RSS
на русском en in english
18.10.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

მანიპულატორები სხვისი ბედით თამაშობენ

24.02.2009  |  10:05

7/5/1/1751.jpegრუსულმა "ვედომოსტი"-იმ ცნობილი ამერიკელი ფინანსისტისა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერადი რევოლიუციების სპონსორის ჯორჯ სოროსის, სამი სტატიისგან შემდგარი ციკლი გამოაქვეყნა. მეორე სტატიამ - "გეოპოლიტიკის ალტერნატივა: რუსეთის პრობლემა"- აიძულა საქართველოსა და რუსეთის ექსპერტები, ანალიტიკოსები და ჟურნალისტები კალმები მოემარჯვებინათ.

თავის სტატიაში ამერიკელი "ფილანტროპი" გამოთქვამს შეშფოთებას რუსეთის "გეოპოლიტიკური უპირატესობის" გამო და ევროპას სთავაზობს "გაანეიტრალონ" ეს უპირატესობები ერთიანი პოლიტიკის მეშვეობით. რუსეთის "ნეიტრალიზაციის" პროგრამის კონტექსტში ავტორმა უყურადღებოდ არც საქართველო დატოვა:"აუცილებელია დავეხმაროთ საქართველოს, აღიდგინოს ძალები, რუსეთის შეჭრით გამოწვეული შედეგებისგან..." მართალია, სოროსი ამ შემთხვევაში ერთ გადახვევას აკეთებს:"მაგრამ, დახმარების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე თუ სააკაშვილის რეჟიმის მიერ, როგორ იქნება დაცული ღია საზოგადოების პრინციპები".

სიტყვები დახმარების შესახებ თბილისში სულზე მალამოსავით მოეფინათ. გადახვევას კი, უბრალოდ იგნორირება გაუკეთეს. ქართულმა რადიოსადგურმა "კომერსანტი" მოიყვანა ექსპერტთა აღფრთოვანებული კომენტარები. დავით დარჩიაშვილიმა, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველოში სოსროსის ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, განაცხადა:" სოროსის ახლანდელ განცხადებაში ყველაზე მნიშვნელოვანია - მსოფლიო თანამეგობრობის აზრთა მობილიზაცია, საქართველოს სასარგებლოდ".

სოროსის წინადადება საქართველოს მატერიალური დახმარების შესახებ, აღფრთოვანებით მიიღეს დამოუკიდებელმა ექსპერტებმაც. როგორც განაცხადა ანალიტიკოსმა სოსო ცისკარიშვილმა, ეს სოროსის სტრატეგიული ხედვაა და ის სრულიად მისაღებია."სოროსის სწრაფვა გააერთიანოს ევროპა, რათა ის თავად ფლობდეს ენერგო რესურსებს და არ იყოს რუსეთზე დამოკიდებული, თავისთავად ლაპარაკობს სოროსის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობაზე. თუ კი, სოროსი გაერთობა რუსულ რუბლზე, ეს იქნება საპასუხო ნაბიჯი რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს საზიანოდ ჩადენილი მოქმედებების გამო",-შეაჯამა მან.

თუმცა, თბილისი უფრო ძლიერ სულ სხვა რამემ ააფორიაქა, სოროსის "გულახდილობამ". "სანამ ენეორგომატარებლებზე ფასების ზრდა არ დაიწყება, რუსული ეკონომიკა კი არ აღდგება, ეს შეიძლება რუსეთის ახალ ავატიურად შემოტრიალდეს საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით რეპრესიების გამძაფრდეს".-გვაუწყებს სოროსი. ახლად მოვლენილი წინასწარმეტყველი არ ამბობს, ვის წინააღმდეგ იქნება ეს ავანტიურა მიმართული. თუმცა ქართული მასმედია აზუსტებს წინასწარმეტყველის აზრს: "სოსროსი გვაფრთხილებს, რუსეთის საქართველოზე შესაძლო თავდასხმის შესახებ".

თბილისურმა ისტებლიშმენტმა სასწრაფოდ შეკაზმა საყვარელი ცხენი. "ქართველი პოლიტიკოსები რეალურად თვლიან ჯორჯ სოსროსის ვერსიას, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი მორიგი ავანტიურის შესახებ", - საკუთარი აზრი გამოთქვა პარლამაენტის ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საინფორმაციო სააგენტოში "Trend". უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელასვილმა კი, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა:" მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე, რათა მან კვლავ არ მოიმოქმედოს რაიმე ავნტიურული ნაბიჯები საქართველოს წინააღმდეგ".

უნებლიედ იბადება შეკითხვა: თბილისში მართლაც დარწმუნებულები არიან, ცინიკური ფინანსისტის მხურვალე და უანგარო სიყვარულში, მათი პატარა ქვეყნის მიმართ? ნუთუ იქ არავინ წაიკითხა სოროსის სტატია ბოლომდე, არამედ შეისწავლა მხოლოდ ცალკეული ციტატები? სოროსი ხომ საქართველოს მიმართ სიყვარულს კი არ აღიარებს, არამედ რუსეთის მიმართ არ სიყვარულს. საქართველო კი, მხოლოდ პატარა დეტალია რუსეთის "ნეიტრალიზაციის" მისეულ პროგრამაში. სჭირდება კი, საქართველოს მონაწილეობა მეზობლის საწინააღმდეგოდ მიმართულ, არასასიკეთო პროგრამაში?

აგვისტის ომის ხუთი დღე გავატარე თბილისში - საშინელებაა.... ახლა ყველა თავისებურ სახელს არქმევს ამ ხუთ დღიან ომს. მოსკოვი - "მშვიდობის იძულების ოპერაცია". თბილისი - "რუსეთის აგერსია საქართველოს წიააღმდეგ". მაგრამ ვინ უპასუხებს შეკითხვას, რომელიც მე ჩემმა ქალიშვილმა დამისვა: " რატომ წავიდნენ ქართველი ჯარისკაცები ავტომატებით ოსების წინააღმდეგ და რატომ გვესროდნენ რუსები ჩვენ ბომბებს ( ერთერთი ყუმბარა ჩვენს სახლთან ახლოს ჩამოვარდა).

ალბათ ჩემი შეკითხვაც: რატომ ალაპარაკდნენ ისევ ომზე?- რიტორიკულად გაიჟღერებს. იმიტომ რომ, როგორც კრიზისს, მასაც გვიწინასწარმეტყველბს სოროსი? იმიტომ რომ ომი დაეხმარებათ რუსეთის "ნეიტრალიზებაში" და ევროპა გამოძვრება კრიზისიდან?

სხვათაშორის, ძლივს ჩაწყნარდა იარაღის ზალპი და ყუმბარების აფეთქება ცხელ აგვისტოში, თბილისში კი ჭორები გავრცელდა ახალი ომის შესახებ. თავიდან ნოემბერს ასახელებდნენ, შმდეგ კონკრეტულ რიცხვსაც კი - 25 დეკემბერს, შემდეგ თარიღი 31-ში გადაიტანეს, ვითომც და რუსები იგივეს მოგვიწყობენ, რაც ჩეჩნებს გაუკეთეს 1995-ში. ახლა კი, აი სოროსი ისევ გვიწინასწარმეტყველებს, ოღონდაც თარიღის დაზუსტების გარეშე.

რატომ არ შეეცდება საქართველოს ხელისუფლება სოროსთან ერთად, თუ კი მას ასე მხურვალედ უყვარს საქართველო, გამოვიდეს არა რუსეთის დისკრედიტაციის, კომპრომეტაციის და "ნეიტრალიზაციის" პროგრამით, არამედ შესთავაზოს ქართველებს კონკრეტული გეგმა, ნებისმიერი ძალისმიერი აქციების თავიდან ასაცილებლად?

ირინა პტაშკოვსკაია

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100