RSS
на русском en in english
20.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მე მეხანძრეების მხარეს ვარ

13.02.2009  |  09:45

6/3/4/1634.jpegსტატიის „რა მოიგო და რა წააგო რუსეთმა" ავტორთან პოლემიკას მიუძღვება მწერალი და პუბლიცისტი ლეონიდ ჟუკოვიცკი.

მე არ ვიცნობ ვალერი ქაჯაიას, მაგრამ ვაფასებ და პატივს ვცემ მას როგორც ნიჭიერ და დამაჯერებელ ჟურნალისტს. მე ვეთანხმები მისი სტატიის საბოლოო დასკვნას: რუსეთმა აგვისტოს ომში იმაზე ბევრად მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. მაგრამ ვეთანხმები მხოოდ ერთ შემთხვევაში: თუკი ამ მოვლენებს არ შევხედავთ დიდი პოლიტიკური თამაშის მხრიდან.

მაგრამ ეს ხომ ერთადერთი აზრი არ არის.

მე არ ვარ სახელმწიფო კაცი და მე მიმიფურთხებია ყველა პოლიტიკური თამაშისთვის. რეალურ ცხოვრებაში ბევრი ადამიანი ღიად მიდის წაგებაზე, იმიტომ რომ, არსებობს საგნები, რომლებიც დღევანდელ რეზულტატებზე უფრო მნიშვნელოვანია. მაგალითად, ჟურნალისტი, ძალაუფლებიან ნაძირალასთან ბრძოლისას რისკავს თავისი თანამდებობით და თავისუფლებთაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ის ნებისმიერ სტატიაზე უფრო ძვირფასია. ქუჩის ჩხუბში, სუსტის დაცვისას, პატიოსანი პოლიციელი და შემთხვევითი გამვლელი დგანან დანის ჭრილობის საფრთხის წინაშე, ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე დებენ, თუმცა ეს უკანასკნელი უცხო ადამიანის გადარჩენაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ ადამიანები არც თუ ისე იშვიათად მიდიან ასეთ რისკზე, თუ არ გაუმართლებთ ასეთ დანაკარგებზეც კი.

მაგრამ წაგებაზე თამაში მხოლოდ თვითნებური არ არის - ხანდახან ის სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის.

როდესაც მშვიდე სართულზე მარტოხელა პენსიონერის ბინა იწვის, მოდის 3, ან სულაც 5 სახანძრო მანქანა. რამდენიმე ახალგაზრდა შრომისუნარიანი ყმაწვილი კი მიდის ცეცხლში, რათა გადაარჩინონ ერთადერთი მოხუცი, რომელიც, არ არის გამორიცხული, რომ თავისით გარდაიცვალოს ერთი კვირის შემდეგ. გამართლებულია კი დანაკარგი? გონივრულია რისკი? ხარჯი, თუნდაც მატერიალური, უეჭველია - და მოგება სად არის?

კი, რუსეთმა ბევრი რამ წააგო აგვისტოში. მაგრამ ქონდა კი რუსულ, სავსებით არაიდეალურ, მთავრობას სხვა გამოსავალი? სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებელთა 80 პროცენტს რუსული პასპორტი აქვს - ჯანდაბა მაგათ თავს, დაე დაიწვან, მათი გარაჩენის ხარჯები ზედმეტად ბევრი იქნება? მაგრამ ვის ჭირდება ხელისუფლება, რომელსაც საკუთარი მოქალაქეების დაცვა არ შეუძლია?

მე ჩვენი არსებული ხელისუფლების მიმართ უამრავი პრეტენზია მაქვს. მე არ მომწონს, რომ დღეს თითქმის ყველა ტელეარხი „გაზპრომს" ეკუთვნის, რომ ქვეყანაში ფაქტიურად ერთპარტიული სისტემა ბრუნდება, რომ ფასების აწევის ბედნიერი დრო არ გამოიყენეს ეკონომინის აშენებისთვის, რომ აუჩქარებელი სახელმწიფო მონოპოლიები, იმის მაგივრად რომ გზა დაუთმონ უფრო ეფექტურ კერძო ბიზნესს, ხელში იგდებენ ყველა ახალ დაწესებულებას. არ მომწონს, ბოლოს და ბოლოს, ის რომ ყოფილ თანამოძმეთა კეთილ ნაწილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები გვაქვს. მაგრამ აგვისტოს ომზე არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია - მოცემულ შემთხვევაში რუსულმა მთავრობამ უბრალოდ შეასრულა თავისი მოვალეობა, როგორც ამას მეხანძრეები აკეთებენ ცეცხლთან ბრძოლისას.

რაც შეეხება პოლიტიკურ იზოლაციას...

ამერიკა ერაყთან ომისას თითქმის იგივე პოლიტიკურ იზოლაციაში მოხვდა - მერე რა? ბუშმა გააკეთა ის, რაც აუცილებლად მიაჩნდა და მხოლოდ დრო გვიჩვენებს მართალი იყო ის, თუ არა. რომც არ ყოფილიყო მართალი, მის შეცდომას აზრი ჰქონდა: ერთი მხეცური რეჟიმით ნაკლები გახდა მსოფლიოში. ხოლო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას საერთოდ არ აქვს სერიოზული მნიშვნელობა - ამიერკვავკასიის ორ პატარა ერს ამითი არც დათბება და არც შეცივდება. ჩრდილო კვიპროსი ძალიან იტანჯება იმის გამო რომ ის მხოლო თურქეთმა სცნო? კვიპროსელი თურქები როგორც ცხოვრობდნენ, ისევე აგრძლებენ, ისევ ისე რგავენ ფორთოხლებს და მწყემსავენ ცხვრებს. რა, სოხუმის მანდარინს გემო გაუფუჭდება იმის გამო, რომ აფხაზეთი ლატვიამ არ აღიარა?

საერთოდ, პატარა ქვეყნები იშვიათად იღებენ მონაწილეობას დიდ პოლიტკურ თამაშებში: მათ მხოლოს ის სურთ , რომ მშვიდად იცხოვრონ ძლიერი მეზობლების ჩრდილში, იმის მცდელობით, რომ „ყოფილი ძმების" კონფლიქტის დროს არ გაიჭყლიტონ შუაში. ერთი ბეწო სამხრეთ ოსეთისთვის კი 5 მილიონიანი საქართველო, სამწუხაროდ, ასევე დიდი და საშიში „უფროსი ძმა" არის.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის ხელისუფლების მიზანი იყო საქართველოსთვის ნატოს გზის გადაჭრა ან სააკაშვილის გაგდება - ეს მიზნები არარეალურია, ხოლო სახელმწიფოების სათავეში, როგორც წესი, რომანტიკოსები კი არა პრაგმატიკოსები დგანან. თუმცა მეჩვენება, რომ გარკვეული პრაქტიკული მიზნები მიღწეულია. ათასობით სამხრეთ ოსი ცოცხალი გადარჩა - ნუთუ ეს ცოტაა?

ცხინვალზე პირველივე დარტყმიდან აშკარა იყო, რომ ეს ომი წამგებიანი იქნებოდა. ის ყველამ წააგო.

რატომ წააგო რუსეთმა გასაგებია: მოკლულია მისი ათეულობით მოქალაქე, საერთაშორისო საქმეებში ყველასთვის ზედმეტი დაძაბულობა გაჩნდა, ცხინვალის აღდგენაზე ბიუჯეტის თანხა მიდის.

რატომ წააგო საქართველომ, ესეც გასაგებია: ჯარი გატეხილი და დემორალიზებულია, კარგა ხნით იქნება ბრძოლის უუნარო, მის გაწვრთნაზე დახარჯულ მილიარდებს კი ვერ დაიბრუნებ. კონდოლიზა რაისი დაპირებები დღეს, ვაშინგტონში მთავრობის შეცვლის შემდეგ, იმაზე მეტი არ ღირს, ვიდრე თავდ კონდოლიზა რაისი, ხოლო ასეთი ხარჯიანი არმიის თავიდან შექმნა, ამერიკის ხარჯებითაც კი, უაზრობაა - ვისთან იომებს ის? ავტომონიები, თუნდაც ფორმალურად საქართველოს კუთვნილებაში მყოფები, სამუდამოდ დაკარგულია.

ამერიკამაც ხომ წააგო ეს ომი: მის პრესტიჟს სერიოზული დარტყმა მიაყენეს, რუსეთის მოკავშირეებმა დაინახეს და წლების წინ მიხვდნენ, რომ ამერიკა პატარა ქვეყნის გამო არ ჩაერევა პატარა ომშიც კი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100