RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

„სიძულვილის გაკვეთილები“ ქართველებს არ სჭირდებათ

25.02.2009  |  10:54

7/7/3/1773.jpegსაქრთველოს სკოლებში პირველად ტარდება1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა არმიის მიერ ქვეყნის „ოკუპაციისადმი" მიძღვნილი კვირეული. სამხრეთ ოსეთის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ასეთი „პატრიოტული" აქციის ჩატარება, საქართველოს განათლების მინისტრის, ნიკა გვარამიას ნათელ გონებაში დაიბადა.

18-დან 25 თებერვლამდე ყველა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში ეწყობა გამოფენები, დისკუსიები, ლიტერატურული აქციები, ღია გაკვეთილები, გვაუწყებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საიტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ნორჩ მოქალაქეებს ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურად ჩაუტენონ თავში იდეა - რუსეთი იყო და რჩება საქართველოს დაუძინებელ მტრად. მოცემულ პოსტულატს ამყარებს ე.წ. ოკუპაციის მუზეუმის ექსპოზიცია. კვირეულის შედეგებით, „ყველაზე ნიჭიერი" ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ ოკუპაციის თემაზე ჩატარებულ კონკურსში.საუკეთესო „ქმნილებებს" სამინისტრო თავის ჟურნალში დაბეჭდავს. ყველაზე აქტიურ სკოლებს დააჯილდოვებენ.

1921 წელს „ქვეყნის გასაბჭოების" ხელისუფლების ოდიოზური ვერსია მარტივია: პატარა, მშვიდობიან დაუცველ და ახალგაზრდა რესპუბლიკას თავს დაესხა სისიხლის მსმელი, სასტიკი მტერი. ქართულმა არმიამ სასწაული გმირობა უჩვენა, მაგრამ ვერ შეძლო ეჯობნა მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი ძალებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში სამხრეთიდან შემოიჭრა თურქეთი (ეს ხელს არ უშლის იმას, რომ თბილისი დღეს ანკარას თავის უახლოეს მეგობრად თვლიდეს!) 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა არმია შევიდა დედაქალაქში და საქართველოში გამოცხადდა საბჭოთა წყობილება.

ისტორიკოსი ფ.ლომაშვილი თავის მე-10 კლასისი სახელმძღვანელოში საუბრობს:"თანდათანობით რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია გადაიზარდა ანექსიაში. პირველ რიგში ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევში და ძირძველი ქართული მიწების „გაჩუქებაში" გამოიხატა... ამან გამოიწვია ქართველი ხალხის სერიოზული აღშფოთება და სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. მაგრამ სახალხო აჯანყებები სისხლში ჩაახშეს. საქართველოში 1937 წლის საშინელი რეპრესიები ბობოქრობდა. ათასობით ადამიანი დაიხვრიტა გასამართლებისა და გამოძიების გარეშე..."

არავინ უარყოფს, რომ საქართველოში იყო კოლექტივიზაციით უკმაყოფილო ხალხის ბუნტი, იყვნენ რეპრესირებულებიც და მორწმუნეებიც, რომლებსაც დევნიდნენ. მაგრამ ასე იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს უზარმაზარ ქვეყანაში. მათ შორის, რუსულ რეგიონებშიც. სხვათა შორის, ეს ქმედებები ქართველი ხალხის შვილების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა - სერგო ორჯონიკიძე, იოსებ ჯუღაშვილი და ლავრენტი ბერია. ასე რომ, თუკი ძველი აღთქმის პრინციპებით ვიხელმძღვანელებთ - „თვალი თვალის წილ" - უპრიანია, ქართველებმა კი არა, რუსებმა უნდა შექმნან ოკუპაციის მუზეუმი და მოითხოვონ ანგარიში.

ოფიციალურ თბილისს ახლაც უყვარს გახსენება, რომ მოსკოვმა ცინიკურად დაარღვია 1920 წლის შეთანხმება, მაგრამ ავიწყდება, რომ როგორ მოექცა თავად საქართველო სამოქალაქო ომით გათანგულ მეზობელ ქვეყანას. 1918 წლის 26 მაისს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. გერმანელების მიერ შეიარაღებული ქართული არმია უკვე ივნისში შეიჭრა აფხაზეთში და წავიდა წინ, უშუალოდ რუსული მოსახლეობით დასახლებული, რუსული მიწებისკენ... გერმანიის მიერ საქართველოს ოკუპაციითა და ბურჟუაზიული ხელისუფლებით აღშფოთებული ხალხი აჯანყდა. დაუმორჩილებელი მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ ხელისუფლებამ გვარდიელების ხიშტები დაუპირისპირა და სიკვდილით დასჯა შემოიღო, აღნიშნავს საბჭოთა ისტორიკოსი გიორგი ფიფია.

რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, 1918 წლის დამოუკიდებლობის გამოცხადების მომენტში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველო მათ თავის ტერიტორიებად თვლის. მაგრამ მაშინ, სოხუმთან მოქმედი ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო საქართველოს მიერ რესპუბლიკის ოკუპაციის პირობებში. სამხრეთ ოსეთი კი, წარუმატებლად ცდილობდა, გათავისუფლებულიყო თბილისის ხელისუფლებისგან, რის გამოც საქართველოს მენშევიკური მთავრობის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა.

პირველ მსოფლიო ომში, გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ საქართველომ დიდი ბრიტანეთის სახით ახალი მფარველი იპოვა. ახლა ეს როლი აშშ-ს ერგო. 2006 წლში ყბადაღებული ოკუპაციის მუზეუმის გახსნისას, სააკაშვილი ხაზს უსვამდა, რომ 1921 წლის მოვლენები იყო „საბჭოთა" და არა „რუსული" დაპყრობა. ახლა ქართველი პოლიტიკოსები თავის წყენის პრიზმაში გარდატეხავენ ისტორიულ ფაქტებს. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის არმიის ყოფნა თბილისში „ოკუპაციად" აღიქმება.

აგვისტოში კონფუზიაში ჩავარდნილი საქართველოს მთავრობის რიტორიკა, ადამიანურად გასაგებია. მაგრამ ღირს კი, ისტორიულ ფალსიფიკაციებზე და მეგობარი ხალხის სიძულვილით ახალგაზრდა თაობის გაზრდა. ისტორია ასეთებს არ პატიობს.

მრგვალ მაგიდასთან ორი მხარის წარმომადგენლების ერთ-ერთ შეხვედრაზე პოლიტოლოგმა ვიაჩესლავ ნიკონოვმა აღნიშნა:" საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა არა მხოლოდ მეზობლური, არამედ, ძმური ურთიერთობა და ახლა უნდა ავიღოთ ზღვარი - თუნდაც გაწელილი, რომ როდესმე კვლავ შევძლოთ, ძმური ვუწოდოთ ურთიერთობებს". გვინდა გვჯეროდეს, რომ დღევანდელი ისტერიული ანტირუსული კამპანია, რომელმაც უკვე ქართულ სკოლებშიც შეაღწია, შეწყდება და ორი ხალხი კვლავ გამონახავს საერთო ენას.

სვეტლანა ბოლოტნიკოვა

 

კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100