RSS
на русском en in english
21.09.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

რუსებისთვის „ბორჯომი“ შეიძლება „გამოილიოს“

18.02.2009  |  10:10

6/9/6/1696.jpegვიდრე რუსეთის მომხმარებელთა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გენადი ონიშჩენკო ქართული მინერალური წყლის სიყვარულსა და დაკისრებულ ვალდებულებებს შორის არჩევანს გააკეთებს, საქართველოში ბორჯომის წყარო შეიძლება ახალი მფლობელის ხელში გადავიდეს. ამ დღეებში შესაბამის ლიცენზიაზე აუქციონი გამოცხადდება. „საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიასთან" ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. ამას გარდა, შესაძლებელია, თავად ჰოლდინგშიც მფლობელი შეიცვალოს.

როგორც RIA Novosti გადმოსცემს, 11 თებერვალს გენადი ონიშჩენკომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ არ არის რუსეთში „ბორჯომის" მიწოდების წინააღმდეგი. თუკი წყალი სანიტარული ნორმების შესაბამისი იქნება, მაგრამ, მისი სიტყვებით, მწარმოებლები არ სთავაზონენ მას საკუთარ პროდუქციას გამოსაკვლევად, გაყიდვის ნებართვის მოპოვების მიზნით. „რაც შეეხება წყალს, მე კვლავ ვაცხადებ, რომ „ბორჯომის" დაკარგვაზე მე ვწუხვარ და თუ ჩვენ „გავხსნით" საქართველოს, დავიწყებთ „ბორჯომით", სპირტიანი სასმელების მიმართ ჩემი კლასობრივი აუტანლობის გათვალისწინებით", - ღიმილით განმარტა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.

რუსეთის ფედერაციაში ქართული მინერალური წყალი ღვინოებთან ერთად 2006 წელს აკრძალეს. თუმცა თუკი ალკოჰოლურ პროდუქციაში აღმოჩენილი იქნა მძიმე მეტალები და პესტიციდები, „ბორჯომის" მიმართ პრეტენზიები მხოლოდ პროდუქციის გაყალბებისგან არასაკმარისად დაცულობა იყო. ეს უკანასკნელი სკმარისზე მეტია რუსეთში.

რაც შეეხება ღვინოს, ონიშჩენკომ განაცხადა, რომ კონკრეტული მწარმოებლებისგან და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მიღებული აქვს რუსეთის მომხმარებელთა ზედამხედველობის სამსახურისთვის გამოგზავნილი წერილები და პროდუქციის ნიმუშები. „ჩვენ ახლა მათ მოვუმზადეთ პასუხი, რომ პრინციპში ეს თემა დახურული არაა და გარკვეული პირობებით, მზად ვართ განვიხილოთ ის", - აღნიშნა მან. ქართულმა მედიის საშუალებებმა ონიშჩენკოს სიტყვები აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ თარგმნეს. ვითომც და მან უკვე გაუგზავნა წერილი ქართველ ღვინის მწარმოებლებს. მაგალითად, „ბიზნეს-საქართველო", რომელმაც მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ დაედასტურებინა ეს ფაქტი, გაურკვევლობაში აღმოჩნდა, რის შესახებაც დაწერა: „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა წერილი გაუგზავნა ქართველ ღვინის მწარმოებლებს". თუმცა რუსეთის მომხმარებელთა ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი საუბრობდა საპირისპირო მიმართულების წერილებზე.

იგივე გამოცემის მიერ უცნაურად და ხაზგასმული უნდობლობით იქნა აღქმული ონიშჩენკოს ფრაზები „ბორჯომის" თაობაზე. „ეს (რუსეთში წყლის დაბრუნება) რთული დასაჯერებელია, ვინაიდან რუსული მხარის მიერ ბოლო წლებში არცერთი დაპირება არ შესრულებულა", - კომენტარს აკეთებს „ბიზნეს საქართველო". მართალია, ჯერჯერობით არც ქართველ მეწარმეებს გაუკეთებიათ რამე მინერალური წყლის პოპოულარული მარკის, გაყალბებისგან დასაცავად.

ნახავენ რუსები უახლოეს მომავალში „ბორჯომს" დახლებზე? ვშიშობ, რომ ვერა.

როგორც ცნობილია, ბორჯომის ხეობაში, სადაც ცნობილი წყაროებია, ახლახანს ჩაეშვა ექსპლუატაციაში ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენი. მინისა და მინერალური წყლების კომპანია Georgian Glass and Mineral Water Company (GG&MW),რომელიც „ბორჯომის"ჩამოსხმის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, ყოველთვის გამოდიოდა დაცულ ტერიტორიებზე ნავთობსადენის მშენებლობის წინააღმდეგ. „ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის ნავთობსადენის ამუშავების შემდეგ ნავთობის უმცირესი გაჟონვაც კი, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ მინერალურმა წყალმა დაკარგოს თავისი მიმზიდველობა", - აღნიშნა პორტალმა „აკვაექსპერტმა". დავუმატებთ, რომ მსგავს რამეს რუსეთის სამომხმარებლო ზედამხედველობის სამსახურისგან სავარაუდოდ ძალიან ბევრი აკრძალვა და არასასურველი შედეგები მოჰყვება.

12 თებერვალს პორტალ „ბიზნეს საქართველოსთვის" ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში, 25 წლის განმავლობაში მინერალური წყლის მოპოვების ლიცენზიის გასაყიდად, აუქციონი გამოცხადდება . GGMW-თან ხელშეკრულების ვადა 2007 წელს ამოიწურა, შემდეგ კი მისი მოქმედება ყოველ 6 თვეში გრძელდებოდა. საქართველოს ხელისუფლებას შეიძლება ორი მიზეზით არ გაეგრძელებინა ვადა: ერთი, საბიუჯეტო სახსრების მწვავე უკმარისობა და მეორე, ნავთობსადენის მშენებლობის მიმართ GG&MW-ის მფლობელების, ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოზიციის გამოისობით. ამ უკანასკნელს, სწორედაც, რომ ჰქონდა ადგილი.

როგორც ქართული მასმედია გვატყობინებს, სწორედ ამის გამო, სცადა კიდეც ქართულმა ხელისუფლებამ კომპანიის მფლობელის შეცვლა. ერთ-ერთი მათგანი იყო ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი. მისი გარდაცვალების შემდეგ, აქციები გადავიდა მისი ქვრივის, ინა გუდავაძის ხელში. ფასიანი ქაღალდების 50% კომპანია „სელფორდ ჯორჯიას" საკუთრებაში რჩება. გაზეთ „მთელ კვირასთან" ინტერვიუში მისმა ხელმძღვანელმა ირაკლი რუხაძემ სენსაციური განცხადება გააკეთა, რომლის ციტირებასაც ახდენს „Kommersant.ge". თითქოსდა, თბილისის მერმა გიგი უგულავამ და თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა მოითხოვეს მისგან და ინა გუდავაძისგან, რომ „ბორჯომის" მომპოვებელი კომპანია, გადაეცათ ცნობილი ჰოლდინგ კომპანიის „ვიმმ-ბილ-დან"-ის მმართველისთვის, დავით იაკობაშვილისთვის.

ამ სიტუაციაში, როდესაც თავად ბორჯომის წყაროსა და ასევე მომპოვებელ- ჩამომსხმელი კომპანიის მომავალი ასე ბუნდოვანია, ბევრისთვის საყვარელი სამკურნალო წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე საუბარი, ალბათ ნაადრევია.

სვეტლანა ბოლოტნიკოვა.

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100