RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„სანიტარული კორდონი„ საქართველოს გარშემო?

19.02.2009  |  10:11

7/1/2/1712.jpegქართველებს ამ კვირაში განწყობა გაუფუჭა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მეგობარი უკრაინა და თურქეთიც კი, კეტავენ მისთვის საზღვრებს. თითქოს და კარგმა სიახლემ,გუშინ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით დაწყებულმა კონსულტაციებმა, ისინი იმედგაცრუებისგან ვერ დაიხსნა. რატომ?

გასული კვირის ბოლოს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განიხილონ საქართველოსთან და მოლდოვასთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობა. მიზეზი? ქართველი მოქალაქეებისგან შემდგარი, დანაშაულებრივი დაჯგუფებები ბინების ქურდობით არიან დაკავებულნი. ხოლო მოლდავეთიდან გადმოსულები კი, იყენებენ უკრაინის ტერიტორიას, პოლონეთსა და სლოვაკეთში შესაღწევად.

მეორე დღესვე, თურქეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გადახედვის სურვილი გამოთქვა. 1 მარტიდან ის ამკაცრებს ფეხით მოსიარულეთა საზღვარზე გადასვლისა და ქვეყანაში შეშვების რეჟიმს. ოფიციალური ვერსიით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ანკარის სურვილით, რომელიც მთლიანობაში გადახედავს თავის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტების რეჟიმს ფეხით მოსიარულეთათვის

ოფიციალურმა თბილისმა მაქსიმალურ ძალისხმევას მოუხმო სიტუაციის შესაცვლელად. უკრაინასთან მოლაპარაკება, თითქოს მოხერხდა. „ინტერფაქს-უკრაინას"ინფორმაციით,16 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ადგილობრივი საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ვასილი კირილიჩმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმს არ შემოიღებენ. თურქეთი ჯერჯერობით დუმს. თუმცა როგორც nregion იტყობინება, თურქული მხარის მონაცემების მიხედვით, საქართველო, აზერბაიჯანთან ერთად - იმ ქვეყანათა რიგშია, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ხშირად ცდილობენ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

მაგრამ ქართველმა დიპლომატებმა რომც შეძლონ, შეინარჩუნონ უვიზო რეჟიმი უკრაინასთან და გამარტივებული - თურქეთთან, ქვეყნის იმიჯს მაინც, კიდევ ერთხელ საგრძნობი დარტყმა მიადგა. ზედაპირზე ამოტივტივდა პრობლემა, რომლის შესახებაც თბილისში სამზარეულოებში საუბრობენ: ქართული პასპორტებით არსად არ გელიან.

საქმე იმაშია, რომ საზღვარგარეთ გარკვეული მოსაზრება ჩამოყალიბდა: ამ მზიანი რესპუბლიკის მრავალ მოქალაქეს არ სურს, ყოველდღიური შრომით მოიპოვოს, პური არსობისას. რა თქმა უნდა, არავინ ადანაშაულებს ქართველებს კრიმინალისადმი გენეტიკურ მიდრეკილებაში. ღმერთმა დაგვიფაროს! საქართველოში დაბადებული გამოჩენილი მსახიობები, მუსიკოსები, რეჟისორები, ბიზნესმენები - მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სიამაყე და დიდებაა. კრიმინალური სიახლეები, არა მხოლოდ რუსეთში, აჭრელებულია მორიგი დაკავებული კანონიერი ქურდის კეთილხმოვანი გვარით, რომელიც „ძე"-ზე ან „შვილ" -ზე მთავრდება.

იტყვიან, რომ რუსეთს „განსაკუთრებული გრძნობები" აქვს ჭირვეული საქართველოს მიმართ. ის ერთადერთია პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელმაც 2001 წელს შემოიღო მასთან სავიზო რეჟიმი. აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქვეყნებს შორის დიპ.ურთიერთობები კი, საერთოდაც გაწყდა.

მაგრამ, გამოდის, რომ საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნებიც არ ჩქარობენ ფართოდ გაუღონ კარი მის მოქალაქეებს. თურქეთი წუხს, რომ ისევე როგორც 90-იან წლებში ის წალეკეს პროსტიტუტებმა მეზობელი ქვეყნიდან. ჩემმა ნაცნობმა, რომელიც სხვათაშორის ყალბი დოკუმენტებით საფრანგეთშია ემიგრირებული, მითხრა , რომ კარგად შოულობს თარგმანით - პარიზის პოლიცია ქირაობს მას, რომ მშობლიურ ენაზე დაელაპარაკოს კანონდამრღვევ ქართველებს. საბერძნეთში ქართველი „გასტარბაიტერებისთვის" სამსახურის შოვნა - დღეს პრობლემაა. მათ ნიჭზე, თავი აარიდონ სამსახურს და ამის მაგივრად სწრაფად „წამოავლონ ხელი და მიითვისონ ყველაფერი, რაც ცუდად დევს", აქ უკვე ლეგენდები დადის.

ამის ახსნა შესაძლებელია. უსასრულო სოცილაურმა და პოლიტიკურმა კატაკლიზმებმა აიძულა საქართველოს მრავალი მოქალაქე, დაეტოვებინა მშობლიური კერა და დაეპყროთ ახლო და შორეული საზღვარგარეთი. მხოლოდ გავიხსენებთ, რომ ამ მზიანი რესპუბლიკიდან წამოსულების ერთ-ერთი გამოკვეთილი ნაცილონალურ თვისება, რომლის მაცხოვრებლებიც გასულ საუკუნეში ბედის ნებიერებად გრძნობდნენ თავს, არის თვითნებობა. ამის შესახებ, სხვათა შორის, წერს გამოჩენილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე, როდესაც ამირანის შესახებ ძველი ქართული მითის ანალიზს აკეთებს. ამავე დასკვნამდე მიდის ცნობილი ეთნოკულტუროლოგი გაგა ნიჟარაძე. თავის სტატიაში „ჩვენ ქართველები", რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალ „ხალხთა მეგობრობაში", იგი წერს: „ერთ-ერთი გამორჩეული ნაციონალური შტრიხია - თავნებობა. თავნებობა, საერთო ქცევის ნორმებზე საკუთარი სურვილების უპირატესობა და აქედან გამომდინარე, კანომებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება - ქართული ხასიათის ძალიან მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებაა. თვითნებობა - ქართული კულტურის რეალური და მნიშვნელოვანი ფასეულობაა, ამიტომაც განსაკუთრებით „თავნება" პიროვნებები ქართულ მასობრივ ცნობიერებაში, აშკაერად სარგებლობენ მოწიწებით".

მაგრამ, დრო იცვლება და მრავალი წლის განმავლობაში მომხიბვლელი ქართული თავნებობა ახლა ცოტას ვინმეს თუ მოსწონს. საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის - პატარა პრობლემა არ არის.

ამასწინათ, ჩემმა ერთმა მეგობარმა თბილისიდან დამირეკა და მთხოვა გამერკვია - შეიძლება თუ არ მონღოლეთის მოქალაქეობის მიღება, თუკი იქ დაიბადე? ჩემს გაოგნებულ კითხვაზე - „რატომ?", - ასეთი განმარტება მოვისმინე: მინდა სამუშაოდ წავიდე ევროპაში. მოსამსახურეებს იქ კარგად უხდიან. მაგრამ ქართული პასპორტით წასვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია. ევროპული ქვეყნების საელჩოები არ ახმაურებენ, მაგრამ ვიზებს არ იძლევიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100