RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რა მოიგო და რა წააგო რუსეთმა

12.02.2009  |  15:42

6/2/9/1629.jpegაგვისტოს ომის შემდეგ უკვე ნახევარი წელი გავიდა, მაგრამ ის კვლავ შეფასებებისა და დასკვნების ამოუწურავი თემაა. სრულებით განსხვავებულის - ხაზგასმით სუბიექტურიდან, აბსოლუტურ სიმართლეზე პრეტენდენტობის მქონემდე. დღევანდელი ჩვენი პუბლიკაცია არავითარ შემთხვევაში არ განეკუთვნება „პრეტენდენტულს". პირიქთ, სტატიის ავტორი, ცნობილი ჟურნალისტი ვალერი ქაჯაია, თავს არ გვახვევს თავის მოსაზრებას, მაგრამ მოჰყავს არგუმენტები, რომლებიც, როგორც ის თვლის, თავად მეტყველებენ საკუთარ თავზე. ხვალ ჩვენ გაგაცნობთ მისი ოპონენტის პოზიციას, რომელსაც საკუთარი არგუმენტები, ომის მიზეზების და მისი შედეგების თავისეული მოსაზრება აქვს.

ის, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ ამერიკამ თვალი დაადგა საქართველოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს რესპუბლიკა განსაკუთრებით განსხვავდებოდა დანარჩენი თოთხმეტისგან. ხელებდაკაპიწებულმა აშშ-მ მაშინვე დაიწყო მისი ხელში ჩაგდება, როგორც ვარშავის ხელშეკრულებაში შემავალი ქვეყნებისა, მითუმეტეს, რომ თავად ეს ქვეყნები ძალიან ისწრაფვოდნენ ბიძია სემის მფარველობაში ყოფნისკენ.

ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა მოასწრეს კიდეც ნატოში შესვლა, რისთვისაც ასე იბრძვის საქართველოც. ზუსტად ამ ბრძოლამ გამოიწვია ყველაზე მეტად, მასსა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობები და ბოლოს და ბოლოს, აგვისტოს ომის ერთ-ერთი მიზეზიც გახდა.

რუსულმა არმიამ მოიპოვა გამანადგურებელი გამარჯვება მაშინ, როდესაც რუსეთის პოლიტიკური ხელისუფლება ჩავარდა უკიდურესად მძიმე სიტუაციაში. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხში რუსეთი აღმოჩნდა აბსოლუტურ იზოლაციაში თავის დასავლელ და დსთ-ს პარტნიორებს შორისაც კი.

რატომაა ასეთი მიკერძოებულობა საქართველოსთან მიმართებაში, ვერ ვიგებ. ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ნატოში შესვლა საკმაოდ წყნარად მიიღეს, თუ არ ჩავთვლით დუმის და საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმაშფოთებელ რიტორიკას, თუმცა, ერთიც და მეორეც - იმაზე მეტი არაა, ვიდრე სტვენა და ჰაერის რხევა. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, რუსეთის უსაფრთხოებას ზუსტად ბალტიის ქვეყნების ჩრილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანებისგან ემუქრება საფრთხე: ზღარბისთვისაც კი მარტივი მისახვედრია, რომ ვილნიუსიდან, რიგიდან და მითუმეტეს, ტალინიდან პეტერბურგსა და მოსკოვამდე ერთი ხელის გაწვდენაა.

რაც შეეხება საქართველოს, სსრკ-ს დაშლის შემდეგ, სტრატეგიულ ურთიერთობებში მან რუსეთისთვის ყოველგვარი მნიშვნელობა დაკარგა. გასაგებია, საბჭოთა დროში საქართველო წარმოადგენდა მთელი სამხრეთ კავკასიის გასაღებს და წინა აზიაში გზის გამხსნელ პლაცდარმს. მაგრამ სამხრეთ კავკასია მოსწყდა რუსეთს და უახლოეს მომავალში ის მას, ვერაფრის ფასად ვერ დაიბრუნებს.

გამოირიცხა საქართველოს მეორე როლიც - როგორც ანტისარაკეტო ფარი, რომელიც იცავს სსრკ-ს ცენტრალურ რაიონებს ნატოს თურქეთისგან. თურქეთი, როგორც იყო, ისევე დარჩა რუსეთის პოტენციურ მოწინააღმდეგედ და მის ტერიტორიაზე არსებული აშშ-ს და ნატოს ბაზები უპირველეს ყოვლისა, ემუქრებიან სსრკ-ს სამართალმემკვიდრეს და არა ირანს ან ერაყს.

ღირდა ჩიტი ბდღვნად? რა მოვიპოვეთ და რა დავკარგეთ გამარჯვების მომტან პატარა ომში, პატარა საქართველოსთან?

დავკარგეთ ძალიან ბევრი, ეს მოგება ჩვენ უკვე გვახმოვანეთ და ძალიან სერიოზულადაც - როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ ჭრილში. რა მივიღეთ? ორი სადაო ტერიტორია, რომლებიც ძალიან ძვირი უჯდება რუსეთის ბიუჯეტს. არაა მიღწეული მთავარი მიზანი: სააკაშვილის რეჟიმის დამხობა და ვერ მოვახერხეთ ნატოსკენ საქართველოსათვის გზის გადაღობვაც.

თუკი, ჩვენ საქარველოდან წამოვიდოდით სარკოზის პაქტის ხელმოწერისთანავე, სააკაშვილის საქმე სავალალოდ იქნებოდა. ქართველები არ აპატიებდნენ მას, არც ომში დამარცხებას, არც მის მიერ გამოვლენილ უნიჭო შორსმჭვრეტელობას და სიმხდალეს. მაგრამ ჩვენ გადავამლაშეთ, მოკლედ უკიდურესობაში გადავვარდით და ახლა მთელი მსოფლიო ან ღიადაა ჩვენი მოწინააღმდეგე, ან ჩუმად, მაგრამ სიამოვნებით აკვირდებიან, რუსული დათვი როგორ მოუქნელად დაბაჯბაჯებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მხოლოდ რუსეთისა და ნიკარაგუის მიერ ცნობილ ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოში.

კი, ჩვენმა არმიამ დაანგრია საქართველოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ეს სულაც არაა მომაკვდინებელი, როდესაც მათ უკან აშშ და ევროკავშირია. ამერიკელებმა ამ ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე ქართული არმიის შექმნას 5 წელი და 5 მილიარდ დოლარზე მეტი მოანდომეს. ახლა მათ ევროპელებთან ერთად 4,5 მილიარდი დოლარი არგუნეს საქართველოს მის აღსადგენად. ყველაზე ბევრი, ორი წლის შემდეგ საქართველოს არმია ფეხზე დადგება და მთელი ინფრასტრუქტურა ადრინდელზე უკეთესად ამუშავდება. ამას დაემატება ამერიკელების იქ ყოფნა, რომელსაც ჩვენ ვერაფერს დავუპირისპირებთ. ამგვარი დიდი ფინანსური გავლენა, რა თქმა უნდა, გაამყარებს სააკაშვილის პოზიციას ან დიდ ბიძგს მისცემს ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

აშშ-სთვის საქართველო ინტერესის საგანს, ორი რამის გამო წარმოადგენს. პირველ რიგში, ძალინ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არა მხოლოდ მოეწყვიტა ის რუსეთისგან, არამედ სავარაუდო მომავლისთვის შეექმნა, ყოფილი უფროსი ძმის მტერი. რაც 100 პროცენტით გამოუვიდა.

მეორე: საქართველო ხდება ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორი ირანის საწინააღმდეგოდ. თურქეთმა უარი უთხრა თავისი აეროდრომების დათმობაზე ამერიკას, ერაყში ომის საწარმოებლად. ღმერთმა არ ქნას და ის რომ ცხელ კონფლიქტად გადაიქცეს, თურქეთი, როგორც ერაყის შემთხვევაში, ნაიტრალურ პოზიციას დაიკავებს. აი, მაშინ კი საჭირო იქნება კონფლიქტში საქართველოს მონაწილეობა.

მას აქვს ორი პირველი კლასის, მოდერნიზებული აეროდრომი - მარნეული და ვაზიანი. პირველის ნატოს სტანდარტებით მოდერნიზაცია თურქებმა მოახდინეს. ვაზიანში კი, რომელიც თბილისის გვერდითაა და ახლა არსებითად, მისი ქალაქგარე ტერიორიაა, იყო ამიერკავკასიის უმსხვილესი საბჭოთა სამხედრო ბაზა და აეროდრომი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100