RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რიგგარეშე გზავნილი, იმიტომ, რომ წინასაარჩევნოა?

17.02.2009  |  09:53

6/6/8/1668.jpegსაქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს, 13 თებერვალს რუსული და ქართული ინტერნეტ-გამოცემების მთავარი გმირი გახდა. პრალამენტისადმი მისი გუშინდელი მოხსენება „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ", რამდენიმე ქართული ტელეარხის მიერ გადაიცემოდა, დღეს კი რუსეთის ინტერნეტ-ქსელი აჭრელებულია ციტატებით.

ვიღაცის დილა ყავით იწყება, ვიღაცის - ჩაით, ბრიტანელებს უყვართ დილაადრიან „თაიმსის" ახალი ნომრის გადაფურცვლა, რუსული ინტერნეტ-ქსელის მკითხველები კი, უკვე დიდი ხანია პირველ რიგში სააკაშვილის გვარს აწყდებიან...

მისი გუშინდელი მოხსენების მკაცრი გამონათქვამები იწვევს არა განგაშს, არამედ ღიმილს: „რუსეთს სურს, აღადგინოს საბჭოთა კავშირი", „საქართველოს ერთიანობას ხელს უშლის დიდი და საშიში მტერი, რუსეთის სახით"... ამავე მოხსენებაში გაიჟღერა არათანმიმდევრულმა მსჯელობამ: "ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დავარეგულირებთ რუსეთთან ურთიერთობას".

რაც ყველაზე საინტერესოა, ქართულმა რადიოსადგურმა „კომერსანტმა" პარლამენტში სააკაშვილის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიტოლოგებს და ექსპერტებს სთხოვა, გაეკეთებინათ პროგნოზი - რას იტყვის სააკაშვილი?

ყველაზე გამჭრიახი აღმოჩნდა ეკონომიკური საკითხების ანალიტიკოსი სოსო ცისკარიშვილი:

„ის აუცილებლად გაამტყუნებს რუსეთს და ილაპარაკებს გლობალურ კრიზისზე. არაფერს ახალს და მნიშვნელოვანს არ იტყვის. საზოგადოება გაიგებს იმას, რასაც ისმენს მრავალი წლის მანძილზე".

თითქოს გულთმისანიაო... მართლაც, სააკაშვილმა ანტირუსული გამოხდომების პარალელურად, ძირითადი აქცენტები კრიზისის დაძლევაზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში გაიზარდა უმუშევართა რიცხვი, მაგრამ რუსეთში გაცილებით უარესი მდგომარეობაა. ამასთანავე, პრეზიდენტის სიტყვებით, საქართველოს აპირებს 2009 წელს, მიაღწიოს საერთო შიდა პროდუქტის ზრდას. ის, როგორც ყოველთვის, დაპირდა ყველას პენსიების, დახმარებების გაზრდას და მოქალაქეთა დაზღვევას სახელმწიფოს ხარჯზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისზე მთავრობის პასუხი იქნება ის, რომ გაუმჯობესდება ბიზნეს-გარემო და ეკონომიკური სიტუაცია. ამისთვის, სახელმწიფოს გადაწყვეტილი აქვს გამოყოს 1,3 მილიარდი დოლარი, მითუმეტეს, რომ დასავლეთი შეპირდა მას 4,5 მილიარდ კრედიტს. ასე რომ, ფული იქნება.

ამჯერად, სამწლიანი შესვენების შემდეგ, პრეზიდენტის მოხსენების საპარლამენტო განხილვაც შედგა.ოპოზიციური ფრაქციისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებმა შეახსენეს მას ქვეყნის ხელისუფლების იმ ჩავარდნებზე, რომლის შესახებაც დაუღალავად საუბრობს ოპოზიცია.

„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა, პრეზიდენტის სიტყვის შეფასებისას აღნიშნა, რომ ერთი-ორი უმნიშვნელო სოციალური ინიციატივის გარდა, ახალი არაფერი მოუსმენია.

დებატებში გაჟღერებული ბრალდებების ნუსხა ასეთია.

უმუშევრობის მაღალი დონე და ფაქტებთან შეუსაბამო სატატისტიკური მონაცემები. ქვეყანაში სოციალური სამსახურების არარსებობა, რომელიც დაკავდებოდა მოსახლეობის დასაქმებით. უმუშევარობის დახმარების არარსებობა. გახმაურებული მკვლელობების მიჩუმათება და გამოუძიებლობა. 7 ნოემბრის მოვლენები. ტელეკომპანია „იმედის" დარბევა. მასმედიაზე დაუშვებელი და აშკარა ზეწოლა.

და, რაღა თქმა უნდა, აგვისტოს ომი.

ამაზე და კიდევ სხვა საკითხებზე საუბრობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები: გიორგი თარგამაძე, გიორგი თორთლაძე, გიორგი ახვლედიანი.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა გიორგი გაბაშვილმა და პეტრე ცისკარიშვილმა გააკრიტიკეს ოპოზიცია და დაიცვეს მთავრობა. თითქოს და ზუსტად ეს გუნდი იმიტომ მოვიდა ხელისუფლებაში, რომ რეალურად აკეთოს საქმე და შემთხვევით არ გამოუცხადებია დევიზად „საქმე ლაპარაკის ნაცვლად!" და არა „ლაპარაკი საქმის ნაცვლად!", როგორც ამას ამტკიცებს ოპოზიცია.

შემდეგ დადგა ჯერი, რომ პრეზიდენტს გაეცა პასუხი დასმულ შეკითხვებსა და კრიტიკაზე. მაგრამ მან 5 წუთიანი შესვენება მოითხოვა. იმისათვის, რომ მოეთათბირებინა მთავრობის წევრებთან, - თითქოს და ( ანუ მისი სიტყვებიდან გამომიდინარე, ვითომც და ის), არ არის შეჩვეული, გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებას.

გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ დებატები მას მოეწონა. მეტიც, ეს იყო საუკეთესო და მაღალხარისხიანი დებატები, რომლებიც ოდესმე გამართულა პარლამენტში.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ სულაც არ უფქრია, თავი მოეწონებინა ოპოზიციისთვის, ეტრაბახა მიღწევებით და სასიკეთო ინიციატივებით.

„როგორც ნებისმიერი პასუხისმგებელი ლიდერი, მე შევეცადე, ვყოფილიყავი რეალისტი და მეთქვა ხალხისთვის სიმართლე", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ ახლახან გაჟღერებულ კრიტიკაში იყო მრავალი ინიციატივა, რომელსაც ის ეთანხმება და მზადაა განიხილოს, თუ იქნება კონკრეტული წინადადებები, მათ შორის წამლებსა და საწვავზე ფასების დაკლების შესახებაც, რაც, როგორც აღმიშნა და ამაში მართალია ოპოზიცია! - საგრძნობლად გაძვირდა.

სხვა რამეში ტყუის ოპოზიცია. პრეზიდენტმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ხდება ზეწოლა სასამართლოზე. მას შემდეგ, რაც მან დაიკავა უმაღლესი სახელწიფო პოსტი, იგი არასოდეს ჩარეულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში, თუმცა მისი წინამორბედი ამ ხერხს აქტიურად იყენებდა. იგი არ ჩარეულა, ასევე, სასამართლო სისტემის მუშაობაშიც, თუმცა მისი რეფორმა სწორედ მან დაიწყო.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100