RSS
на русском en in english
24.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

სამი ლარი ნაციის ჯანმრთელობისთვის

18.02.2009  |  10:39

6/9/7/1697.jpegპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტს, თავისი ამასწინანდელი გამოსვლისას ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი სისტემა შესთავაზა. მართალია, ამ ინიციატივამ ორი თვით დაიგვიანა, რადგან წლის დასაწყისიდან თითქმის ყველა კატეგორიის მოქალაქის უფასო მომსახურება გაუქმდა. წუხან როგორც ავადმყოფები, ისე ექიმები.

„საქართველოში დაზღვევის ორი სისტემაა: ძვირი და იაფი" - მიხეილ სააკაშვილის ციტირებას ახდენენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. პირველი ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდრებისათვის, მეორე - მათთვის, ვინც სიღარიბის ზღვარს მიღმაა.ქართველების უმრავლესობა ამ სისტემების გარეშე დარჩა. ახალი წლიდან კი, დაავიწყდა დაემატებინა სააკაშვილს, ღარიბ მოსახლეობასაც აღარ აქვს შეღავათები.

იმისათვის რომ დაუბრუნდეს მედიცინა საზოგადოებას, პრეზიდენტმა შესთავაზა, სამედიცინო დაზღვევის პროგრამა წარიმართოს ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების პაკეტს 1,75 ლარად იყიდის. ამ შესატანს კი, სახელმწიფო 3,25 ლარს დაუმატებს.

უკვე გაჩნდა სადაზღვევო კომპანიების პირველი გამოხმაურება პრეზიდენტის წინადადებაზე. როგორც ინტერნეტ-გამოცემა „ბიზნეს საქართველო" აცხადებს, „GPI ჰოლდინგის" წარმომადგენლები რეალისტურად მიიჩნევენ 5-ლარიანი დაზღვევის შემოღებას, თუმცა დაწვრილებით პროგრამას ჯერ არ გასცნობიან. „ალდაგი BCI"-ში განაცხადეს, რომ ამ პროექტზე მუშაობა მთავრობასთან თანამშრომლობით დაიწყეს. „სახალხო დაზღვევის" გენერალურმა დირექტორმა გიზო ცაგარეიშვილმა აღნიშნა, რომ 8 ათას ლარიან პაკეტში არ შედის სტომატოლოგიური მომსახურეობა და ვერ შეძლებს ყველა პრობლემის გადაწყვეტას.

ჯანმრთელობის სადაზღვევო სისტემაში სახელმწიფოს თანამონაწილეობის აუცილებლობის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში გაიძახოდნენ პროფკავშირები, დეპუტატები, არასაპარლამენტო პოლიტიკოსები. უფასო სამედიცინო მომსახურების გაუქმებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სოციალური აფეთქება. ინფექციური და ონკოლოგიური საავადმყოფოს პაციენტები და ბავშვებიც კი იძულებულები არიან, შეიძინონ პოლისები. ამას გარდა, სადაზღვევო კომპანიები, ალბათ კრიზისის გამო, აყოვნებენ სამედიცინო დაწესებულებებისთვის თანხების გადარიცხვას. მაგალითად, იანვარში პოლიკლინიკებმა კომპანია „ირაოს" დავალიანების გამო უარი თქვეს ზოგიერთი პაციენტის მომსახურეობაზე. ეს კომპანია ლეიბორისტულმა პარტიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 140 მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა (დაახლოებით 90 მილიონი დოლარი), რომელიც განკუთვნილი იყო ღარიბი მოსახლეობისთვის.სხვათა შორის, „ირაოს"ხელმძღვანელობს მიხეილ სააკაშვილის ძმა.ბათუმის კლინიკამ „ალდაგი ВСI" და „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას" კლიენტებს კარი მიუხურა, ასევე კომპანიების დავალიანების გამო.თუმცა, სდაზღვევო მომსახურებით, როგორც ყოველკვირეული გაზეთ „კვირის პალიტრას" გამოკითხვიდან ჩანს, რესპოდენტების მხოლოდ 10,8% სარგებლობს.

თებერვლის დასაწყისში საქართველოს პროფკავშირმა მიტინგი გამართა სოციალური გარანტიების გაფართოების, მათ შორის, უფასო სამედიცინო მომსახურების აღდგენის მოთხოვნით. როგორც გაზეთ „რეზონანსთან" საუბრისას მედიკოსთა პროფკავშირის წარმომადგენელმა არჩილ ჯაყელმა აღნიშნა, ჯანდაცვის რეფრმამ სავალალო რეზულტატამდე მიგვიყვანა:"პოლიკლინიკის მედპერსონალი მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ამ პირობებში საკუთარი თავის რჩენა შეუძლებელია". მისი თქმით, არ იციან რა ქნან სასწრაფო დახმარების ცენტრებმაც, როდესაც პაციენტებს არა აქვთ არც დაზღვევა და არც ფული.

რადიო „კომერსანტის" საიტმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომლებმაც აჩვენეს, რომ ქართველების უმეტესობა უკმაყოფილოა სამედიცინო მომსახურების სისტემით. განსაცვიფრებელია ასეთი შეფასება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ პირველადი ჯანდაცვის მოდერნიზაციისთვის 2003 წლიდან 2008 წლამდე საქართველოში ფულის მდინარეები მოედინებოდა.

უცხოეთიდან წამოსული გრანტების პარალელურად, სამედიცინო სფეროს რეფორმებმა „შეისრუტეს" საქართველოს ბიუჯეტისა და შიდა ინვესტიციების საკმაოდ დიდი წილი. კერძო კლინიკების მშენებლობის სტიმულირება ხდებოდა შეღავათიანი იჯარით და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების იაფი პრივატიზაციით. 2010 წლისთვის ჯანდაცვის მთელი სისტემა , ჯანდაცვის და ეკონომიკური განვითარების სამინისტროების გეგმით, უნდა გადასულიყო კერძო მფლობელობაში.

ამავდროულად, 2006 წელს დაიწყო „პირველადი ჯანდაცვის უფასო პროგრამა". საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვლადიმერ ჭიპაშვილმა, როგორც REGNUM აცხადებს, პირობა დადო: „უახლოეს მომავალში პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა მაცხოვრებელს - დამოუკიდებლად მათი ფინანსური შესაძლებლობისა". ელოდნენ, რომ პოლიკლინიკებში მკურნალობა 2008 წლიდან აბსოლუტურად უფასო გახდებოდა.

მაგრამ, აი, მოვიდა 2009 წელი და ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ჯანდაცვის სფეროში სოციალური ვალდებულებებისაგან სრულიად გათავისუფლებულიყო. ქართველებმა საერთოდ დაკარგეს უფლება უფასო სამედიცინო დახმარებაზე. სამედიცინო დარგში პრეზიდენტის ნოვაციებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ სათავეში მყოფი მმართველები შორს არიან ხალხის გასაჭირისაგან და არ უსმენენ მათ მოთხოვნებს.

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100