RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი ინთერვიუ
არხივი სტატიები
აზრები

დავარტყათ ნაციონალიზმით გასაბჭოებას ?

27.02.2009  |  10:30

8/0/9/1809.jpegწითელი არმიის მიერ საქართველოს "გასაბჭოების" 88-ე წლისთავი, რომელიც ყოველწლიურად, 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, 25 თებერვალს აღინიშნება, ნაციონალური რიტორიკით შეფერილ ფარსად გადაიქცა.

ქართულმა მას-მედიამ მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ რუსულ ენას ერთ დღიანი ბოიკოტი გამოუცხადა, რომ თბილისში გადაერქმევათ სახელები რუსულ თუ საბჭოური წარმოშობის ქუჩებს, პოლიტიკოსებმა და რადიკალურმა არასამთავროებმა საპროტესტო აქციების ჩატარებაში შეჯიბრი გამართეს.

GeorgiaTimes-ის კორესპონდენტმა გადაწყვიტა თავად დარწმუნებულიყო- ნამდვილად ამბობს თუ არა რუსულად საუბარზე უარს საქართველო? - რომელიც მრავალი წელი და საუკუნეებიც კი, რუსი პოეტების, მხატვრების და დისიდენტების მუზა იყო და რატომ გააიგივეს უეცრად, ორი სიტყვა "საბჭოთა" და "რუსული"?

ერთმა ჩემმა დიდი ხნის ნაცნობმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მოკლედ მიპასუხა «I don't speak Russian today» (მე დღეს არ ვლაპარაკობ რუსულად). დიალოგის ინგლისურად გაგრძელება ვერ მოხერხდა - მოსაუბრეს სიტყვების მარაგი ამოეწურა.

შოკში ჩავარდნილმა, მაინც გადავწყვიტე გამერკვია: არის თუ არა გამოცხადებული ბოიკოტი საზოგადოდ ყველაფერი რუსულისადმი. მე დავურეკე 10-მდე ქართველ პოლიტიკოსს, ექსპერტს, მომღერალს და უბრალოდ ნაცნობს. მათგან არავინ თქვა უარი რუსულად საუბარზე და საუბრობდნენ სრულებით განსხვავებულს იმისგან, რასაც ქართული გაზეთები წერენ.

პარლამენტარი, პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია: " ქართულ და რუსულ მთავრობას ერთმანეთისადმი მტრული დამოკიდებულება აქვთ. გამოცხადებულია საინფორმაციო ომი. სად შეუძლია ამან მიგვიყვანოს? უფრო დიდი სისულელის მოფიქრება ვიდრე რუსული ენისადმი ბოიკოტის გამოცხადებაა, ძნელი მოსაფიქრებელი იყო. ჩვენს შორის უფრო მეტი მსგავსებაა, ვიდრე განსხვავება, რომელსაც შეუძლია ჩვენ სამუდამოდ წაგვაჩხუბოს. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო რუსეთის მკითხველებს: მიუხედავად იმისა, რაც მოხდა აგვისტოში, მიუხედავად საინფორმაციო ომისა, ქართველებს არ აქვთ ზიზღი რუსების მიმართ, ჭარბობს უწინდელი სიმპატიები და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. სულელური პიარ-აქციები ამწვავებს სახელმწიოთა შორის ურთიერთობებს და აგროვებს წყენას. მე ქართველი ვარ და უბრალოდ გაკვირვებული ვარ იმით, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს რუსოფობიის პოპულარიზაცია".

პოლიტოლოგი, რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი: " ხელისუფლება განგებ აღვივებს მდგომარეობას. საუბრობენ რუსეთის მხრიდან ახალ საფრთხეზე, იმისათვის, რომ გადაიტანონ ხალხის ყურადღება. დღევანდელი ანტი-რუსული კამპანიაც ამასთანაა კავშირში. რა კავშირი აქვს რუსულ ენას ანდა რუსულ სიმღერებს კინოფილმებიდან "გასაბჭოებასთან" ? ხელისუფლებაც და ისინიც, ვისაც სურს კვლავ შევიდეს ხელისუფლებაში ცდილობენ გაათამაშონ ნაციონალური კარტი, თანაც, როგორც ყოველთვის იყენებენ სწორედ ბოლშევიკურ მეთოდებს: კრძალავენ სიმღერას, აწყობენ მასობრივ აქციებს და თუკი არ შეუერთდები, - ე.ი. მტერი ხარ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენს მთავრობას ძალიან ბევრი მტერი ყავს - პრაქტიკულად მთელი ქართველი ხალხი. მე დღეს რუსულად ვსაუბრობ და არანაირ დისკომფორტს არ განვიცდი. იგივეს, მერწმუნეთ, გეტყვით პრაქტიკულად ქვეყნის ნებისმიერი მცხოვრები".

ინტერნეტ-ფორუმის "რეაქციას" ერთ-ერთ აქტივისტთან გიგა ნასარიძესთან, რომელიც გამოვიდა ბოიკოტის ინიციატივით, საუბარი, მეტად საინტერესო გამოდგა: - ჩვენ ვთხოვეთ რადიოსადგურებს და ტელევიზიებს დაეჭირათ მხარი ჩევნთვის და უარი ეთქვათ ამ დღეს რუსული ფილმების ჩვენებაზე და მადლობელნი ვართ, რომ მხარი დაგვიჭირეს, - მივიღე კომენტარი გამართული რუსულით.

თქვენ ხომ თვითონ გამოაცხადეთ ბოიკოტი და ჩვენ ეხლა რუსულად ვსაუბრობთ? არღვევთ?

-არა, რუსულად საუბარი შეიძლება, ჩვენ ხომ ნაციონალისტები არ ვართ... - -არ შეიძლება მხოლოდ სიმღერა? - - -თუკი ვინმე მღერის თავის საკუთარ სახლში ანდა ქუჩაში, შეიძლება, უბრალოდ რადიოთი და ტელევიზიით არ შეიძლება...

-და რა კავშირი აქვთ რუსულ სიმღერებს და ფილმებს "გასაბჭოებასთან" ? ქართული ტელეარხებით მხოლოდ რევოლუციაზე ფილმებს უჩვენებენ?

-ჩვენ ავირჩიეთ განვითარების ევროპული გზა და გვსურს მოვიცილოთ ყველაფერი საბჭოთა.

-გასაგებია, მაგალითად, ქუჩების დასახელებები და რა თბილისში დარჩა კიდევ ქუჩები საბჭოთა პერიოდის სახელწოდებებით? (ისევე როგორც მთელს პოსტ საბჭოთა სივრცეში, თბილისშიც 90-იანი წლების დასაწყისში გადაარქვეს საბჭოთა სახელწოდებების ქუჩებს და მოაცილეს იმ ეპოქის ბელადთა ძეგლები).

-კი, რათქმა უნდა. ენგელსის, კამოს და პლეხანოვის ქუჩებს დიდი ხანია გადაარქვეს, მაგრამ თბილისთან ახლოს არის დასახლება ალექსეევკა (სხვა საბჭოური დასახელებები მოსაუბრემ ვერ გაიხსენა).

-ალექსეევი რევოლუციონერი იყო და მას წითელ არმიასთან ჰქონდა კავშირი, რომელიც 1921 წელს შემოვიდა თბილისში? -ალბათ, მე არ ვიცი ვინ იყო ალექსეევი. მაგრამ ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ გმირების სახელები და ისინი ქუჩებს დააუძხებენ მათი სახელებით და არა როგორც ჩვენ.

საუბრის დასასრულს მე მოსაუბრეს და მის შვილებს მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვე, რომ მათ შეძლონ გაიგონ ირაკლი პ-ზე რომელმაც ხელი მოაწერა გეორგევკის ტრაქტატს, მხედართმთავარ ბაგრატიონზე, რუს მწერალ გრიბოედოვზე, რომლისადმი ერთგულებასაც და სიყვარულს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ინარჩუნებდა თავადი ნინო ჭავჭავაძე...

მათ შესახებ ქართული ისტორიის და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში გაკვრით არის ნათქვამი. ხოლო ჩემი თბილისელი ნაცნობი წუხდა: "რა ეშველებათ ჩვენს შვილებს? ბრუნდება გუშინ სკოლის მერე ჩემი გოგო და მეუბნება: ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც დადგმა, რუსული აგრესიის შესახებ. მასწავლებელმა გვითხრა, რომ ზემოდან არის მითითება და არ შეიძლება უარის თქმა და ჩვენ არ ვიცით რა გავაკეთოთ..."

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100