდე, ნახევარი წლით ადრე.

ობიექტური მტკიცებულება იმისა რაც, ბურჯანაძემ თავის აგვისტოს შემდგომ აღიარებებში განაცხადა, ჩვენ არ გაგვაჩნია. არიან სხვებიც, მაგალითად, თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, ჯერ კიდევ ორი წლით ადრე მქუხარედ განაცხადა, რომ ახალ 2007 წელს ცხინვალში შეხვდებოდა. აშკარად არ ჰქონდა მხდეველობაში იმ ქალაქში სადაც დაიბადა, ძველ მეგობრებთან საზეიმო შეხვედრა. უფრო მეტიც, " ვარდების რევოლუციი" გამარჯვებიდამ ერთ წელიწადში პრეზიდენტმა სამხრეთ ოსეთის საზღვრებისკენ ჯარი გააგზავნა და მხოლოდ მაშინდემლა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ჟვანიამ შესძლო სისხლისღვრის თავიდან აცილება.

ასე რომ ა.შ.შ-ს რესპუბლიკური პარტიის "ხრიკები" მე ზედმეტად გაზვიადებულად მეჩვენება. რეალობასთან ალბათ ის უფრო ახლოსაა, რომ სააკაშვილი კარგი ტაქტიკოსია, მაგრამ ცუდი - სტრატეგი, უბრალოდ მან სწორად ვერ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები. მის მხურვალე თავს, კიდევ უფრო აქეზებდა ალბათ, ჯონ მაკკეინის და კონდოლიზა რაისის მორალური მხარდაჭერა. მაგრამ მხოლოდ მორალური. ღია კონფრონტაციაში შეასვლა რუსეთთან, საეჭვო დივიდენდების გამო ( ნუ რამდენ ხმას მოიპოვებდა კანდიდატი ა.შ.შ-ში ქართულ ომზე) - ასეთი რამ თავში არ მოუვიდოდა არც მაკკეინსა და არც რაისს ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი.

აი აქ კი, მთავარი კითხვა იბადება: ობამასთვის სააკაშვილის ამერიკანიზმს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს? მეორეს მხრივ კი, რა ბარაკმა ერთი სიტყვით მაინც, სადმე მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ანექსიერაბას"? პირიქით, ის რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებდა არა ნაკლები სიფიცხით, ვიდრე მაკკეინი. ა.შ.შ.-სა და საქართველოს თანამშრომლობის ქარტიაც, ობამას ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე ხელმოწერილი, მის ზურგს უკან ვერ შედგებოდა. ქარტია კი, გულისხმობს სამხრეთ კავკასიაში თავისი უერთგულესი მეკავშირის ყველაზე აქტიურ დახმარებას, როგორც ეკონომიკურ საკითხებში, ასევე სამხედრო აღმშენერბლობის დარგში.

აქ კი, ობამამ გვერძე გადადო უპატივისცემლობა, შეიძლება პირადი ანტიპატიაც კი, სააკაშვილის მიმართ: არჩვნები დასრულდა, დაივიწყეთ! ის ხომ ასე თავგამოდებით უჭერდა მაკკეინს მხარს. მერე რა? ხომ დაივიწყა ობამამ ის უსიამოვნო თავდასხმები, რომელიც მას თავს დაატეხა ჰილარი კლინტონმა წინასაარჩევნო პაექრობისას და მას შესთავაზე მნიშვნელობით მესამე პოსტი, ამერიკულ სამთავრობო იერარქიაში.

ასე, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტი, მიუხედავად მისი ფიცხი ქარიზმატულობისა, - საკმაოდ ცივი პრაგმატია და მისთვის სულერთია თუ ვის მხარეს გამოდიოდა სააკაშვილი არჩევნების დროს. მისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვის მხარეს იქნება დღეს სააკაშვილი: ამერიკის თუ რუსეთის. ამ საკითხში კი, სააკაშვილის პოზიცია ერთმნიშვნელოვანია. ის მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა დააკმაყოფილოს ამერიკის მთავარი ინტერესი საქართველოში: ნავთობის ტრასპორტირება აზერბაიჯანიდან დასავლეთისკენ, რუსეთის ტერიტორიების გვერდის ავლით. და რაღათქაუნდა საეჭვოა წინააღმდგი იყოს- საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსების - მითუმეტეს, რომ ასეთი აუცილებლობა გაჩნდა.

მაგრამ სააკაშვილს ამჟამად ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს საკუთარ ქვეყანაში, ამიტომაც იგივე ობამა ამჯობინებდა ამ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე უფრო გაწონასწორებული პოლიტიკოსი ეხილა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს თავის ქვეყანაში. შემთხვევითი არ იყო, რომ ობამას იანუგურაციაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი კი არ იყო მიწვეული, არამედ ოპოზიციის ერთერთი ლიდერი.

ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი (ასეთი კი მრავალია) საკუთარ თავს პრეზიდენტის პოსტისთვის ღირსეულად თვლის. არის კი გფამოსავალი ამ ცაკტილი სიტუაციიდან, რეალური კანდიდატის შერჩევასთან დაკაშირებით, რომელსაც მხარს დაუჭერენ ქვეყნის გავლენიანი პოლიტიკური ძალები ( და ქვეყნის გარეთაც) რომ აღარაფერი ვთქვათ ელექტორატზე? გავთამამდები და წინადადებით გამოვალ: ჩატარდეს პარიმერიზი.

რას წარმოადგენს ამ წუთისათვის ქართული ოპოზიცია? მასთან დაკავშირებული ძალთა გადანაწილება, ამერიკის დემოკრატიული პარტიის სიტუაციას მოგვაგონებს, უკანასკნელი წინასაარჩევნო კამპანიისას. მათ ყავდათ ერთი მოწინააღმდეგე - რესპუბლიკელები, საკუთარი რამოდენიმე კანდიდატიდან კი, პრეზიდენტის პოსტზე, ბოლოს და ბოლოს, დარჩნენ მხოლოდ ბარაკ ობამა და ჰილარი კლინტონი. უკანასკნელის შანსები დასაწყისში გაცილებით უპირატესი გახლდათ. თუმცა ნელნელა მულტმა გაუსწრო თეთრ ლედის და ჰილარი სასწრაფოდ გადავიდა გუშინდელი მეტოქის მხარეს, რისკენაც თანამოაზრეებსაც მოუწოდა. ყავდა რა ასეთი მხარდაჭერა, ობამამ გაიმარჯვა. წარმოვიდგინოთ ერთი წუთით ჰილარი კლინტონს თანამოაზრეებისათვის, რომ მოეწოდებინა არჩევნებში არ მიეღოთ მონაწილეობა? მაშინ ვინ გახდებოდა ა.შ.შ.-ს პრეზიდენტი?

დღეს დაქუცმაცებულ ოპოზიციას საქართველოში, მხოლოდ საერთო მოთხოვნა აერთიანებთ სააკაშვილის მიმართ - გადადგეს. და მერე რა? დავუშვათ, ყველა ლიდერთაგანი ღირსეულია გახდეს ქვეყნის მმართველი. მაგრამ ამის მიღწევა ხომ, მხოლოდ ძალისხმევის გაერთიანებით არის შესაძლებელი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100